ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლორენტე – წინ გამარჯვებისკენ !

სამი თვის შემდეგ თავისუფლად შეგვეძლება იმის თქმა , რომ ფერნანდო ლორენტე ბიანკონერი სრულფასოვანი წევრია . მანამდე კი მაროტას ახალ გარიგებაზე უნდა ვისაუბროთ , რომელმაც უარი განაცხადა შარშან 16 მილიონი ევროს გადახდაზე და თავისუფალი აგენტის სტატუსით გაიფორმა ესპანელი წინახაზელი . ბასკისთვის ეს წელი ძალზედ მძიმე იყო და მისი სურვილია , ახალი სეზონიდან ყველაფერი თავიდან , ახალი ფურცლიდან დაიწყოს . Tuttosport – მა ორ გვერდიანი სტატია მიუძღვნა კვირას მას და ჩვენც , ჩვენის მხრივ შემოგთავაზებთ საინტერესო ეპიზოდებს …

რა არის ყველაზე კარგი ფეხბურთელის ცხოვრებიდან ? :  ” იღბლიანები ვართ , რადგან საყვარელი საქმით ვართ დაკავებულები . ჩემს შემთხვევაში მაქსიმუმი უკვე გოლია . ცუდი კი ნათელია ალბათ ყველასათვის – როდესაც საქმე ისე არ მიდის როგორც საჭიროა ”  . ანუ ზუსტად ისეთი როგორიც მას ბილბაოში ჰქონდა . ჩხუბი , კამათი , დაძაბული ურთიერთობა ინჩასებთან , რომელთა ბანერებიც პირდაპირია : ” გაეთრიე ! ” . 

ისტორია სახელად ლორენტე და ატლეტიკი , დასასრულს მიუახლოვდა . აურზაური ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო , როდესაც მან უარი განაცხადა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ბასკებთან . 12 მარტს ფერნანდომ გამოსამშვიდობებელი საჩუქარი მიიღო – ერთ ერთი სპორტული ჯილდო : ” პირადად ჩემთვის ეს არის სიამაყის წყარო . ასეთ მნიშვნელოვან ეტაპზე ეს აღიარება , როდესაც ერთი ნაბიჯი მაშორებს მსოფლიო გრანდში გადასვლასთან , ნამდვილი მოვლენაა . უმნიშვნელოვანესი ეტაპია კარიერაში . სასიამოვნოა თანამემამულეებისგან აღიარების მოპოვება , რომლებიც არ მაკლებდნენ სიხარულის საბაბს და ყოველთვის გვერდში მედგნენ . სითბო და დადებით ატმოსფერო არასოდეს მაკლდა და სწორედ იქ შევეხე ბურთს პირველად .  სწორედ აქ აღმზარდეს . წლევანდელ წელზე კი რა უნდა ითქვას  ? ურთულესი იყო და ყველაფერმა ისე ჩაიარა , როგორც საშინელ სიზმარში . თუმცა , მსურს დავარწმუნო ყველა იმაში , რომ მაქსიმუმს ვიღებდი ” ატლეტიკისთვის ” თითოეულ მატჩში ” .

სავსებით ბუნებრივია , რომ ადამიანისთვის ეს კლუბი ძალზედ მნიშვნელოვანია . ნანდო პამპლონაში დაიბადა და სწორედ ამიტომ მოხვდა იგი რეგიონის ყველაზე ძლიერ კლუბში . პამპლონას უშუალო კავშირი გააჩნია ბასკურ მხარესთან და ” ატლეტიკთან ” კონკრეტულად . სწორედ ამიტომ პრეზიდენტ ურუტიას არ სჯეროდა , რომ ლორენტეს არ დააკმაყოფილებდა სამი მილიონი ევრო წელიწადში და სხვაგან მოისურვებდა კარიერის გაგრძელებას .

მაგრამ საქმე ფულს როდი ეხება , ნანდოს სურდა რაიმე ღირებულის მოგება კარიერაში და ტურინში ამისი რეალური შანსი ეძლევა …

” ყოველთვის მიზიდავდა იტალიური კლუბების მენტალიტეტი და შეუპოვარი სულისკვეთება , ხოლო ბიანკონერის ეს ალბათ ყველაზე ძლიერ აქვს ფესვებში გამჯდარი . ვფიქრობ , მათ რეალურად ძალუძთ ჩემპიონთა ლიგის თასის მოპოვება , რაც ასე ძალიან მსურს თავადაც . ტურინელები აქტიურად ცდილობდნენ ჩემს გაფორმებას , რამაც დამატებითი მოტივაცია გამიჩინა . უდიდესი გუნდია , სერიოზული პროგრამით და მათ მიღწევებს თუ გადავხედავთ , მომავალში არსებობს რეალური საფუძველი იმისა , რომ არა ერთ მწვერვალს მივაღწიოთ და დავიპყროთ ” .

 

წყარო : sportevai.it

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

42 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
valeri tokhadze
11 years ago

ამის იმედი არ მაქვს მგონია რომ ვერ ითამაშებს იუვეში

Di Francesco # 1
11 years ago

რუსეთის გოლი ნახეთ? :chuvak: კერჟაკოვმა თავისებურად დააკერჟაკოვა მერე ერთი სამჯერ კიდე დაარტეს და ძლივე შეაგდეს
არა ეს ბრაზილია სერიოზული გუნდია, ხალხს რო ჯერა რო მსოფლიოს მოიგებენ :lool: ეს გუნდი ძველ ბრაზილიასთან შედარებით ფარერებია

lasha naxucrishvili
11 years ago

არანაკლებად ეთამაშა რუსეთმა ბრაზილიას გოლი მართლა ძლივს შეაგდეს :lool: ისე ამხანაგურ მატჩს სულ არ გავდა კაი თამაში იყო :chuvak:

| Newsphere by AF themes.
42
0
Would love your thoughts, please comment.x