ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლორენტე – წინ გამარჯვებისკენ !

სამი თვის შემდეგ თავისუფლად შეგვეძლება იმის თქმა , რომ ფერნანდო ლორენტე ბიანკონერი სრულფასოვანი წევრია . მანამდე კი მაროტას ახალ გარიგებაზე უნდა ვისაუბროთ , რომელმაც უარი განაცხადა შარშან 16 მილიონი ევროს გადახდაზე და თავისუფალი აგენტის სტატუსით გაიფორმა ესპანელი წინახაზელი . ბასკისთვის ეს წელი ძალზედ მძიმე იყო და მისი სურვილია , ახალი სეზონიდან ყველაფერი თავიდან , ახალი ფურცლიდან დაიწყოს . Tuttosport – მა ორ გვერდიანი სტატია მიუძღვნა კვირას მას და ჩვენც , ჩვენის მხრივ შემოგთავაზებთ საინტერესო ეპიზოდებს …

რა არის ყველაზე კარგი ფეხბურთელის ცხოვრებიდან ? :  ” იღბლიანები ვართ , რადგან საყვარელი საქმით ვართ დაკავებულები . ჩემს შემთხვევაში მაქსიმუმი უკვე გოლია . ცუდი კი ნათელია ალბათ ყველასათვის – როდესაც საქმე ისე არ მიდის როგორც საჭიროა ”  . ანუ ზუსტად ისეთი როგორიც მას ბილბაოში ჰქონდა . ჩხუბი , კამათი , დაძაბული ურთიერთობა ინჩასებთან , რომელთა ბანერებიც პირდაპირია : ” გაეთრიე ! ” . 

ისტორია სახელად ლორენტე და ატლეტიკი , დასასრულს მიუახლოვდა . აურზაური ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო , როდესაც მან უარი განაცხადა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ბასკებთან . 12 მარტს ფერნანდომ გამოსამშვიდობებელი საჩუქარი მიიღო – ერთ ერთი სპორტული ჯილდო : ” პირადად ჩემთვის ეს არის სიამაყის წყარო . ასეთ მნიშვნელოვან ეტაპზე ეს აღიარება , როდესაც ერთი ნაბიჯი მაშორებს მსოფლიო გრანდში გადასვლასთან , ნამდვილი მოვლენაა . უმნიშვნელოვანესი ეტაპია კარიერაში . სასიამოვნოა თანამემამულეებისგან აღიარების მოპოვება , რომლებიც არ მაკლებდნენ სიხარულის საბაბს და ყოველთვის გვერდში მედგნენ . სითბო და დადებით ატმოსფერო არასოდეს მაკლდა და სწორედ იქ შევეხე ბურთს პირველად .  სწორედ აქ აღმზარდეს . წლევანდელ წელზე კი რა უნდა ითქვას  ? ურთულესი იყო და ყველაფერმა ისე ჩაიარა , როგორც საშინელ სიზმარში . თუმცა , მსურს დავარწმუნო ყველა იმაში , რომ მაქსიმუმს ვიღებდი ” ატლეტიკისთვის ” თითოეულ მატჩში ” .

სავსებით ბუნებრივია , რომ ადამიანისთვის ეს კლუბი ძალზედ მნიშვნელოვანია . ნანდო პამპლონაში დაიბადა და სწორედ ამიტომ მოხვდა იგი რეგიონის ყველაზე ძლიერ კლუბში . პამპლონას უშუალო კავშირი გააჩნია ბასკურ მხარესთან და ” ატლეტიკთან ” კონკრეტულად . სწორედ ამიტომ პრეზიდენტ ურუტიას არ სჯეროდა , რომ ლორენტეს არ დააკმაყოფილებდა სამი მილიონი ევრო წელიწადში და სხვაგან მოისურვებდა კარიერის გაგრძელებას .

მაგრამ საქმე ფულს როდი ეხება , ნანდოს სურდა რაიმე ღირებულის მოგება კარიერაში და ტურინში ამისი რეალური შანსი ეძლევა …

” ყოველთვის მიზიდავდა იტალიური კლუბების მენტალიტეტი და შეუპოვარი სულისკვეთება , ხოლო ბიანკონერის ეს ალბათ ყველაზე ძლიერ აქვს ფესვებში გამჯდარი . ვფიქრობ , მათ რეალურად ძალუძთ ჩემპიონთა ლიგის თასის მოპოვება , რაც ასე ძალიან მსურს თავადაც . ტურინელები აქტიურად ცდილობდნენ ჩემს გაფორმებას , რამაც დამატებითი მოტივაცია გამიჩინა . უდიდესი გუნდია , სერიოზული პროგრამით და მათ მიღწევებს თუ გადავხედავთ , მომავალში არსებობს რეალური საფუძველი იმისა , რომ არა ერთ მწვერვალს მივაღწიოთ და დავიპყროთ ” .

