ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სავარაუდო თერთმეტეული “ბაიერნთან” შეხვედრისთვის

მიუნხენის “ბაიერნთან” განმეორებითი შეხვედრისთვის ანტონიო კონტეს მიერ “იუვენტუსის” ძირითად შემადგენლობაში შეტანილი ცვლილებები გარდაუვალია. მთავარი მწვრთნელი დისკვალიფიკაციის გამო ორი ფეხბურთელის, არტურო ვიდალისა და სტეფან ლიხტშტაინერის ნაკლებობას განიცდის. რაც შეეხება სებასტიან ჯოვინკოს, იგი აღნიშნულ მატჩში “პესკარასთან” მიღებული ტრავმის გამო ვერ იასპარეზებს. იტალიის ჩემპიონს ორბურთიანი სხვაობა აქვს აღმოსაფხვრელი. უდავოა, რომ კონტეს ძალიან ბევრი ფიქრი უწევს იმაზე, თუ რა შესთავაზოს მეტოქეს, რათა გუნდმა სასურველ შედეგს მიაღწიოს. პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ არტურო ვიდალს ნახევარდაცვის ცენტრში პოლ პოგბა ჩაანაცვლებს. რაც შეეხება მარჯვენა ფლანგს, აქ კონტეს რამდენიმე მოთამაშეს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება. აღნიშნულ პოზიციაზე მოცემულ მომენტში სამ ფეხბურთელს ( ისლა; პადოინი; კასერესი ) შეუძლია ასპარეზობა, თუმცა ბოლო პერიოდში ნაჩვენები თამაშის მიხედვით ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის ყველაზე დიდი შანსი სიმონე პადოინს აქვს. მაურისიო ისლას სათამაშო დრო თითქმის არ ეძლევა, რადგან სეზონის პირველ ნახევარში მან ვერაფრით შეძლო საკუთარი პოტენციალის გამომჟღავნება. რაც შეეხება მარტინ კასერესს, ურუგვაელმა მცველმა სულ რამდენიმე დღეა, რაც ვარჯიში დაიწყო ავტოავარიაში მოყოლის შემდეგ და მის მოედანზე გამოყვანას ჯერჯერობით კონტე ვერ რისკავს. მარცხენა ფლანგზე ფედერიკო პელუზოს ნაცვლად, როგორც ჩანს, კვადვო ასამოა გაირჯება. თავდასხმის ხაზში კი მთავარი კითხვის ნიშანი ისაა, თუ ვინ შეუწყვილდება მირკო ვუჩინიჩს. ამ პოზიციაზე საუკეთესო კანდიდატად ფაბიო კუალიარელა განიხილება. ალესანდრო მატრი სავარაუდოდ სათადარიგოთა სკამზე იჯდება. რაც შეეხება მთლიანად თერთმეტეულს, დიდი ალბათობით, გულშემატკივარი ტურინში ამ შემადგენლობას იხილავს: ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; პადოინი, პოგბა, პირლო, მარკიზიო, ასამოა; ვუჩინიჩი, კუალიარელა.

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

74 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
delpieronedved
11 years ago

აქ ფეხბურთის დროს უნდა დავაგდო გვერდის დალაიქება როცა გინდა ავა უცებ 1000 მდე :love:

Goga
11 years ago

ეჰ არბიტრს რა ვუთხარი, რა ყვითელი ამოიღო ლიხტაზე ვაა :|
3 ვარიანტიდან რომელიც არ უნდა დადგეს…ყველა ვარიანტში მოვიკოჭლებთ მარჯვენა ფლანგზე…იქნება ეს ისლა,პადოინი თუ კასერესი…

კასერესის დაყენება იქნებოდა ყველაზე კარგი ჩემი აზრით, დაცვაში თუ წაუვიდა თამაში, შეტევა მაგას არ ეშლება…მითუმეტეს ბავარიასთან პრადი ანგარიშებიც აქვს გასაწორებელი !!

