ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სამი მცველი წითელი არმიის წინააღმდეგ !

მიუნჰენის ” ბაიერნი ” ნამდვილად იმსახურებს ” არმიის ” სახელწოდებას . მიმდინარე სეზონში მათი რიგებიდან უკვე ათმა ფეხბურთელმა გამოიჩინა თავი : მანჯუკიჩი , რობენი , რიბერი , მიულერი , კროსი , შაქირი , გომესი … ნიჭიერი მოთამაშეების რიცხვი დიდია . თითოეული მათგანი სახიფათოა და სწორედ ეს ხდის ” ბაიერნს ” გამორჩეულ კლუბად წლევანდელ გათამაშებაში . იგი რეალურად არის გამანადგურებელი წითელი არმია , რომელიც არ ინდობს თავის გზაზე არავის და გოლების წვიმას უწყობს ნებისმიერს . ჰამბურგის კარში გატანილი ცხრა , ლილის კარში შვიდი , ხოლო ბაზელისაში ექვსი ამ სიტყვებს რეალურად ადასტურებს . თუმცა , ანტონიო კონტეს განკარგულებაში სამი ისეთი მცველი ასპარეზობს , რომელთაც ძალუძთ არმიის შეჩერება …

კიელინი – ხისტი და აგრესიული ტიპის გაუვალი მცველი , რომლის წინააღმდეგ დღეს რიბერი , რობენი , მიულერი და კროსი იასპარეზებენ . ურთულესი მისია მცველისთვის , რომელსაც მაქსიმუმის გაღება მოუწევს : დაცვაში უშეცდომოდ ასპარეზობა , ბრძოლა ნებისმიერი მილიმეტრისთვის და გოლის გატანაც კი . მიუხედავად მცირე ტრავმისა , აუცილებელია 100 % – ით მომზადება და ყურადღებით ყოფნა , როგორც გასულ შაბათს როდესაც არაფრის საშუალება არ მისცა გარგანოს . კასანოსაც და პალასიოსაც დიდი არაფერი დაუკლია მისთვის . კიელინი გუნდისთვის ყველაფერს გაიღებს და თვალსაც არ დაახამხამებს ამის გამო . ის ნამდვილი იუვენტინოა !

ბარძალი – გუნდი მას კლდეს ეძახის . დღეს მის წინააღმდეგ ორი ჩემპიონი მანჯუკიჩი და გომესი გამოვლენ , ამიტომ ანდრეას ყველა იმ საუკეთესო თვისების ჩვენება მოუწევს რაც გააჩნია . თუმცა ის ხომ ყოველთვის არის ამისთვის მზად .

ბონუჩი  – ყველაზე აქტიური , თუმცა კიელინისგან და ბარძალისგან განსხვავებით ნაკლებ ორთაბრძოლებში მონაწილეობს . დღევანდელი საღამო ვნებათაღელვით იქნება სავსე , მაგრამ მასსზე ის ვერაფერს იმოქმედებს რადგან პარტნიორები სათანადოთ დაუდგებიან გვერდით . ბონუჩიმ უნდა დაბლოკოს მეტოქის იერიშები და საკუთარი გუნდის შეტევებს გაუწიოს ორგანიზება . იქნება და დღეს მოედანზე ახალი ბეკენბაუერი ვიხილოთ ?

” იუვენტუსსმა ” ყველას დაუმტკიცა თუ რამდენად ძლიერი მეტოქეა და მიუხედავად იმისა , რომ ” ბაიერნი ” დარწმუნებულია შემდეგ ეტაპზე გასვლით , ტურინელთა რიგებში ირიცხება სამი ისეთი მოთამაშე , რომლებიც მინიმუმ გაურთულებენ მათ ამ ყოველივეს .

ჩვენი მიზანი ამ საღამოსთვის ნათელია – ბრძოლა ბოლო წამამდე ! კონტესთვის და ოცნების გაგრძელებისთვის !!!

 

50 thoughts on “სამი მცველი წითელი არმიის წინააღმდეგ !

  1. ვაააააახ დროზე რა,ოფლი გამდის ნერვიულობით და მოლოდინით,დროზეეეე
    უნდა ვივაჟკაცოთ დღეს,ბრძოლა სისხლის ბოლო წვეთამდე
    ფორცა იუვეეეეეეეეეე
    :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

  2. ოფიციალური შემადგენლობა
    ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, ლიხშტაინერი, პელუზო, პირლო, ვიდალი, მარკიზიო, კვალიარელა, მატრი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.