“მონპელიე” და “იუვენტუსი” ამხანაგურს მატჩს გამართავენ
“მონპელიეს” პრეზიდენტმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ მოქმედი საფრანგეთის და იტალიის ჩემპიონები ერთმანეთს ზაფხულში შეხვდებიან. მოქმედი საფრანგეთის ჩემპიონი ახლა მეშვიდე ადგილზე იმყოფება “ლიგა 1”-ში და 16 ქულით ჩამორჩება პირველ ადგილოსან “პარის სეინტ ჟერმენს”. ხოლო “იუვენტუსი” მოქმედი ჩემპიონია და კვლავ ლიდერობს “სერია ა”-ში, მას “ნაპოლი” 9 ქულით ჩამორჩება.