ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : ” ვალი მოხდილია , ეხლა ოცნების გაგრძელების დროა ”

24 … არცთუ ისე ბევრი ქულა რჩება ჩემპიონატის ფინიშამდე , რომლის დაგროვებაც გუნდს ძალუძს , თუმცა სან სიროზე მიღწეული წარმატება კლუბისთვის არა მარტო სატურნირო თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი , კონტეს შეგირდები ამაღლებული განწყობით გაემგზავრებიან მიუნჰენში ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური მატჩისთვის : ” კიდევ ერთი აგური დაიდო და რაც მიზანი რომელიც გაგვაჩნდა ჩემპიონატის სტარტიდან , დღეისათვის უკვე გარკვეულ სახეს იღებს . ჩემპიონატის დასრულებამდე რვა ტურია დარჩენილი და ჩვენს უკან მყოფი კლუბები ოცნებობენ იმ დღეზე როდის დაგვიცდება ფეხი , შედეგად არ ვაპირებთ სიჩქარის დაგდგებას ბოლო ტურამდე . ინტერმა შინ დაგვამარცხა და დადებითი ბალანსი შეასრულა ასევე მილანთან წლევანდელ სეზონში , ამიტომ ვფიქრობ ვპროგრესირებთ რასაც დღევანდელი შეხვედრაც მოწმობს “ .

ეხლა კი ჯერი ” ბაიერნზეა ” …

” მიუნჰენში დიდი ენთუზიაზმით მივეგმგზავრებით . ამასთან ერთად ვინარჩუნებთ სიმშვიდეს . რაც ყველაზე მთავარია , განცდა იმის რომ შიდა ჩემპიონატში ვალი სრულფასოვნად მოვიხადეთ მიღწეულია . ამიტომ გვსურს გავაგრძელოთ ოცნება ევროპულ ასპარეზზე და გავიგოთ თუ რა დონეზე ვიმყოფებით და რა გვაკლია იმისათვის , რომ ავიდეთ ერთ დონეზე მსოფლიო გრანდებთან . ვინ იასპარეზებს გერმანიაში ? შევეცდებით ის გამოვიყვანოთ მოედანზე ვინც საუკეთესო ფორმაში იქნება ” .

სან სიროზე მიღწეული გამარჯვებით , მატრიმ და კუალიარელამ სერიოზული განაცხადი გააკეთეს ალიანს არენაზე სასტარტო შემადგენლობაში გამოსასვლელად . თუმცა , კონტემ არა ერთხელ განაცხადა რომ წარმატების საიდუმლო ფორვარდების ვარირებაში იმალება : ” არცერთ კლუბს არ განუხორციელებია კალჩოში  წინა ხაზში ისეთი როტაცია როგორც ჩვენ და უნდა აღინიშნოს , რომ ფორვარდებმა ბრწყინვალე შეხვედრები ჩაატარეს . თვალით ვირჩევ მათ , რომელიც იშვიათად თუ შემიყვანს შეცდომაში ” .

 

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
11 years ago

მეც მირკო და კვალი მინდა .უკეტესი მგონია ჯოვინკო ბაიერნის მცველებთან დაიკარგება. ბურთის ტრევა შეუძლიათ 2ვეს და ნაკლებად პროგნოზირებადი არიან. რავ ცუდია ნებისმიერი მცველისთვის

გიორგი ნეფარიძე

ანელკა და კვალი აჯობებს ზამენაზე ჯოვინკო

alexandre intskirveli
11 years ago

ერთი ვალი მოხდილია ახლა მეორის დროა

nika maminashvili
11 years ago

ყველაზე ნაკლებად მატრის ველით და ის იქნება ბავარიასთან

vifrinot juvestan ertad

ვუჩინიჩი აუცილებლად იქნება :lool: :lool: :lool:

datogafo
11 years ago

კვალიარელა და ჯოვინკო იქნება ოპტიმალური ძირითადში დასაყენებლად.
ბაიერნთან კონტრ თამაშებით ჯობია თამაში

dito chanturia
11 years ago

აქ ისეთი ბაზარი მიდის რო ყველაზე მოულოდნელი ანელკას თამაში იქნება ყველასთვის და ვაბშე ის არ დააყენონ ისე კი კვალიმ დაამტკიცა რო მსხაურებს შანსს და რაა ეგ გასაშვები საკმაოდ ძLიერი ფროვარდია და გული შემსტკივა იმაზე რო ბევრი შანსი არც ეძლევა :forza:

Di Francesco # 1
11 years ago
Reply to  dito chanturia

ანელკა და იაკინტა :chuvak:
არ მგონია რო ანელკა დააყენოს კონტეს ამბავი რო ვიცი მირკოს და კვალის დააყენებს

gag100
11 years ago

მეც ეგრე მგონია 100%

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x