 

წყარო : sportevai.it

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

42 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
JuventinoToko
11 years ago

მოდეეეე ძმა

dato_juventino
11 years ago

ბრაო ჩირო :kenwvla: :italy:

vaxo turqadze
11 years ago

ეს 20 ნომერი ვინ შემოიყვანეს ხომ არ იცით???

dato_juventino
11 years ago
Reply to  vaxo turqadze

ეგა ლონგო ინტერის ბიჭია ესპანიოლში თამაშოპბს თუ არ ვცდები

vaxo turqadze
11 years ago
Reply to  dato_juventino

ა ხო ვიცი,ესპანიოლშია კი,სახეზე არ ვიცოდი,სპასიბა

dato_juventino
11 years ago

მანჯა ხარ თუ საჯაია გაბიადინი-ლეალი შემოუშვი

dato_juventino
11 years ago
Reply to  dato_juventino

მარონემ რა პასები ჩითან მარა ცუვაკებია არიან წინ

FeNoMeNo-9
11 years ago

ლორენტე ჩვენ სარგებელს ვერ მოგვიტანს და ეს კარგად დაიმახსოვრეთ. მის მოსვლამდე ნახევარი წლით ადრე ვიძახი ამას!!! ვეეეერ გაამართლებს ეგ ზორბა ესპანელი ტურინში. მისი ტრანსფერი თავიდანვე შეცდომა იყო…

Di Francesco # 1
11 years ago

მაგის დაწერა მინდოდა ახლა საპონარაც რა მაგარიათქვა 7 ნომერი :chuvak:
მილანის კაცი ყოფილა ემპოლიშია არენდით

vaxo turqadze
11 years ago

ხო,ეგ მილანის არის სამწუხაროდ :(

Di Francesco # 1
11 years ago

ეს 11 ნომერი ვინაა? მე გაბიადინი მეგონა :chuvak:

vaxo turqadze
11 years ago

ეგ პალოსკია,საპონარაც კარგია…

vaxo turqadze
11 years ago

ინსინე-იმობილე რა საკაიფოდ თამაშობენ,მაგრად უწყობენ ერთმანეთს…

Di Francesco # 1
11 years ago
Reply to  vaxo turqadze

გაბიადინიც

delpieronedved
11 years ago

თავდასხმა იყოს ასე დაცვა და ნახევარდაცვა ,,ამოქაჩავს” :chuk: რა დამავიწყებს იუვემ რომ ბარძალი იყიდა მილანის ფანების რეებს წერდნენ და რეალურად ჯორჯოს თუ არ ჯობნის არ ჩამოუვარდება

bibobibo
11 years ago

ბოლო 20 ან 25 წუთი სულ თამაშობს ეს კაციი ბილბაოში პროსტა ძალიან ცუდი ხელზღვანელობა ყავს ბილბაოს და მიტომ ზის სკამზე ტუ არა დავიჯერო ადურის არ ჯობია ეს მარა ძალიათ არ ათამაშებენ…..მოვა უკვე ზაპხულიდან და ჩადგება პორმაში მე ამის იმედი მაქვს ამასტან ერთად ან იოვეტიჩი სანჩესი და ვილა ამათგან რომელიმე მოვა..მემგონი რომ ან გაბიანის და ან იმობილეს დააბრუნებენ :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: სუარესიი კიდევ არ წამოვა ლივერპულიდან,სუარესძე ეხლა რომ ჩალიჩობენ ჯობდა აიაქში რომ იყო მაშინ ეჩალიჩად დავიჯერო ჩვენთან არ გადმოვიდოდა თან 25მდე მიცა ლივერპულმა მაშინ

Di Francesco # 1
11 years ago

დათკა
გეთანხმები რო შედარება უადგილოა მარა სხვა კუთხით…
ბენტნერი მოვიყვანეთ როგორც ევროპის ჩემპიონატზე ერთერთი საუკეთესო თავდამსხმელი ვისაც ახსოვს რაები აკეთა ჯგუფში დამეთანხმება რო მაღალი დონის ფორვარდივით თამაშობდა
ლორენტე კიდე 1 წელია უთამაშეებლია და ამ დროს მიდის ისეთ ჩემპიონატში რომელზეც მემგონი ტელევიზორშიც არ უყურებია
იუვე სი გუნდი არაა რო წაუვა თუარა თამაში ლორენტეს სულ სასტავში იყოდ და რამოდენიმე თამაში შეწირონ ამის ფორმაში შესვლას
ლორენტე პირველ ოფიციალურ თამაშს როგორც ითამაშებს ისეთ კარიერა ექნება იუვეში, თუარადა დაიმახსოვრეთ და შეგახსენებთ როცა დრო მოვა :chuvak:

vaxo turqadze
11 years ago

აუ იტალიის ახალგაზრდულის ლინკი თუ იცით მომაწოდეთ ჯიგრულად ვინმემ :italy: :italy:

