ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მატრი : ” კარგად ორგანიზებულ გუნდს ვუპირისპირდებით ”

დღეს , ალესანდრო მატრი გახლდათ სტუმარი ვიდეო ჩატში , რომელიც JuventusMember – ის ვებ გვერდზე მიმდინარეობდა . მანამ სანამ ფორვარდი ვინოვოს ბაზაზე ეწვეოდა , მან გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა . თავდაპირველად თემა ” ინტერთან ” მოახლოებულ დაპირისპირებას შეეხო : ” ნერიაძურისთან დაპირისპირება ყოველთვის ემოციურია და დაძაბული . ” ბაიერნი ” ? კარგად ორგანიზებულ კლუბს დავუპირისპირდებით , რომლის რიგებშიც მაღალი დონის შემსრულებლები ირიცხებიან . ჩვენის მხრივ სრული კონცენტრაცია დაგვჭირდება და საუკეთესო მხარეების ჩვენება , რომ მოვახერხოთ შემდეგ ეტაპზე გასვლა . ამიტომ შედეგზე არ უნდა ვფიქრობდეთ , უბრალოდ მოედანზე გასვლაა საჭირო და კარგი თამაშის ჩვენება . სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ რადგან , 1/4 ფინალური ბარიერის გადალახვა იოლი საქმე არასოდეს ყოფილა “ .

”  კონტეს სტილს სხვადასხვა გუნდებიც იმეორებენ . უახლოესი კვირის მანძილზე შევეცდებით სხვადასხვა ვარიანტები განვიხილოთ და ვფიქრობ მოვახერხებთ დადებითი შედეგის მიღწევას . ორგანიზაციას კარგი რეზულტატი მოაქვს , რომელიც აერთიანებს ფიზიკურ , ტაქტიკურ  და ტექნიკურ წვრთნებს ყოველდღიურად . იმისათვის , რომ მწვრთნელის იდეები რეალობად ვაქციოთ , მუხლჩაუხრელი შრომაა აუცილებელი . სწორედ ასეთი ხერხით მოვახერხებთ პროგრესირებას . პირადად მე , უკეთესად ავთამაშდი და ვისწავლე ტაქტიკის მიხედვით ასპარეზობა , პროფესიონალური და პირადი კუთხითაც უკეთესობა სახეზეა ” .

 

წყარო : TuttoJuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Samtrediel90
11 years ago

საიდან მოიტანეთ რო ლამი ტოვებს თამაშს? ყვითლების გამო არ ტოვებს და თუ ტრამვა აქ ეგ სხვა საქმეა
თამაშს ტოვებს მარტო მარტინესი 3 ყვითელი აქვს და მაგიტო
ლამს და დანტეს აქვთ 2-2 ყვითელი და დისკვალიფიკაციის ზღვარზე არიან ეგენიც
ჩვენგან ვიდალს და ლიხშტეინერს ემუქრებათ იგივე

Gio Darja
11 years ago

ალე შენ იცი უნდა გაგვახარო..

ლამი არ ეყოლებათო ბავარიელებს პირველ თამაშში, უსერიოზულესი დანაკლისია, გუნდის კაპიტანი და დაცვის ლიდერი )) ვინც არ უნდა დააყენოს მარჯვნივ ( ბოატენგი, რაფინია ) ლამის მესამე სამუშაოსაც ვერ შეასრულებს, ასე რომ ასამოამ უნდა ივაჟკაცოს და შეუტიოს სერიოზულად.. :juventus:

Heartless
11 years ago

გოლ-(ებ)-ი შეუგდე ბავარიელებს და გაგვახარე შე ლამაზო. :)

კალიარისთან რო იცი ხოლმე თავის გაგიჟება, ერთხელ გრანდაც მოუგო მარტომ რა იქნება … :)))

valeri oqropilashvili
11 years ago

დელპიმ კიდე შეაგდო და დადეტ რა ლინკი

delpieronedved
11 years ago

ახალი გუგლით დავხედე იტალიას და იუვენტუს სთედიუმიც იყო 3 D ში
ტრიბუნები ზუსტად ისეთია როგორიც სინამდვილეში რამის გასახდელში შევედი :lool:

11 years ago

მატრია რა :)

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x