სატრანსფერო ციებ ცხელება
Tuttosport – ის ინფორმაციით , ტურინის ” იუვენტუსი ” გენუის ” სამპდორიადან ” , მარტო ანდრეა პოლის ტრანსფერს არ განიხილავს . ბიანკონერის მესვეურების მადა საკმაოდ დიდი აღმოჩნდა და მასში სიმონე ძაძა და პედრო ობიანგა ფიგურირებენ . პოლის საკითხი ყველამ ისედაც კარგად იცით , იგი ჯერ კიდევ იანვარშივე უნდა გამხდარიყო ტურინელთა მოთამაშე , მაგრამ მაშინ კლუბმა ვერ მოასწრო საჭირო საბუთების წარდგენა და შესაბამისად გარიგება ზაფხულამდე გადაიდო . ერთი სიტყვით ანდრეას საკითხი გადაწყვეტილია . ჯერი სიმონე ძაძაზეა , რომლის კონტრაქტი 2014 წელს იწურება და ახალგაზრდა ფორვარდი არ აპირებს მის გახანგრძლივებას . მანაც როგორც პოლიმ სურვილი გამოხატა კარიერა სწორედ კონტეს გუნდში განაგრძოს . მოლაპარაკებები მიმდინარეობს და დიდი ალბათობით ტურინელთათვის წარმატებით დასრულდება . მესამე მოთამაშე კი ესპანელი პედრო ობიანგაა . აქვე კიდევ ერთი ახალგაზრდა რომელიც შავ თეთრ მაისურს მოირგებს , გახლავთ გამოჩენილი ბრაზილიელი ექს ფეხბურთელის ბებეტოს ვაჟი მათეუსი – სხვადასხვა გავლენიანი გამომცემლობის ინფორმაციით , 20 წლამდელთა სელესაოს წევრმა გაწყვიტა კონტრაქტი ” ფლამენგოსთან ” , რასაც კლუბის გენერალური დირექტორი და შედეგად ზაფხულში ნიჭიერი ფორვარდი კარიერას ტურინში განაგრძობს თავისუფალი აგენტის სტატუსით .
წყარო : Calcionews24 / Tuttojuve / Football-Italia
პოლი ძალიან მაგარი ფეხბურთელია…მაგაში დარწმუნდებით ყველა მალე
პოლის ყიდვით საყრდენი ნახევარმცველების პრობლემა (თავის ზამენიანად) მოხსნილი იქნება….პირლო, პოგბა,ვიდალი,მარკიზიო, პოლი მეტი არავინ გვინდა
valojuve ინტერში თამაში საზომი არაა…ინტერში კანავაროც დირკა იყო მაგრამ იუვეში წლის მცველი…
პოლიში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ იმედია ვცდები
ამ პოლში რა დაინახეს ესეთი ვერ ვხვდები რამდენიც მაგის თამაშს უყურე ინტერში სად დარბოდა არ იცოდა და ალბათ ნიჭიერია და მე ვერ ვხედავ
სადაც სამპას ფეხბურთელებზე მიდის იუვეს მხრიდან ჩალიჩი იქ მაგრად ტეხავს რომ იკარდიზე არაფერი იწერება….ძალიან მაგარი იზრდება ეგ…კარგი იქნება თუ გავიფორმებთ..არ გვინდა ეგ ძაძა და ობიანგა რა :) მოვიყვანოთ იკარდი
იკარდი თითქმის უკვე მერდა გახდა, რაც შეეხება ძაძას და ოგბანას ეგენი დარჩებიან სადაც არიან
ჩათვალეთ რო პოლი იუვენტინოა

იტოკში ერნანესიო და ეგ კაცი დაგვხატავს იმენა ძან ძლიერი მოთამაშეა რა მილანს უნდა დავასწროთ და არსენალსაც ეგ ბიჭი მალე უნდა გავიფორმოთ რაც შეეხება სუა ვიდალი არა მარა ვუჩინიჩი კვალიარელა დავუთმოთ ერთი 10 ლიმონიც დავუმატოთ და სუა გამოუჩვან
კარგით რა,რა ობაიანგი და პოლი,რათ გვინდა ამდენი ნახევარმცველი,მაგათ ყიდვას ერთი იყიდე და წესიერი,მარრრკკოოოოოო ვერრრრრაატტტტიიი,ორივეს ჯიბეში ჩაისვამს,ნუ პოლი უკვე ჩვენია და არ უნდათ რო ვერატის ტრანსფერში ჩართონ?
ვა ბებეტოს შვილი მამას რამით მაინც თუ გავს

პოლი კარგია რო ზაფხულში მოვა