ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ციებ ცხელება

” იუვენტუსი ” და ” უდინეზე ” თანაბრად ფლობენ კვადვო ასამოას და მაურისიო ისლას კონტრაქტებს . თავის მხრივ ბიანკონერის , რომელმაც გასულ ზაფხულს გადაიყვანა ორივე მოთამაშე ტურინში , სურს დაიტოვოს აფრიკელიც და ჩილელიც . ასამოას შემთხვევაში საქმე სრულ გამოსყიდვას ეხება . აფრიკელმა კარგად წარმოაჩინა თავი და მაროტა მზადაა 9 მილიონი ევრო გადაიხადოს ნახევარმცველში და მეორე 50 % იც გამოისყიდოს . ფრიულეს ბინადრები არ არიან წინააღმდეგნი მისი გაყიდვის , რადგან სურთ ზაფხულში მოაგროვონ გარკვეული თანხა ლიდერების გაყიდვით , რათა ახალი კონკურენტუნარიანი შემადგენლობა შექმნან . რაც შეეხება მაურისიო ისლას , რომელიც არცთუ ისე ხშირად ჩნდება მოედანზე , კონტეს მაინც სწამს მისი და აპირებს არენდის გახანგრძლივებაზე დაილაპარაკოს ” უდინეზესთან ” . აქვე ვრცელდება ინფორმაცია კუალიარელას თაობაზე , რომელიც ისლას სიტუაციაში და იშვიათად ჩნდება მოედანზე , მაგრამ შვიდი ბურთის გატანა მაინც მოასწრო შავ თეთრი მაისურით . მისით ტოტენჰემი და ინტერი ინტერესდება , მაგრამ აპენინური პრესის ინფორმაციით , მათ სერიოზულ წინააღმდეგობას გელზენკირხენის ” შალკე 04 ” გაუწევს .

წყარო : TuttoMercatoWeb.com

8 thoughts on “სატრანსფერო ციებ ცხელება

  1. კუალი გასაშვებია უეჭველი რა მატრიც ბენტნერი ანელკაზე არაფერს ვამბობ, ისლაც გასაშვებია მარა გაჭირვებაში გამოადგება გუნდს ეს 50 50ზეა:)

    1. ისლა გვჭირდება და კვალია უეჭველი გასაშვები? :lool:
      კვალის მეათედი თუ მაინც აქ იუვეში გაკეთებული?
      კვალის თვითონ თუ უნდა წავიდეს პრობლემა არაა, კაი ფეხბურთელია და შეიძლება არ შეეგუოს სკამს, მარა მე როგორც ვიცი არანაირი პრობლამე არააქ სკამზე ჯდომის და კონტრაქტის ბოლომდე რჩება აუნუ 2015 წლამდე

  2. ისე ეს ასამოა რა ჯიჯგვია და პახოდუ სწრააფიცაა,ისლა ასკარაა ვერ მოერგო იუვეს,მაგრამ კარგს იზამენ კიდე არენდიტ თუ დაიტოვებენ,იქნებ შეეჩვიოს გარემოს და ატამაშდეს

  3. კუალისთვის ყველაზე კაი ვარიანტი ფიორენტინაა რადგან სავარაუდოდ იოიო დატოვებს გუნდს!!! წადი ფაბიო ფიორეში და შემდგომ ნაკრებსაც გამოადგები… :juvee:

    ისლას რაც შეეხება არაა გამოსასყიდი და არც არენდით უნდა გაუხანგრძლივონ:

    1)პეპე ბრუნდება 2) პადინი 3) კასერესიც და დროა უკვე დუბლშემადგენლობიდან ხოლმე დააწინაუროს კონტემ ფეხბურთელები მაგალიტად თუ გინდათ ამ ისლაც თუნდაც პადოინის მაგივრად!!!

  4. ინტერში წავიდეს მართალია ინტერი გულზე არ გვეხატება მარა ლაციოს და უდინეს მეოთხე ადგილს ინტერის 4 ადგილი არ გირჩევნიათ? ან არადა შალკე კაი ვარიანტია :forza:

  5. აუ რა სილა :/
    ასამოას ტრანსფერიც რო ეგრე დატოვონ როგორც ეხლა არის უკეთესი იქნება. იქნებ ვეღარ ათამაშდეს მაღალ დონეზე და ფულსაც გადაყრიან :yes:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.