Di Francesco # 1
11 years ago
Reply to  vaxo turqadze
vaxo turqadze
11 years ago

გაიხარე,ჯიგარი ხარ,შEნი იმედი მქონდა ზუსტად :davliot: :davliot: :italy: :italy: :italy:

Di Francesco # 1
11 years ago
Reply to  vaxo turqadze

:italy:

Di Francesco # 1
11 years ago

arseni
ბენტნერს არ მიცეს? ბენტნერს რა დროც მიეცა ფორმაში შესასვლელად იმ დროში კვალიარელა ბომბარდირი გახდ :chuvak:

delpieronedved
11 years ago

+1 ბენდტნერი ნაგავია საერთოდ მე რომ ვთამაშობდე აფსაიტში მაინც არ მოვხვდები და ბუჩქი არავის ვეგონები :lool:

arseni
11 years ago

რამოდენიმე თამშში იყო ძირითადში და მერე მალევე დაშავდა / მაშინ კვალიარელას რატომ აღარ აკარებს კონტე მოედანს ????

arseni
11 years ago

ბენდტნერს და ანელკას რაც შეეხებათ მათ არ მისცემიათ თავის გამოჩენის ჯეროვანი შესაძლებლობა და მათი კრიტიკა უადგილოა /

arseni
11 years ago

ლორენტეს იმედი მას მერე მექნება რაც ეს გარეწარი და კრიმინალი ბილბაოს ბოსები და ფანები მშვიდობიოანად გაუშვებენ იქიდან/ ჯერ რეები უქნეს უკვე / სათამაშო პრაქტიკა საერთოდ არა აქვს / მაგ გარეწრებმა ხავი მარტინესში საოცარი რაოდენობის ფული მიიღეს – 40 მილიონი ევრო – იმდენი რომ მაგათ მოდგმას არ უნახია და ეგ კაცი მოღალატედ გამოაცხადეს…

delpieronedved
11 years ago
Reply to  Dutch

გეთანხმები 100% ძალიან ძლიერი ფორვარდია უბრალოდ ცუდია რომ არ თამაშობს წელს მთელი სეზონი არ ათამაშა ბიელსამ და შედეგიც სახეზეა

lasha naxucrishvili
11 years ago

აუ როდის დაიწყება ქვეყნის ჩემპიონატები
სანაკრებო შესარჩევებს ვერ ვიტან :down: :down: :down:

delpieronedved
11 years ago

ვერც მე :yeah:

neko_neko.
11 years ago

მგონია მაგრად რო ამისგან კონტე ტრეზეგე 2 ს გამოთლის.

დააკვირდით ტარანია . თავზე მაგრად თამაშობს გოლის ალღო აქ ძალიან მაგარი საჯარიმოს ფორვარდობას მაგრად ითავსებს და პლიუს საჯარიმოში დარჭობილი არაა მარტო ტექნიკა უკეთესი აქ ვიდრე ტრეზეგეს ქონდა იმას უბრალოდ სასწაული გოლის ალღო ქონდა ვნახოთ მე მჯერა სხვისია რ ვიცი და ხალხი რო ანელკა ბენტნერს იძახის ეგ ორი კონკურენციის ასაწევად მოიყვანეს და არა რაიმე ღირებული მიზნისთვის თან ისე რო რეალრად არაფერი დაუკარგია იუვენტუსს მაგ ორის მოყვანით და ნუღარ არის ამაზე საუბარი არ დაიღალეთ მაინც? :chuvak:

Samtrediel90
11 years ago

მე არ მჯერა ამისი და თქვენი არ ვიცი,ჩემი აზრით ბენტნერი და ანელკა 2-იქნება ეს
ამაზე მეტად გაბიადინი რო მოიყვანონ იმის იმედი უფრო მექნება

d a v i d
11 years ago

მაგრად მეიმედება ამ ბიჭის :love:

სამი თავდამსხმელით თუ გადავა კონტე ამის მოსვლის შემდგომ კარგი იქნებოდა!
ვთქვათ ასე:

———-სანჩესი———ლორენტე————ჯოვინკო———-

ან სანჩესის მაგივრად სხვა :forza:

lasha naxucrishvili
11 years ago

იუვენტუს რო შეუთანხმდა მაგიტო ალპობენ ზამენაზე არადა როგორ მახსოვს ბილბაოს ეს ათრევდა ხოლმე. ძაან ცუდი ხელმძღვანელობა ყავს ბილბაოს კულტურულად რომ ვთქვათ.

dato_juventino
11 years ago

უფასოდ მშვენიერია და მგონია იუვეს მოერგება მაგარად წარმატებები ნანდო :forza:

chabukaa1
11 years ago

წარმატებები ნანდო აბა შენ იცი ბევრი გოლი ბევრი :juvee: :juvee: :forza:

MAXSIMUS
11 years ago

ჯიგარ! :kenwvla: :juventus:

| Newsphere by AF themes.
42
0
Would love your thoughts, please comment.x