კუალიარელა : ” დაცვამ უმაღლეს დონეზე უნდა ითამაშოს ”
როგორც ყოველთვის , სანაკრებო პაუზის დროს , ვინოვოს სამწვრთნელო ბაზა ცარიელდება ფეხბურთელებისგან . თუმცა , ისინი ვინებიც რჩებიან კონტეს განკარგულებაში , საკმაოდ დიდ სამუშაოს ასრულებენ , რომ მაქსიმალურად იქნას ეს პერიოდი გამოყენებული . Juventus Channel – ის ჟურნალისტმა ისარგებლა შემთხვევით და ფაბიო კუალიარელასთან ისაუბრა . კუალუარებში , ნეაპოლიტანელმა ფორვარდმა ისიც კი თქვა თუ რა ელოდა გუნდს შესვენების შემდეგ : ” გველის გუნდი , რომელმაც გადატვირთვა მოახდინა . მომდევნო მეტოქეზე რისი თქმაც შემიძლია არის ის , რომ მათ შეეძლოთ ” ტოტენჰემის ” გამოთიშვა , თუმცა სულ მცირედი დააკლდათ ამისთვის . ვწუხვარ , რომ ვერ მოახერხეს მომდევნო ეტაპზე გასვლა და საერთოდაც გული მწყდება , როდესაც იტალიური კლუბები ეთიშებიან ევროპულ გათამაშებებს . ინტერი კარგ ფორმაში დაგხვდება და საკმაოდ მძიმე მატჩი გველის , ამაში დარწმუნებული ვარ ” .
სერია ა კვლავინდებურად არის მოწოდების სიმაღლეზე და ფაბიოს შეუძლია რამდენიმე გუნდი დაასახელოს : ” განსაკუთრებული ჩემპიონატია . დიახ , დაგვტოვეს ისეთმა მოთამაშეებმა როგორებიც არიან დელ პიერო , იბრაჰიმოვიჩი და ტიაგო სილვა , მაგრამ სასიამოვნოა მოედანზე ისეთი კლუბების ხილვა როგორებიც არიან ” ნაპოლი ” , ” რომა ” და ” ფიორენტინა ” . მათ შეუძლიათ ლამაზი ფეხბურთის დემონსტრირება ” .
ტურინელების დავალება მარტო ჩემპიონობის შენარჩუნება არ არის , მათ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპის საგზურიც უნდა მოიპოვონ : ” სერიოზული დაპირისპირება იქნება , ისეთი კლუბის წინააღმდეგ რომლის თავდასხმის ხაზში გამორჩეული ფიგურები ირიცხებიან . ამიტომ დაცვის ხაზს დიდი ყურადღებით მოუწევს თამაში . მნიშვნელოვანია , რომ საპასუხო შეხვედრას შინ გავმართავთ , მაგრამ პირველი დაპირისპირებაც ფუნდამეტალურია . გავემგზავრებით იმ მოტივაციით და იმ სულისკვეთებით , როგორც ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ – ანუ ვითამაშებთ გოლის გასატანად . ბუნებრივია თავადაც მსურს თავის გამოჩენა , მაგრამ უმნიშვნელოვანესია კლუბმა მიაღწიოს წარმატებას ” .
წყარო : Juventus.com
მაგარი კაცია ალბათ ტურინში ათამაშებს კონტე ლიგაზე ჩელსის გაუტანა და იმედია ბავარიასაც გაუტანს ფაბიო

“ვინებიც” რა უბედურებაა ბლინ
ფაბიოს ვეთანხმები დაცვამ განსაკუთრებით კარგად უნდა ითამაშონ.ასევე ფაბიო უნდა გამოყენოს ინტერთან და ბაიერნთან კაი გუმნდებთან იცის ძმა გაბრწყინება გოლის შეგდება

დელპის ბუფონის და კიელინის მერე ეს ყველაზე მეტად მიყვარს ფეხბუთელებში ფორცა ფაბიო

მაგარი კაცი