ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორი ( სუარესი, მარონე, მარტინესი, ვიდალი )

ლუკა მარონე ტურინის ” იუვენუსში ” არც ისე ხშირად გამოდის მოედანზე, მაგრამ მან მაინც მიიქცია ერთდროულად რამოდენიმე იტალიური კლუბის ყურადღება. კონტემ მას სრული ნდობა გამოუცხადა, მაგრამ იტალიელს მცველს/ნახევარმცველს სურს, რომ უფრო მეტი სათამაშო დრო მიეცეს, რომელიც ” ბებერ ქალბატონში ” ნამდვილად არ აქვს. ამიტომ სრულიად შესაძლებელია, რომ სატრანფერო ფანჯრის დროს მან დატოვოს ტურინი. ისეთი გუნდები , როგორიცაა ” სამპდორია”, ” პარმა ” და  ” ფიორენტინა ” მზად არიან არენდით აიყვანონ ლუკა, უფრო მეტიც მათ მისი ნახევარი იჯარის შესყიდვის სურვილი აქვთ. ბეპე მაროტა და კომპანია აქტიურად განიხილავენ მათ წინადადებებს,  ” იუვეს ” აღზრდილი შეიძლება ძაძას , იოვეტიჩის ანაც ბელფოდილის ტრანსფერის ნაწილი გახდეს…

როგორც მედია იტყობინება ” იუვენტუსი ” და ” მილანი ” მზად არიან  ” პორტოს ” კოლუმბიელი თავდამსხმელი ჯექსონ მარტინესი გადაიბირონ, მათ ამის გაკეთება მიმდინარე საზაფხულო სატრანსფერო ბაზრის დროს სურთ. ადრე იწერებოდა ჭორები, რომ ” ბარსელონა ” და ” ატლეტიკო ” ცდილობდნენ მის გადაყვანას. ” ბლაუგრანა ” მზად იყო ჯექსონში 15 მლნ გადაეხადა. ამ სეზონში მარტინესმა 23 თამაში 22 გოლის გატანა გაახერხა.

სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე დაახლოებით 3 თვე რჩება, ლუის სუარესი შეიძლება ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერის მონაწილე გახდეს, მაგრამ ჯერ კიდევ ბოლომდე ცნობილი არ არის თუ რომელ კლუბში გადავა ურუგვაელი. თავად ლუისმა არც ისე დიდიხნის წინ განაცხადა, რომ  ” ლივერპულში ” თავს კარგად გრძნობს. არც წითლებს ეთაკილებათ ლიდერის გაყიდვა. ბერნარდ როჯერსის გუნდს დიდი შანსი აქვს ევროთასების, რომელიმე გათამაშებაში მიიღოს მონაწილეობა, სადაც ლუის სუარესის ტალანტი აუცილებლად გამოსადეგი იქნება. ამ ყველაფრის მიუხედავად ამ კვრიაში პრესამ ბევრჯერ დაწერა, რომ ურუგვაელი ტალანტი დატოვებს ინგლისს, კერძოდ  ” ლივერპულს ” .

ურუგვაელის რბოლაში რამოდენიმე კლუბი იღებს მონაწილეობას. კვირის ბოლოს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ” იუვენტუსი ” სუას გადმოყვანას ყველანაირად შეეცდება. მედიის ცნობით ტურინული გიგანტი მზად არის გაუშვას ვიდალი ” ბაიერნში ”  რათა  “ლივერპულის ” 7 ნომერი ტურინში ჩამოიყვანონ, მაგრამ ამისთვის მინიმუმ 40 მლნ ფუნტი სტერლინგის შეგროვება იქნება საჭირო. ერთის მხრივ დღევანდელ დღეს ლუისის წაყვანის ფავორიტად აწ უკვე ნახსენები  მიუჰენის ” ბაიერნი ” ითვლება. ლუის სუარესის აგენტი სახელად პერე, გერმანული კლუბის მომავალი მწვრთნელის, ჟოზეპ გვარდიოლას ძმაა, როგორც ინგლისში იტყობინებიან ეს გადამწყვეტ როლს ითამაშებს.

