ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ზაფხულში დიამანტი გადმოვა?

La Gazzetta Dello Sport მიიჩნევს, რომ ზაფხულში “იუვენტუსს” “ბოლონიას” შემტევი ნახევარმცველი ალესანდრო დიამანტი დაემატება. რამდენიმე დღის წინ ჭორები იყო იმის შესახებ, რომ დიამანტის ყიდვა “ინტერს” უნდოდა, მაგრამ მალევე უარყო ეს ყველაფერი “ნეაძურის” ხელმძღვანელობამ, ახლა კი ასეთივე ჭორი La Gazzetta Dello Sport-ის საშუალებით “იუვენტუსზეც” ვრცელდება. დიამანტი თამაშობს ნახევარდაცვის შემტევად, ცენტრალურ ნახევარმცველად და ფლანგებად, ასევე მას შეუძლია თავდასხმის ხაზშიც თამაში, როგორც ჩანს ამით ბეპე მაროტა აღფრთოვანდა და La Gazzetta Dello Sport მიიჩნევს, რომ “ბოლონიას” ზაფხულში ოფიციალური წინადადება მიუვა.

წყარო : La Gazzetta Dello Sport

10 thoughts on “ზაფხულში დიამანტი გადმოვა?

  1. ეს სკამის კაცია ზოგჯერ ალბათ სასტავშიც იქნება, ჯაკერინის პელუზოს და პადოინის ლოგიკური გაგრძელებაა, მე მიყვარს ასეთი მოთამაშეები

  2. ისლა და პადოინის მაგივრად ეს და პოლი ან პოლი და ჩერჩი მოვიდეს კაი ვარიანტი არაა? მე მივესალმები მაგალითად :forza:

      1. კი მაგრამ დიდი არაფერი თან ისეთ ასაკშია მალე ამის ნახევარსაც ვერ მოახერხებს ვინმე ახალგაზრდა გვინდა რომელიც ნელ ნელა მოუმატებს უფრო და არა პირიქით მოუკლებს ბებრები ისედაც ბლომად გვყავს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.