ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი: ” ვეცდებით ჩვენი თამაში ვითამაშოთ “

“იუვენტუსის” კარის დარაჯმა, ჯანლუიჯი ბუფონმა, ხვალინდელ მატჩთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე საკუთარი კომენტარი გააკეთა: ” მე ბრწყინვალე მცველებთან ერთად მიწევს მუშაობა, რაც ყველამ კარგად იცის. ეს საუკეთესო დაცვის სამეულია, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია. კონტემ დიდი სამუშაო გასწია სამმცველიანი სისტემის დაბრუნებით. ამით მან მოთამაშეებს შესაფერისი მოვალეობები დააკისრა, რაც ჩემს თანაგუნდელებს პროგრესირებაში დაეხმარა. წელიწადნახევრის წინ კლუბმა გამოავლინა “ინტუიციის გრძნობა”, როცა ანდრეა პირლო ტურინში ჩამოიყვანა. ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელის მხარდამხარ მითამაშია, მაგრამ პირლო იმ რამდენიმე მოთამაშეში შედის, რომლებსაც სხვებთან შედარებით რაღაც მეტი აქვთ.  “ბაიერნთან” ორმატჩიანი დაპირისპირება ასე თუ ისე დაბალანსებული იქნება. გამარჯვებულის ვინაობა შესაძლოა ინდივიდუალურმა ეპიზოდებმა გადაწყვიტოს. ვაცნობიერებთ, რომ  პროგრესი კიდევ საჭიროა, მაგრამ ამ ეტაპზე მიუნხენში ყოფნა შესანიშნავი ფაქტია და ვეცდებით ჩვენი თამაში ვითამაშოთ.” – განაცხადა ბუფონმა.

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
MAXSIMUS
11 years ago

ჯიჯი ვეფხვივით უნდა იყო!

valeri tokhadze
11 years ago

ჯიჯი ხვალაც მშრალი უნდა იყოს ჩვენი კარი :juvee:

JuventinoToko
11 years ago

მიდი ჯიჯი, ხოიცი პირველ რიგში შენი იმედი გვაქვს, შენი დონის ვარსკვლავი არ გვყავს… აბა შენ იცი იმ 490 წუთს 90 მიუმატე ხვალ კაცურად :)

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x