აბრამოვიჩი კონტეს წელიწადში 6,5 მილიონს სთავაზობს
“ჩელსის” მფლობელი, რუსი რომან აბრამოვიჩი “ჩელსიში” ანტონიო კონტეს იწვევს და მას 3 წლიან კონტრაქტს სთავაზობს, ხელფასის სახით კი 6,5 მილიონს წელიწდაში, თუ გუნდი რაიმე ტიტულს მოიგებს დაემატება ბონუსებიც. რომან აბრამოვიჩმა უკვე არაერთი მწვრთნელი გაათავისუფლა და ცდილობს თავისი გუნდისთვის საუკეთესო ვარიანტი იშოვოს, საუკეთესო ვარიანტებად ანტონიო კონტე და ჟოზე მოურინიო განიხილებიან. “ჩელსის” ახლანდელი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესია, წინა მწვრთნელი 2012 წელს რობერტო დი მატეო იყო, რომელმაც გუნდს “ჩემპიონთა ლიგა” მოაგებინა. კონტეს “იუვენტუსთან” ხელშეკრულება 2015 წელს უმთავრდება.
წყარო : Football.Ua
king_arturo
ვერ დაგეთანხმები იმიტომ რომ მანჩესტერი სწორედ ფერგიუსონის ხელში ჩამოყალიბდა ისეთ გუნდად რომ შეუძლია ფინანსურად იყოს ძალიან ძლიერი. ეხლა იუვენტუსი რომ შევადაროთ იუვეს ისედაც უფრო დიდი სახელი აქვს ვიდრე ფერგის მოსვლამდე ქონდა მანიუს, შესაბამისად სწორი მუშაობით იუვეც ერთ-ერთი ფინანსურად ძლიერი გუნდი გახდება სულ მალე. აქ ხომ საუბარია სპონსორებზე, ტრანსფერებიდან მიღებულ თანხებზე, სატელევიზიო ლიცენზიებზე, იუვეს მაღაზიებიდან შემოსულ თანხებზე და სტადიონის შემოსავალზე. ესე თუ გააგრძელებს გუნდი მაგალითად დღეს თუ იხდიან 1 რაღაც ერთეულს სპონსორები, მომავალ წელს 2 ის და 3 ის გადახდა მოუწევთ. ასე რომ ვფიქრობ კონტეს აქვს იმის პოტენციალი და შანსი რომ გახდეს ახალ ფერგიუსონად.
ამან ხომ გაგვიხურა რა საქმე 0-ი რო აქ შანსი ვერ ხვდება
კონტე ჩემი აზრით ვერ გახდება იუვეს ახალი ფერგიუსონი იმ უბრალო მიზეზით რომ რასაც მანჩესტერი მთელი 26 წლის განმავლობაში სერ ალექს სთავაზობდა იმას იუვე ვერ შესთვაზებს კონტეს ფინანსური კუთხით, ხოლო დღეს ისევე როგორც ყველგან ფეხბურთშიც უმთავრესი ფულია. დარწმუნებული ვარ კონტე კიდევ 1-2 სეზონი დარჩება და შემდეგ რომელიმე აბრამოვიჩისნაირი გიგანტი დაითრევს !!!
კონტე სულით და გულით იუვენტინოა ხო თამაშობდა და ახლა მწვრთნელია, არაერთხელ უთქვამს რომ ფული არაფერია მისთვის
კონტე რას თავაზობს ისიც დაწერეთ…
კონტემ იდი ნაქუქუიო