 

 

წყარო :  Football Italia, Daily Mail, Tuttojuve

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

21 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
valeri tokhadze
11 years ago

ვიდალის გაშვება არავის ფასად არ მიღირს

11 years ago

გეთანხმებით ძმებო მირჩევნია ამ თავდასხმით ვითამაშოთ ვიდრე სუარესიტ და ვიდალის გარეშე პირლოც უკვე გვიბერდება გაგვიჭირდება ყველაზე მაგრად აწყობილ ნახევარდაცვაში

gag100
11 years ago
Reply to 

პირლოს პოგბა შეცვლის თან ძან კარგად..და ვიდალის გაშვება არ შეიძლება ნამდვილად

chabukaa1
11 years ago

ვიდალი არ წავა შანსი არააა და სუარესი ბავარიაში მოხევს ვიდალი იუვეს ლეგენდა უნდა გახდეს და მანაც ტქვა კონტრაქტის ამოწურვამდე ვრჩებიო და მერე რაიქნება არვიციო ამიტო ეს ტრანსფერი არ მოხდება იბრას იმედი მაქვს შეილება დათანხმდეს პატარა ხელფას და თან კონტეს ზალიან უნდა იბრას დათრევა იბრა ლორენტე ჯოვეტიჩ ჯოვინკო :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee:

dato_juventino
11 years ago

მირჩევნია ისვ წინა ხაზში იყოს პრობლემა ვიდრე ვიდალი შეწიროს სუარეს მოყვანას ან რომელიმე ტოპ ფორვარდს ამნაირი სულით მებრძოლი ფეხბურთელი ბევრი არა დღევანდელ ფეხბურთში, დიდი შეცდომა იქნება არტუროს დაკარგვა :cry:

Nodari gogaladze
11 years ago
Reply to  dato_juventino

:up: :up: არ წავა მგონი, ფორზა ვიდალ

Giorgi kasrashvili
11 years ago

1juve

ხო მაგრამ, ძაძა ტალანტია და რაიქნება მისგან არ ვიცით
აი მარონე კი შემდგარი ფეხბურთელია
უბრალოდ რომ არა მარკიზიო-ვიდალი ძირითადი იქნებოდა იუვესი

Di Francesco # 1
11 years ago

კი ძაან მაგრად თამაშობს, შეიძლება ყველა თამაშში ვერ გაიბრწყინოს მარა შეცდომას მაინც არ დაუშვებს
ნაკრებშიც ეტყობა რო ერთი თავით მაღლა დგას განვითარების მხრივ, ასაკითაც დიდია ყველ;აზე და დადის კაცივით :lool:

Giorgi kasrashvili
11 years ago

ან მარონე როგორ უნდა გაუშვა ტოო. ამათ აღაჟღაჟებთ?

მიდით ვიდალი-პოგბა-მარონე გაუშვით და პადოინი დაიტოვეთ ძაძა და კასტალდელო მოძებნეთ კიდე იქნება სადმე!!!

ფუიიიიიიიიიიი

მარონე იმენა მაგარი ზამენაა დაცვის ტრიოსი

Di Francesco # 1
11 years ago

არუნდა მერე ზამენობა :chuvak:

Giorgi kasrashvili
11 years ago

აბა მაგი ეხლა დაცვისა და ნახევარდაცვის ტრიოს ვერ დაშლისდა…

მაშინ გაუშვან აენდით პარმაში და ის ახალგაზრდა ფორვარდი მოვიყვანოთ პარმასი, ანაც პოლის ტრანსფერში ჩართონ

რაის ძაძაო :lool: :lool: :lool:

