ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი : ” გვწამს , იმიტომ რომ ” იუვენტუსი ” ვართ ”

პრესა თანდათანობით ემზადება ტურინში გსამართი ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრისთვის . ლეონარდო ბონუჩიმ მიმდინარე კვირაში უკვე მეორე ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს და ამჯერად Sky Sport Italia – ს წარმომადგენლებს : ” ჩვენ კვლავინდებურად გვწამს და ამისი მიზეზი მხოლოდ ერთია – ” იუვენტუსი ” ვართ ! შანსები ჯერ კიდევ არის და მოედანზე ყველაფერს გავიღებთ . ეს იმას სრულებითაც არ ნიშნავს , რომ ყველა ფორვარდს გამოვიყვანთ მინდორზე და არ ვიფიქრებთ იმაზე თუ რა შეიძლება მოჰყვეს ამ ქმედებას . პრაგმატულად მივუდგებით შეხვედრას და იმ განცდით , რომ 90 წუთი გვაქვს სიტუაციის გამოსასწორებლად . გვაქვს შესაძლებლობა გავაგრძელოთ ოცნება და საკადრისი პასუხი გავცეთ გერმანელებს მათი ” სტუმართმოყვარეობისთვის ” . პრობლემებს ისეთ დიდ გუნდსაც შევუქმნით , როგორიც ” ბაიერნია “ . ჟურნალისტები ბეკენბაუერის სიტყვებსაც შეეხნენ , რომელიც ჯანლუიჯი ბუფონის მისამართით იყო გამოთქმული : “ უდიდეს პატივს ვცემთ მის სიტყვებს , მაგრამ ამავე დროს კიდევ უფრო მეტად გვმუხტავს და გვიბიძგებს თავდაუზოგავი ბრძოლისკენ . რა უნდა ითქვას , ძალიან დიდი სურვილი გვაქვს ნახევარფინალში გასვლის ” .

წყარო : Football Italia

13 thoughts on “ბონუჩი : ” გვწამს , იმიტომ რომ ” იუვენტუსი ” ვართ ”

  1. უნდა მოვგუდოთ თავისივე ნახევარზე უკვე ძაან ნერვებს მიშლიან ბაიერნის ზოგიერთი ვითომ ბალეშიკი დედა უნდა …. იმ შეურაწყოფის გამო რასაც გვაყენებენ 2-ე თამაშიმოგვიგეს ისტორიაში და რა დღეში არიან :achuu:

  2. ░░█▀▀▀░░█▀▀█░░█▀▀▄░░▀▀▀█░░▄▀▀▄░░░░░░░░░░
    ░░░░░░░░░░░░█▀▀▀░░█░░█░░█▄▄▀░░░▄▀░░░█▄▄█░░░░░░░░░░
    ░░░░░░░░░░░░█░░░░░█▄▄█░░█░░█░░█▄▄▄░░█░░█░░░░░░░░░░
    ░░░░░░░░░░░░░░░░░░░░░░░░░░░░░░░░░░░░░░░░░░░░░░░░░░
    ░░░░░░░░▄▄░▄▄░██░██░██▀▀░██▄░██░████░▄▄░▄▄░░░░░░░░
    ░░░░░██░██░██░██░██░██▄▄░██████░░██░░██░██░▄█▀█▄░░
    ░░░░░██░██░██░██░██░██░░░██░▀██░░██░░██░██░██░▀▀░░
    ░░░░░██░██░██░▀█░█▀░██▄▄░██░░██░░██░░██░██░▀███▄░░
    ░░▄▄░██░▀█▄█▀░░░▀░░░░░░░░░░░░░░░░▀▀░░▀█▄█▀░▄▄░██░░
    ░░▀█▄█▀░░░░░░░░░░░░░░▒▒▒▒▒▒▒▒░░░░░░░░░░░░░░▀█▄█▀░░

  3. მთავარია ბოლომდე დავიხარჯოთ მოედანზე და გავცეთ საკადრის პასუხი ფრიცებს!!

    მარად და ყველგან ფორცა იუვეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.