ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კუალიარელა : ” დარწმუნებული ვარ საკუთარ ძალებში ”

სეზონის ერთ ერთი ყველაზე გამორჩეული მომენტების ავტორს , არცთუ ისე ხშირად ეძლევა მოედანზე გამოსვლის საშუალება , თუმცა ეს ყოველივე მის საბრძოლო სულისკვეთებაზე ოდნადავაც არ მოქმედებს . ფაბიოს განსაკუთრებულად ” ჩელსის ” კარში გატანილი ბურთი ახსოვს : ” ტელევიზორის საშუალებით ვადევნებდი თვალს ამ გათამაშებას და დიდი სურვილი მქონდა , თავადაც მომესინჯა ძალები . ოცნების ასრულება წელს მოვახერხე და ჯერჯერობით უნდა ითქვას , რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს . ლონდონელთა კარში გატანილი ბურთი ? გამოსვლისთანავე , აქტიურად ჩავერთე შეხვედრაში და მოვახერხე კიევაც თავის გამოჩენა . არასოდეს დამავიწყდება სადებიუტო მატჩი ევროპაში . ეს ბურთი გამორჩეულ ადგილს იკავებს ჩემს გულში . ვფიქრობ , სწორედ ეს იყო გადამწყვეტი შეხვედრა , რადგან მან გვარწმუნა საკუთარ ძალებში . წარმოიდგინეთ თან , რომ ჩვენს წინააღმდეგ პირველივე დაპირისპირებაში წარსდგებოდა კლუბი , რომელიც მოქმედი გამარჯვებული იყო . მიუხედავად იმისა , რომ პირველებმა გავუშვით ორი ბურთი , საკუთარ თავში არ დაგვიკარგავს რწმენა ” . 

ურთიერთობა ანტონიო კონტესთან : ” მწვრთნელი ხშირად ვარირებს ფორვარდებით , ჩვენ გვესმის მისი მუშაობის სტილი . გამომდინარე იმ მეტოქიდან , რომელსაც ვხვდებით , ანტონიო პერსონალურ გადაწყვეტილებებს იღებს . მშვიდად ვართ , რადგან როგორც უკვე გითხარით ვიცით მისი მუშაობის მანერა . რაც შემეხება მე , საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ . როდესაც მოედანზე რთული დაპირისპირების დროს შედიხარ , აცილების მომენტი 70 % – ია . ხშირად გამომდის პროდუქტიული თამაში , რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს ” .

 

წყარო : Calcionews24

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
11 years ago

მაგარია კვალი არ გაყიდონ გამოგვადგება თან ზანენაზე ყოფნის პრობლემა არ აქვს. გვჭირდება

lasha naxucrishvili
11 years ago

რატო არ ენდობა კონტე ?! :mad:

valeri oqropilashvili
11 years ago

აუ ამასავით ამ წუთას ფორვარდი არ მევასება მაგარი ჟირკიანი იგროკია და თუ ფორმაშია ყველაფერი გამოსდის

Di Francesco # 1
11 years ago

ეს პრანდელი რას გადაეკიდა ელ შაარავის სება უნდა ყოფილიყო
კვალიარელა კიდე ჯილარდინოს არ ჯობია?
კვალიარელა რო შესულიყო გუშინ შეცვლაზე ირბენდა მაინც და მეტოქის საჯრიმოდან ბუფონს არ დაუბრუნებდა ბურთს
ეს მონტოლივო კიდე ზედმეტს იღებს თავის თავზე, მილანელებს თავში აუვარდათ და უახლოეს მომავალში საკადრის პასუხს მიიღებენ

goglikaa
11 years ago

იუვე ბავარიას ვიდალზე შეუთანხმდაო მართალიაა???

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x