ყველაზე ოპტიმალური შემადგენლობა მაინც ასე იქნება ჩემი აზრით:

————-ბუფონი
—ბარძალი-ბონუჩი-კიელინი
კასერესი—————ასამოა
—-პოგბა—პირლო—მარკიზიო
—–კუალიარელა–ვუჩინიჩი

arseni
11 years ago
Reply to  Goga

კასერესს პირადი ანგარიშიც აქვს ბავარიასთან და სხვათაშორის მაშინ ოლიჩი თავიდან თვითონ არღვევდა წესებს, როცა სახეში ააწნა ხელი კასერესს, მერე იმან კი მოჩეხა, მაგრამ იქ ოლიჩი უნდა დაჯარიმებულიყო და ჩერდებოდა თამაში .. 1-0 იყო მაშინ იმ პენალტმა შეცვვალა ყველაფერი //

კაიბეჭეე

კონტემ პეპეს ვათამაშებო :forza:

Di Francesco # 1
11 years ago

სად არ დაუკონკრეტებია? მოედანზე ვერ გამოვა შანსი არაა

Samtrediel90
11 years ago

1juve
არა ლიხშტაინერიც მაგარია,ერთერთი საუკეთესოა მაგრამ… შეიძლება არც სისწრაფეში ჩამოუვარდება,არც ფიზიკურად,არც მონდომებით მაგრამ კლასსიიი… ნუ სხვადასხვა დონეა რა მოკლედ…

Di Francesco # 1
11 years ago
Reply to  Samtrediel90

სხვადასხვა დონეა როა ვხვდები ეს ვუჩინიჩის გვერდით თამაშობს ის მესის
მასე იუვეც სხვა დონე ბარსასთან შედარებით მარა მერე რა?
ლიხშტაინერის ერთერთია ვიზეც კრიტიკა არუი მაგარი უაზრობა კულტურულად რო ვთქვათ :chuvak:

Samtrediel90
11 years ago

მერე რა მესის გვერდზე რო ტამაშობს… მასე სანჩესიც კი ტამაშობს მესის გვერდზე მარა არ ეშველება არაფერი მაგას არასდროს :chuvak:
არც ვაკრიტიკებ,სად დაინახე კრიტიკა,ჩემი აზრი დავაფიქსირე უბრალოდ :chuvak:

Di Francesco # 1
11 years ago
Reply to  Samtrediel90

ყოველშემთხვევაში ისე გაიკვირვე ლიხშტაინერი ალვეშს ჯობიაო რო ვთქვი ვითომ ტიაგო მოტა შევადარე, სერია ა_ს უპირობოდ 1 ნომერი იუვეს შეუცვლელი ფეხბურთელი მემგონი იუვენტინოებს გვაქ იმის თქმის საშუალება რო ნებისმიერს ჯობია

Di Francesco # 1
11 years ago

arseni
ხო რა ჩაწოდებებშია სუსტი თუარა დანარჩენებში ყველაფერში მაგარია ფაქტიურად მინუსი არააქ

Di Francesco # 1
11 years ago

delpieronedved
გავს მაგის დაწერილს? :chuvak:

arseni
11 years ago

მერე მოვა გუარდუიოლა და დაეწყება სპადი ბავარიასაც .. //

arseni
11 years ago

პრინციპში რა მნიშვნელობა აქვს // ალაბა -რიბერი იმდენად ძლიერი მარცხენა ფლანგია, რომ .. მალე ნახავთ // იუვე მთლად ასე სუსტიც არ არის პირველ თამაშში როგორც გამოჩნდა .. წელს ბაიერნია ძალიან ძლიერი // ცხადია თუ იმ შემადგენლობით ითამაშა როგორიც იუვესთან იყო, ნუ ცხადია კროოსი ვერ დაეხმარებათ .. საერთოდ კროოსი და შვაინა არიან ბაიერნის ხავინიესტა

arseni
11 years ago

ლიჰშტაინერის მინუსი არის პადაჩა .. არა აქვს კარდი პადაჩები … ისე მეომარია, ექსპრესი ტუილად არ ჰქვია … ასევე პარტნერთან ბურთის გათამაშება იცის კარგად და კარგი შესვლები აქვს საჯარიმოში

lasha naxucrishvili
11 years ago

ისლა იქნება ჩემი აზრით

delpieronedved
11 years ago

:lool: :lool:

delpieronedved
11 years ago
Reply to  delpieronedved

ვემბლიმ დაწერა ეს?

delpieronedved
11 years ago
Reply to  delpieronedved

ა შენ დაწერე მეთქი ვემბლის ძველი დაწერილი ნახე :chuvak:

Samtrediel90
11 years ago

ikajuve1011
კაი გირჩევნია და ვნახოთ რას უზამენ
მაგ ფლანგზე ისეა საქმე რო აქცენტი გაკეთდება დაცვაზე ჩემი აზრით,ვინც არ უნდა დააყენოს,რო შეტევები არ გაეპაროთ მაქედან და დაცვით ფუნქციებში პადოინს ისლაც ჯობია ჩემი აზრით და კასერესი მითუმეტეს,თუნდაც უთამაშებელი