Di Francesco # 1
11 years ago

ხოო მარონეს უნდა თვითონ ალბათ წასლვა თუარა კონტე რატო გაუშვებს
მეც მინდა რო წავიდეს გუნდს დააკლდება მარა მისი კარიერისთვის ჯობია, მემგონი მაგი არსად არაა ხო ნამყოფი როგორც მარკიზიო და სება თავის დროზე?
ზაზა მაგარია სერია ბ_ს ბომბარდირია თითქმის ორჯერ მეტი შეაგდო ვიდრე ბოაიკემ, ჯერ არ უნდა იყიდონ ან იყიდონ და არენდითსერია აში გაუშვან და იქაც თუ რამე ქნა მერე მოიყვანონ

juveboy-leo
11 years ago

1 aprilidan evropashi saati iweva anu samshabats 2 aprils matchi bavaria vs juve 22:45 ze daiwyeba

juveboy-leo
11 years ago

NEXT 5 MATCH FOR J U V E
Internazionale 18 : 00 Juventus [0-0]
Bayern München 22 : 45 Juventus [1-1]
Juventus 20 : 00 Pescara [2-0]
Juventus 22 : 45 Bayern München [2-1]
Lazio 22 : 45 Juventus [0-1]

Giorgi kasrashvili
11 years ago

ვიდალს ხელი არ დაადოთ აეეეეეეეე!!!

ჯექსონ მარტინესი გადმოვიყვანოთ და ეგ ბიჭი აგუერო და ფალკაო გახდება!!!
მაგად მევასება, ყუმბარისებული დარტყმა აქვს და საოცარი საგოლე ალღო!!! :forza:

Di Francesco # 1
11 years ago

ინტერთან სება – კვალი იქნებაო და ანუ რასნიშნავს ბავარიასთან თამაშის წინ, მირკოს ასვენებს თუ კვალის ამზადებს?

Di Francesco # 1
11 years ago

იოზილი ხელფასის გაზრდას ითხოვსო :lool:
იუვეში დელპიეროს და ბუფონს შეუმცირეს ხო ხელფასი? ეს განსხვავებაა იუვეს და ვითომ “გრანდებს” შორის

Di Francesco # 1
11 years ago

juve ntino
ანელკა თავს ანებებს თამაშს, ბენტნერს როგორ გაყიდიან როცა ჩვენ არენდით გვუავს?
კვალის და მატრის 15 წლამდე აქ კონტრაქტი და თუ თვითონ არ მოინდომეს ვერავინ ვერ გააგდებს
1 კაცის სანაცვლოდ აწყობილი შეტევის დაშლა მაგარი უაზრობაა კაიდა ტრამვა მიიღო სუარესმა მერე?

marchisio 8
11 years ago

ვიდალი არ გაუშვათ თქვენი……….ვიდალი ჩვენ გვინდა მართალია სუაც კაია მარა …….მაგას სჯობს:::::: მატრი – 5მილიონი,ქუაგირელა – 8მილიონი,ვუცინიცი – 5მილიონი,ანელკა – 5მილიონი და ბენტნერი 3მილიონად გაყიდონ აქედან მაქსიმუმ ერთ 25 მილიონს აიხებენ და დაუმატონ და იყიდონ ჩიჩარიტო,სუა სანჩესი რათ გვინდა ვიდალის გაყიდვა სულ გვერდში გვიდგას მთელი თამაშების მანძილზე მითუმეტეს რო გადასვლა არ უნდა მას თვითონნ :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee:

gvasa
11 years ago

არ გვინდა არავინ არც მესი და არც რონალდო ვიდალის სანაცვლოდ. მიმაჩნია რომ უდიდესი სისულელე იქნება თუ იუვენტუსი ბარძალის, ბონუჩის, კიელინის, ლიხშტაინერს, პირლოს, ბუფონს, ვიდალს, მარკიზიოს და პოგბას შორის რომელიმეს გაუშვებს.
სათადარიგოდან: სტორარის, ჯაკერინის, პადიონის გაშვებაც ძაან დიდი შეცდომა იქნება. << ეს ფეხბურთელები ხელშეუხებლები უნდა იყვნენ.

| Newsphere by AF themes.
21
0
Would love your thoughts, please comment.x