ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : ” სამი ქულისთვის გავალთ მოედანზე ”

ეს იქნება უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება “ – განაცხადა ანტონიო კონტემ , რომელიც არაერთხელ იტყვის ამ ფრაზას პრესსკონფერენციაზე , რითაც ყველას არწმუნებს თუ როგორი სერიოზული განწყობით ხვდება ” იუვენტუსი ” ნერიაძურისთან შეხვედრას : ” ვინც კარგად მიცნობს , იცის რომ ჩემთვის მომდევნო მატჩი ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია , შედეგად სწორედ შაბათს დაგეგმილ დაპირისპირებაზე ვართ კონცენტრირებულნი . კონკრეტული მიზანი გვაქვს – კიდევ ერთხელ მოვიპოვოთ სკუდეტო და არ ვაპირებთ ასეთი მნიშვნელობის მატჩში რაიმე სახის პრობლემები ხელოვნურად შევიქმნათ . ” ინტერმა ” ყველას დაუმტკიცა ბოლო მატჩებში , რომ ნებისმიერ მეტოქეს შეუქმნის პრობლემებს . მათ რიგებში ქარიზმატული მოთამაშეები ირიცხებიან , მაგალითად ხავიერ ძანეტი . ნერიაძურის სული და გული , რომლის მწვრთნელიც სიამოვნებით ვიქნებოდი . არ მამშვიდებს არც მათი დღევანდელი სატურნირო მდგომარეობა და არც ის ფაქტი , რომ მოთამაშეები ეხლახანს დაუბრუნდნენ გუნდს . ჩვენმა ფეხბურთელებმაც მოიარეს მსოფლიო და არ დაბრუნებულა ყოველი მათგანი იდეალურ კონდიციებში , მაგალითად ვუჩინიჩი , რომელიც გაციებულია “

კონტე უარყოფს ყოველგვარ გათვლებს …

” ვესაუბრე შეგირდებს და გავაცანი საქმის არსი . ყველამ კარგად ვნახეთ კალენდარი , რომლის განმავლობაშიც 21 დღეში  6 მატჩის გამართვა მოგვიწევს . დამატებით მოტივაციას გვძენს ეს ყოველივე . გამარჯვების მოპოვება გვსურს სერია ა-ში და ოცნების გაგრძელება ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში , მაგრამ ისიც აღსანიშნავია , რომ გარკვეული ასპექტები ჯერ ჯერობით მაინც ახალია გუნდისთვის . აუცილებლად უნდა ვაჩვენოთ მოედანზე ჩვენი საუკეთესო მხარეები წინააღმდეგ შემთხვევაში გამარჯვების მოპოვება ურთულესი იქნება . ფეხბურთელობის პერიოდში მახსოვს ეპიზოდები , როდესაც გათამაშებას იგებდა ის კლუბი , რომელიც თავდაპირველად ჩამორჩებდა ლიდერს  … ჩამორჩებოდა საკმაო ქულებით თან . სწორედ ამიტომ არ უნდა გათვალო წინასწარ მოვლენები , ამან შესაძლოა უკუ ეფექტი გამოიწვიოს ” . 

ჟურნალისტებმა ანტონიოს , კასანოს ცნობილ ფრაზაზე ” ჯარისკაცებზე ” ჰკითხეს და ასევე კომენტარის გაკეთება ტოტის განცხადებაზე სთხოვეს , რომელმაც შემდეგი რამ თქვა : პირადი მახასიათებლებით რომა აღემატება ბიანკონერის …

” ანტონიო ჩემპიონია , რომელსაც პატივს ვცემ . სხვა ყველაფერი სისულელეა , მთავარი არის მოედანი და ბურთი . რაც შეეხება ტოტის ვულოცავ მას სერია ა-ში გატარებულ 20 წელს . ნამდვილი ჩემპიონი , რომელთან ერთადაც მხარდამხარ მიასპარეზია აძურის რიგებში . იმედი მაქვს მას კიდევ მიეცემა შანსი ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობის ” .

როგორც ხშირად ხდება ხოლმე , მწვრთნელი არ შლის საკუთარ კარტებს შემადგენლობასთან დაკავშირებით თუმცა ხაზს უსვამს , რომ საუკეთესოებს აირჩევს …

” გავითვალისწინებთ შეგირდების ასპარეზობას სანაკრებო მატჩებში და პლიუს ამასთან მათ ფიზიკურ კონდიციებს . მოედანზე სამი ქულის მოსაპოვებლად გავალთ . ინტერს ფრე არ აწყობს , ისევე როგორც ჩვენ . გახსნილ ფეხბურთს ვითამაშებთ ” .

 

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
achiko demetradze
11 years ago

მოგება ძაან კარგი იქნებოდა მაგრამ მე ვფიქრობ 1 ქულაც კარგი იქნებოდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით რომ იუვეს ბაიერნთან აქვს სათამაშო და კონკურენტებიც (ნაპოლი, მილანი) რას იზავენ ეგეც საკითხავია :-|

JUVENTUS-10
11 years ago

სამი არა, უფრო მეტი იქნება ეგ :roll:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x