ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტესთან ახალი კონტრაქტის გაფორმება იგეგმება

აპენინური მედიის ინფორმაციით , ბიანკონერის ხელმძღვანელობამ აქტიურად დაიწყო მუშაობა ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად ანტონიო კონტესთვის . მოქმედი ხელშეკრულება ძალაში 2015 წლამდე იქნება . აქვე უნდა აღინიშნოს , რომ თავდაპირველი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ , ხელმძღვანელობამ მალევე გადახედე პირობებს და ანტონიო სერია ა-ს სპეციალისტებს შორის ანაზღაურების მიხედვით პირველ ადგილზე გაიყვანა , დაუნიშნა რა სამი მილიონი ევრო წელიწადში . წარმატებული სვლა გრძელდება და ” იუვენტუსის ” თავკაცის მიმართ ინტერესი უკვე სერიოზულ სახეს იღებს სხვადასხვა კლუბებისგან , ამიტომაც ანიელის და კომპანიას სურთ 20 მილიონ ევროდ დააზღვიონ მისი ახალი კონტრაქტი – დაზღვევა სხვათაშორის სპეციალისტების საკითხში პირველი შემთხვევა არ არის . მოურინიო ინტერში 10 მილიონად იყო თავის დროზე დაზღვეული , მაგრამ მადრიდში გადასვლისას ნერიაძურის არ მოუთხოვია ესპანელთაგან არანაირი კომპენსაცია და აი ვილაშ ბოაშის შემთხვევაში არისტოკრატებმა 15 მილიონი ევრო გადაუხადეს ” პორტოს ” . კულუარებში არსებული ინფორმაციით ახალ ხელშეკრულებას ძალა 2017 წლამდე ექნება , ხოლო ანტონიო წელიწადში 5 მილიონ ევროს მიიღებს , მაგრამ ახალგაზრდა სპეციალისტს ძალზედ ედიდება 20 მილიონიანი პუნტქი და ამიტომ ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მომავალშიც გაგრძელდება .

წყარო : Sportmediaset

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
valeri tokhadze
11 years ago

კონტე მინიმუმ 2020მდე :forza:

Giorgi kasrashvili
11 years ago

bero-juve10

10 უნდა მეწეროს მანდ ძმა…
9 თასი გვაქვს მოგებული და მე-10 თასის მოგების შემთხვევაში სამუდამო ვარსკვლავი გაჩნდება იუვეს ფორმაზე, ვერცხლისფერი ვარსკვლავი, რომელიც აღმნიშვნელი იქნება იმისა რომ 10 თასი გვაქვს მოგებული

juveboy-leo
11 years ago

konte mashin wavides roca yvela tituli mogebuli eqneba juveshi

JuventinoToko
11 years ago

აუ ამას მოტეხვა უნდა იუვედან როგორც ვატყობ :))) ალექსას მოსვლამდე არსად წახვიდე და მერე რაც გინდა ის ქენი ;)

Giorgi kasrashvili
11 years ago

რა გედიდება კონტე?
დარჩი ჩვენთან ისევე, როგორც არსენ ვენგერი და ფერგიუსონია თავიანთ კლუბებში!!!

მოიგე კიდევ 3 სკუდეტო, 2 ლიგა, ნანატრი მე-100 იტალიის თასი…
და წადი მერე… ანუ 5-7წელი აქ იყავი მინიმუმ, თუ დარჩენა არ გინდა წლების მანძილზე

mishka berianidze
11 years ago

ქასრა 100 იტალიის თასი მემგონი ცოტა მეტია ეს ხუმრობით თორემ მართლა მინდა რომ კონტე იუვეს ლეგენდებს შეუერთდეს როგორებიც იყვნენ კარლო კარკანო, ჯოვანი ტრაპატონი და მარჩელო ლიპი
კიდევ 7-8 სეზონი რომ დარჩეს კარგ ტიტულებს მოუყრის თავს.

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x