ზაფხულში დიამანტი გადმოვა?
La Gazzetta Dello Sport მიიჩნევს, რომ ზაფხულში “იუვენტუსს” “ბოლონიას” შემტევი ნახევარმცველი ალესანდრო დიამანტი დაემატება. რამდენიმე დღის წინ ჭორები იყო იმის შესახებ, რომ დიამანტის ყიდვა “ინტერს” უნდოდა, მაგრამ მალევე უარყო ეს ყველაფერი “ნეაძურის” ხელმძღვანელობამ, ახლა კი ასეთივე ჭორი La Gazzetta Dello Sport-ის საშუალებით “იუვენტუსზეც” ვრცელდება. დიამანტი თამაშობს ნახევარდაცვის შემტევად, ცენტრალურ ნახევარმცველად და ფლანგებად, ასევე მას შეუძლია თავდასხმის ხაზშიც თამაში, როგორც ჩანს ამით ბეპე მაროტა აღფრთოვანდა და La Gazzetta Dello Sport მიიჩნევს, რომ “ბოლონიას” ზაფხულში ოფიციალური წინადადება მიუვა.
წყარო : La Gazzetta Dello Sport
უი რამხელა ყოფილა, მე ეს პატარა ბიჯი მეგონა. გაა….ი მაროტა რა. პოლი მოიყვანეე
კარგია მაგრამ ხნისააა
ეს კარგი იქნება გადმოვიდეს… კაი ხანია ვაკვირდები და მომწონს… ჯაკეს ბევრად ჯობს
ეკვადორელ სევალოსს რატო არ აძლევენ შანსს ?
ეს სკამის კაცია ზოგჯერ ალბათ სასტავშიც იქნება, ჯაკერინის პელუზოს და პადოინის ლოგიკური გაგრძელებაა, მე მიყვარს ასეთი მოთამაშეები
ისლა და პადოინის მაგივრად ეს და პოლი ან პოლი და ჩერჩი მოვიდეს კაი ვარიანტი არაა? მე მივესალმები მაგალითად
აუ ჩერჩიი

არ გვინდა ეს
რატო ? საკაიფოდ თამაშობსა
კი მაგრამ დიდი არაფერი თან ისეთ ასაკშია მალე ამის ნახევარსაც ვერ მოახერხებს ვინმე ახალგაზრდა გვინდა რომელიც ნელ ნელა მოუმატებს უფრო და არა პირიქით მოუკლებს ბებრები ისედაც ბლომად გვყავს