ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი : ” ამ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს ”

საგანგაშო მესიჯი ჟენევიდან : ” ორი თვეა უკვე რაც არ ვიმყოფები იდეალურ ფორმაში . თიაქარი მაწუხებს . თუმცა , ვცდილობთ კონტროლის ქვეშ გვქონდეს ყველაფერი “ – აცხადებს ლეონარდო ბონუჩი და თუ გავითვალისწინებთ იმას თუ რა მნიშვნელობის მატჩები აქვს წინ გასამართი მის გუნდს და ასევე ნაკრებს , ეს მართლაც საგანგაშო იქნებოდა , მაგრამ ლეომ სელესაოსთან შეხვედრაში ყველასი დაუმტკიცა რომ მასზე დაყრდნობა და ნდობის გამოცხადება შეიძლება : ” კარგი მატჩი ჩავატარეთ , დასანანია უბრალოდ იმ უამრავი მომენტის განიავება , რომელიც მეტოქის კართან შევქმენით . თანაბარ დონეზე ვეპაექრეთ ბრაზილიელებს , რომელთა რიგებში არა ერთი ინდივიდუალისტი ირიცხება . ისევ და ისევ ხელიდან გაშვებული ეპიზოდები რომ გავიხსენოთ , ჩემი და ბალოტელის შანსი დაგვიდგება თვალწინ . ჟენევეაში მაყურებელმა ძლიერი იტალია იხილა “ .

პირველი ჩაგდებული ტაიმის შემდეგ , პრანდელის გუნდი მეორე ტაიმში მოეგო გონს …

” უმეტესობა მომენტებიდან მეორე ნახევარში შეიქმნა , რადგან ბალოტელი და ჩერჩი , ერთი ერთზე თამაშისას ადვილად სჯაბნიდნენ მეურვეებს . თუმცა , არ ვთვლი რომ პირველი 45 წუთი ჩავაგდეთ , თანაბარ დონეზე ვითამაშეთ . ეს ყველაფერი კი იმ ადამიანის დამსახურებაა , ვინც მოგვამზადა ამ დაპირისპირებისთვისაც და საერთოდ შეუდგა ამ პროექტის შენებას ” .

პრანდელიმ აღნიშნა , რომ აძურის დღევანდელი წარმატება , დიდწილად ” იუვენტუსის ” დამსახურებაა , სადაც მოთამაშეებს უყალიბდებათ სწორი კულტურა …

დიახ – იღიმის მცველი , რომელსაც ანტონიო კონტეს წვრთნები ახსენდება : ” სამშაბათს ან ოთხშაბათს თუ გვეწვევით ამ კულტურის მატარებელი თქვენც გახდებით . მწვრთნელმა ჩამოაყალიბა ბირთვი და ვთვლი , რომ ეს გახლავთ დიდი ბაზა , რომლისგანაც შედეგიან და პროდუქტიულ თამაშს უნდა ველოდოთ ” .

” რაც ყველაზე სასიამოვნოა , არის ის რომ ორი გაშვებული ბურთის შემდეგ არ გავმტყდარვართ და გავაგრძელეთ ფეხბურთის თამაში . თუმცა ვეთანხმები იმ მოსაზრებას , რომ ყოველთვის უნდა ისწრაფვოდე პირადი მახასიათებლების , გუნდურობის და ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებაზე ” .

 

წყარო : La Stampa

128 thoughts on “ბონუჩი : ” ამ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს ”

  1. დანტე მართლა მაღალი დონის მცველია, სკოლარიმ გააკეთა არჩევანი ბოლობოლო იტალიასთან, თან ბუნდესლიგაშიც სერიოზულად თამაშობს..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.