გუშინდელი ვარჯიში
10 დღის შემდეგ , გუშინ პირველად შეიკრიბა ” იუვენტუსი ” ვინოვოს ბაზაზე სრული შემადგენლობით . დღის მეორე ნახევარში ნაციონალურ ნაკრებებში მოასპარეზე ფეხბურთელებმა გასახურებელი ვარჯიშები ჩაატარეს , ხოლო დანარჩენებმა ამხანაგური მატჩი ” მატოვასთან ” , რომელიც ლიგა პრო – ში ასპარეზობს მეორე დივიზიონში . შეხვედრა ბიანკონერის გამარჯვებით 1-0 დასრულდა , ბურთი ფაბიო კუალიარელას ანგარიშზეა . აქვე უნდა აღინიშნოს , რომ მეორე ნახევარში ტურინელებს მოედანზე პრიმავერას მოთამაშეები ჰყავდათ გამოყვანილი .
