ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა : ” დიდი მადლობა და კარგად ბრძანდებოდეთ ”

Tuttosport – ის ინფორმაციით , მიუხედავად იმისა , რომ ბოლო პერიოდში არტურო ვიდალის მიმართ ინტერეს არა ერთი გრანდი იჩენს , ჩილელი არაფრის დიდებით არ დატოვებს ბებერ ქალბატონს . ჯუზეპე მაროტამ ზრდილოანი უარით გაისტუმრა თითოეული მსურველი : ” დიდი მადლობა დაინტერესებისთვის , მაგრამ ბიანკონერი იმ კლუბების კატეგორიაში არ შედის , რომელიც დაკავებულია წამყვანი მოთამაშეების გასხვისებით “ . ისევე როგორც შარშანდელ სეზონში , მაროტამ წელსაც უსაქმოდ დატოვა მთელი რიგი კლუბები , რომლებიც ვიდალს უმიზნდებდნენ . უმთავრესად კი ” ბაიერნი ” , რომელიც მზად იყო 60 მილიონი ევრო გადაეხადა მარკიზიოში და ჩილელში ერთბაშად .

კლუბი თავის დაზღვევის მიზნით მაინც დგამს გარკვეულ ნაბიჯებს და ახალ კონტრაქტს ამზადებს ვიდალისთვის . იგივე სიტუაცია სუფევს კლაუდიო მარკიზიოს თაობაზეც , რომლის მიმართ უკვე მერამდენე წელია ალექს ფერგიუსონია დაინტერესებული . მაროტამ და კომპანიამ სულ ცოტახნის წინ კიდევ ერთ უარყვეს ინგლისელთა წინადადება . ჩილელთან დაკავშირებით პრინციპში ყველაფერი გარკვეულია , იგი კლუბის წამყვან მოთამაშედ განიხილება და შანსი იმისა , რომ მაინც დატოვოს კლუბი მიზერულზე მიზერულია . იტალიელი ჟურნალისტები ბონეტო და ვიჩიაგო კი მიიჩნევენ რომ : ” ვიდალი არ არის გასაყიდ ფეხბურთელთა რიცხვში “ .

ახალი კონტრაქტი მზადდება პოლ პოგბასთვისაც , რომლის მიმდინარე ხელშეკრულებას მართალია ძალა 2016 წელს გასდის , თუმცა მინო რაიოლასთან , ფრანგის აგენტთან შეხვედრა უკვე ამ ეტაპზე დაიგეგმა .

შედეგად ნათელია რომ მარკიზიო , ვიდალი და პოგბა კიდევ არა ერთი წელი იასპარეზებენ ბებერ ქალბატონში .

 

წყარო : Tuttojuve.com

6 thoughts on “მაროტა : ” დიდი მადლობა და კარგად ბრძანდებოდეთ ”

  1. ეგ გავიგეთ მაგრამ სამომავლო ტრანსფერებს რა ვუყოთ საინტერესოა კიდევ უნიათოდ განიავებას აპირებს ამ სატრანსფერო ფანჯრისაც? :chuvak:

  2. მოუნდა ბაიერნს იუვეს ნახევარდაცვა.ეგრე სად არის თაყაო შენ რომ მამული გაყაო. უფრო მაგრები თუ არიან ჰყავდეთ თავიანთი შვაინშტაიგერაბი და კროსები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.