Di Francesco # 1
11 years ago

ადრიანოს თამაში ვაფშე არ ვიცი, მემგონი არცაა ძირითადის კაცი, ვაფშე ადრიანო უნივერსალია და ისევეა მარცხენა მცველი როგორც მარჯვენა

Samtrediel90
11 years ago

1juve
ეჰ,ალვეშსა და ლიხშტაინერს შორის თუ განსხვავებას ვერ ხედავ საღოლ მითქვია :up:

Samtrediel90
11 years ago

პადოინიო აეეე :blin:
ბავარიას ვბალეშიკობ :lool:

11 years ago
Reply to  Samtrediel90

ვინ დააყენოს უკეთესი ვარიანტი გააქვს?? : )) მე არ მახსენდება, ისლას მირჩევნია პადოინი

chabukaa1
11 years ago

კონტე არა ოგონდ პადოინი არა რა ისლას რატო არ ათამაშებს ეს კაცი რო ფორმაში შევიდეს კაცი ასამოა კარგია მაგრმა პადოინს დედას უტირებენ იმედია ისლა იქნება რა :loool: :loool: :forza: :forza: :forza:

Di Francesco # 1
11 years ago

arseni
ლიხტენშტეინერი ჯობია თუ ალვეში? ბევრ რაღაცაში ალვეში ჯობია ბევრში ლიხტენშტეინერი მარა მე დიდ სხვაობას ვერ ვხედავ
მარცხნივ კიდე ასამოა კარგად თამაშობს რაგინდა ყველა ბეილი ვერ იქნება ადრიანო კიდე ვინაა? რადგან ბარსაში თამაშობს იმას კი არ ნიშნავს რო მაგარია

arseni
11 years ago

ადრიანოსნაირი მარცხენა ფლანგელი ვინ ვთქვა არ ვიცი .. რობერტო კარლოსს თუ შევადარებ … ერთი მაგის აფეთქება რად ღირს მარტო // კარგი რა კიჰტერა ალვეშს რა კომპონენტში ჯობნის ..?? (მე პირადად ლიჰტერა მირჩევნია, მაგრამ ..) .. ვერ უყურებ ალვეში მეტოქეებს ელემენტარულად ეშინიათ …

Di Francesco # 1
11 years ago

alexs del piero
აუ შენ იმდენს იძახი მართლა მიცემენ :chuvak: სად ნახე?

arseni
11 years ago

გავკარი ამათ მუშა ფეხბურთელებს მე … როდის უნდა გაიღვიძონ ამ სი რებმა // კონტეს ხუშტურების გამო იყო ბასტოსზე რომ თქვეს უარი და კრასიჩი მოკლეს როგორც ფეხბურთელი // 3-5-2 შეიძლება მაშინ, როდესაც მარჯვნივ დანი ალვეში ან სერხიო რამოსი გყავს და მარცხნივ ადრიანო ან ბეილი და არა პადოინი და პელუზო …

arseni
11 years ago

აუ ლიჰტშტაინერი რა მძიმე დანაკარგია ../ რა პადოინი რის პადოინი .. ისლას რა უნდა გამოემჟღავნებინა არ ათამაშებდა და ./ ჯერ ფლანგის ფეხბურთელი არც ყოფილა …

Di Francesco # 1
11 years ago

ისლა უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელია მარა იმას არ ნიშნავს რო დაცვაში უკეთესად ითამაშებს, სისწრაფეში რობენს და რიბერს ვერცერთი ვერ აჯობებს და პადოინი პოზიციურად სწორად თამაშობს ჭიდაობაც შეუძლია მოკლედ უფრო მუშა ფეხბურთელია ვიდრე ისლა

giorgi nefaridz
11 years ago

padoins isev isla jobia

Di Francesco # 1
11 years ago

პადოინი! პადოინი! პადოინი! მიდი სიმონე შენი იმედი გვაქ :mda:
ეს კაცი ან ძაან მაგრად ითამაშებს ან მთელ იტალიას შეარცხვენს :lool:

neko_neko.
11 years ago

ra padoini kaseresi atamashos

alexs del piero
11 years ago
Reply to  neko_neko.

ხო მარა პადოინს 10 ნომერს აძლევს და ალბათ მაგიტო ათამაშებს რო ნახეს რისი მაქნისია ესეთ თამაშებში :forza:

| Newsphere by AF themes.
74
0
Would love your thoughts, please comment.x