ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჰაინკესი : ” ვიღვიძებ და ვიძინებ ბებერ ქალბატონზე ფიქრით … ”

” იუვე ისეთივე ლეგენდარული კლუბია , როგორც მადრიდის ” რეალი “ . მათი ისტორია , ტრადიციები და ელემენტარულად ის , თუ რა ჭაობიდან ამოვიდნენ და დაბრუნდნენ უძლიერესთა შორის ადასტურებს ამ ყოველივეს ” – დადებითი ეპითეტებით ამკობს მოწინააღმდეგეს იუპ ჰაინკესი , რომლის სიტყვები მხოლოდ ზრდილობის გამო არ არის წარმოთქმული : ” გუნდი რომელიც ერთის მხრივ ტიპიური იტალიური საიმედო დაცვით გამოირჩევა და მეორეს მხრივ აქვს უსაზღვრო ფანტაზია და დიდი შემტევითი ძალა . ისინი საიმედოდ კეტავენ ყველაფერს , მაღლა აწეული პრესინგის ხარჯზე , რომელსაც დაცვის და ნახევარდაცვის ხაზები ზუსტად და დროულად ახორციელებენ . კონტეს ხელი შეუიარეღებელი თვალითაც კარგად ჩანს . იგი ტემპერამენტიანი სპეციალისტია ” .

გერმანული პრესის მოსაზრებით ყველაზე მეტად ბუნდეს ლიგის ლიდერები პირლოს უნდა უფრთხოდნენ , თუმცა ჰაინკესი ასე არ ფიქრობს , მისი აზრით დანარჩენი მოთამაშეებიც არა ნაკლებ სახიფათონი არიან : ” პირლო გუნდის ტვინია , მაგრამ მის გვერდით მარკიზიო და ვიდალი ასპარეზობენ და პლიუს სხვადასხვა ეროვნული ნაკრების წევრი . ტურინელებს მაღალი დონის შემსრულებლები ჰყავს , ისევე როგორც ჩვენ ამიტომაც გულშემატკივრებს საოცარი მატჩი ელით , სადაც გამარჯვების მოპოვება თანაბრად ძალუძს ორივე კლუბს ” .

მატჩი რომელზედაც ჰაინკესი 24 საათის განმავლობაში ფიქრობს : ” სიმართლე ითქვას ვიღვიძებ და ვიძინებ ბებერ ქალბატონზე ფიქრით ” – ხუმრობს იგი …  ” რადგან ბოლომდე მსურს მისი შესწავლა . არა ერთი მატჩი ვიხილე მათი მონაწილეობით , თუმცა ერთია როცა ტელევიზორთან მოკალათებული აკეთებ ამას მშვიდ გარემოში და მეორეა როდესაც ეს გუნდი უკვე შენს წინააღმდეგ გამოვა მოედანზე . ჩემპიონატში ყველაფერი გეგმაზომიერად მიმდინარეობს და ჰამბურგის წინააღმდეგ ყველაფერი ზედმიწევნით კარგად შევასრულეთ , თუმცა ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გაცილებით რთული ტურნირია და მოგვიწევს მაქსიმალური კონცენტრაციით ყოფნა ” .

 

წყარო : Juventus.com

 

26 thoughts on “ჰაინკესი : ” ვიღვიძებ და ვიძინებ ბებერ ქალბატონზე ფიქრით … ”

  1. ანტონიო კონტე:
    “ბაიერნი” ძალიან სერიოზული მოწინააღმდეგეა, მაგრამ ჩვენ კვლავინდებურად გვჯერა იმის, რომ ჩვენი ოცნების ახდენას მიმდინარე სეზონშივე შევძლებთ”, – აქვეყნებს იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს იტალიური პრესა.
    კონტემ წელსვე მოვიგებთო ლიგას :forza: :forza:

  2. თომას მიულერი: არ ელოდოთ, რომ “იუვენტუსსაც” 9:2-ს მოვუგებთ
    15:34 01-04-2013

    მიუნხენის “ბაიერნის” შემტევი ნახევარმცველი თომას მიულერი სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში ტურინის “იუვენტუსთან” რთულ ბრძოლას ელის.

    “იუვენტუსი” ისეთი კლუბია, რომელიც მუდამ გუნდური ერთიანობით და თამაშით არის ცნობილი. ამის გამო “ბებერი ქალბატონი” ნებისმიერი მეტოქისთვის ძალიან რთული მოწინააღმდეგეა. “იუვესთან” თამაში სულ სხვა იქნება და ის არაფრით ემგვანება “ჰამბურგთან” 9:2 დასრულებულ შეხვედრას. ასე რომ, ფანებს იმის იმედი ნამდვილად არ უნდა ჰქონდეთ, რომ “იუვენტუსსაც” 9:2-ს მოვუგებთ”, – განაცხადა გერმანელმა ფეხბურთელმა.

  3. კონტე ბაიერნთან 3-5-1-1 ით აპირებს თამაშს ბოლო ორი კაცი მარკიზიოს და მირკო იქნებიან, კლაუდიოს ადგილს კიდევ პოგბა შეავსებს.

  4. :juvee: .კონტეც ისეთს ჩაუტარებს მერე სულ აღარ დაეძინება და აბაროტსაც აუღებს ფინალში რიალთან წაგებისთვის

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.