ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კუალიარელა : ” დაცვამ უმაღლეს დონეზე უნდა ითამაშოს ”

როგორც ყოველთვის , სანაკრებო პაუზის დროს , ვინოვოს სამწვრთნელო ბაზა ცარიელდება ფეხბურთელებისგან . თუმცა , ისინი ვინებიც რჩებიან კონტეს განკარგულებაში , საკმაოდ დიდ სამუშაოს ასრულებენ , რომ მაქსიმალურად იქნას ეს პერიოდი გამოყენებული . Juventus Channel – ის ჟურნალისტმა ისარგებლა შემთხვევით და ფაბიო კუალიარელასთან ისაუბრა . კუალუარებში , ნეაპოლიტანელმა ფორვარდმა ისიც კი თქვა თუ რა ელოდა გუნდს შესვენების შემდეგ : ” გველის გუნდი , რომელმაც გადატვირთვა მოახდინა . მომდევნო მეტოქეზე რისი თქმაც შემიძლია არის ის , რომ მათ შეეძლოთ ” ტოტენჰემის ” გამოთიშვა , თუმცა სულ მცირედი დააკლდათ ამისთვის . ვწუხვარ , რომ ვერ მოახერხეს მომდევნო ეტაპზე გასვლა და საერთოდაც გული მწყდება , როდესაც იტალიური კლუბები ეთიშებიან ევროპულ გათამაშებებს . ინტერი კარგ ფორმაში დაგხვდება და საკმაოდ მძიმე მატჩი გველის , ამაში დარწმუნებული ვარ ” .

სერია ა კვლავინდებურად არის მოწოდების სიმაღლეზე და ფაბიოს შეუძლია რამდენიმე გუნდი დაასახელოს : ” განსაკუთრებული ჩემპიონატია . დიახ , დაგვტოვეს ისეთმა მოთამაშეებმა როგორებიც არიან დელ პიერო , იბრაჰიმოვიჩი და ტიაგო სილვა , მაგრამ სასიამოვნოა მოედანზე ისეთი კლუბების ხილვა როგორებიც არიან ” ნაპოლი ” , ” რომა ” და ” ფიორენტინა ” . მათ შეუძლიათ ლამაზი ფეხბურთის დემონსტრირება ” .

ტურინელების დავალება მარტო ჩემპიონობის შენარჩუნება არ არის , მათ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპის საგზურიც უნდა მოიპოვონ : ” სერიოზული დაპირისპირება იქნება , ისეთი კლუბის წინააღმდეგ რომლის თავდასხმის ხაზში გამორჩეული ფიგურები ირიცხებიან . ამიტომ დაცვის ხაზს დიდი ყურადღებით მოუწევს თამაში . მნიშვნელოვანია , რომ საპასუხო შეხვედრას შინ გავმართავთ , მაგრამ პირველი დაპირისპირებაც ფუნდამეტალურია . გავემგზავრებით იმ მოტივაციით და იმ სულისკვეთებით , როგორც ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ – ანუ ვითამაშებთ გოლის გასატანად . ბუნებრივია თავადაც მსურს თავის გამოჩენა , მაგრამ უმნიშვნელოვანესია კლუბმა მიაღწიოს წარმატებას ” .

 

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
chabukaa1
11 years ago

მაგარი კაცია ალბათ ტურინში ათამაშებს კონტე ლიგაზე ჩელსის გაუტანა და იმედია ბავარიასაც გაუტანს ფაბიო :forza: :forza: :juvee: :juvee: :juventus: :juventus:

nugo1387
11 years ago

“ვინებიც” რა უბედურებაა ბლინ :blin:

dato_juventino
11 years ago

ფაბიოს ვეთანხმები დაცვამ განსაკუთრებით კარგად უნდა ითამაშონ.ასევე ფაბიო უნდა გამოყენოს ინტერთან და ბაიერნთან კაი გუმნდებთან იცის ძმა გაბრწყინება გოლის შეგდება :kenwvla: :italy: :forza:

valeri oqropilashvili
11 years ago

დელპის ბუფონის და კიელინის მერე ეს ყველაზე მეტად მიყვარს ფეხბუთელებში ფორცა ფაბიო :juventus: :juvee: :forza:

11 years ago

მაგარი კაცი

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x