ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლიპი : ” მსურს რეალური ” იუვენტუსი ” ვიხილო ”

” გუანჩჟოუ ევერგრანდის ” მთავარმა მწვრთნელმა ლეგენდარულმა მარჩელო ლიპიმ ინტერვიუ მისცა ტურინულ გამომცემლობა Tuttosport – ს . ბიანკონერის ექს თავკაცმა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრაზე ისაუბრა ” იუვენტუსსა ” და ” ბაიერნს ” შორის …

იხილეთ პირველი დაპირისპირება ?

” სამწუხაროდ სამშაბათს ღამით ვერ მოვახერხე პირდაპირ ეთერში ხილვა , მაგრამ მეორე დილით გამორჩეული ეპიზოდები და გოლები ვიხილე ” .

თქვენ გერმანული კლუბების სპეციალისტი ბრძანდებით …

” დიახ , ისევე როგორც ტურინში ასევე აძურის რიგებში ყოფნისას ხშირად მწყალობდა ბედი , მაგრამ ეს ალბათ სრულიად იტალიურ კლუბებზე უნდა ითქვას ბუნდეს წარმომადგენლების წინააღმდეგ . იუვესთან ერთად დორტმუნდის ბორუსიაზე რამდენიმე გამარჯვება მოვიპოვე , მაგრამ შემდგომ იყო ერთი გადამწყვეტი რომელშიდაც დავმარცხდით 1996 წელს . ეს უსაშინლესი შეხვედრა იყო , მაგრამ ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული , რომ ოთხი ფინალიდან მხოლოდ ერთში მოვახერხე წარმატების მოპოვება ” .

რა წარმოდგენა შეგექმნათ ” ბაიერნზე ” ?

” ვიხილე დიდებული და მომენტებში შეუჩერებელი მანქანა , რომელსაც სიმართლე გითხრათ არ გავუკვირვებივარ . ადრეც აღმინიშნავს , რომ ჰაინკეს სერიოზული კლუბი ეჭირა ხელთ . ვფიქრომ ამ მომენტისთვის ისინი ერთ დონეზე იმყოფებიან ” ბარსელონასთან ” და ” რეალთან ” .

” იუვენტუსსზე ” რას იტყვით ?

” მეოთხედ ფინალურ მატჩში სტუმრად რომ გულს უშვებს პირველივე წამებზე , უცნაური იმაში რომ დამარცხდე საერთო ჯამში არაფერია . არ ვაკნინებ ” ბაიერნის ” ძალას , მაგრამ მიუნჰენში რეალურ ” იუვენტუსს ” არ უასპარეზია . პირველებმა ეს ფეხბურთელებმა თავადვე გაიგეს , რომლებიც აჩრდილებს ჰგავდნენ . წარმოდგენა არ მაქვს მოახერხებენ თუ არა ისინი ჩამორჩენის აღმოფხვრას , მაგრამ ოთხშაბათს ” იუვენტუსი ” დაუმტკიცებს ” ბაიერნს ” და ყველას , რომ არ არის ის რაც მიუნჰენში იყო ” .

როგორი შანსები აქვს გუნდს 2-0 -ის შემდეგ ?

” პროცენტულად არ მსურს ვისაუბრო ამ თემაზე , მაგრამ 2-0 -ის აღმოფხვრა რეალურია . რეზულტატი ბევრ რამეზეა დამოკიდებული , მაგალითად მოახერხებს თუ არა კონტეს კრებული პირველივე წუთებზე ანგარიშის გახსნას , მაშინ დაპირისპირება გარკვეული სცენარით წარიმართება . თავად კი სხვა იმედი გამაჩნია , თუ გუნდი აჩვენებს იმას რაც რეალურად შეუძლია , მაშინ შეუძლებელი არაფერი იქნება ” .

შესაძლოა პირველი მატჩის შედეგზე ვუჩინიჩის არ ყოფნამაც იმოქმედა … 

” მარტო ვუჩინიჩი კი არა – სრულიად ” იუვენტუსი ” აკლდა ამ შეხვედრას ” .

დამატებითი კოზირი – პოგბა …

” ორი აზრი არაა – ძალზედ მესიმპატიურება ეს ბიჭი , რომელსაც ცივ სისხლიანობა გააჩნია , მაღალი საშემსრულებლო კლასი და მოედნის საოცარი ხედვა . დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა სწრაფმა პროგრესმა ტურინში ” .

რა გახდება წარმატების მიღწევის გასაღები ?

” სიტუაცია და სურვილი ტურინელთა მხრიდან , რომ დირიჟირობოდნენ მატჩს და საკუთარი წესებს აწესებდნენ  ” .

ბეკენბაუერის განცხადებამ , იუვენტუსსზე დადებითად იმოქმედა და კიდევ უფრო დამუხტა საბრძოლველად …

” ვფიქრობ ამის გარეშედაც მათ საკმაო მიზეზი გააჩნიათ გამარჯვების მოსაპოვებლად . ბეკენბაუერის განცხადება კი სრულიად გაუაზრებელი იყო . მოდით ასე ვთქვათ , ბეკენბაუერმა ისევ აგრძნობინა ჯიჯის თუ რას წარმოადგენს მსოფლიო ფეხბურთისთვის და ეს გერმანელს უნებლიედ მოუვიდა ამასთანავე . ბუფონმა დიპლომატიური პასუხი გასცა და დანარჩენს უკვე მოედანზე ვიხილავთ . ჯიჯის კრიტიკა სისულელეა , იგი უნიკალურია და ასეთად რჩება უკვე 17 წლის მანძილზე . რიბერი , რობეკი , კროოსი , მიულერი , შვაინშტაიგერი … ბაიერნის მრისხანე გუნდი ჰყავთ , რომელიც ორიენტირებულია მომავალზე . მათი თითოეული ზოლი იდეალურად არის დაკომპლექტებული ” .

კონტემ 40 მილიონზე ისაუბრა , რომელიც ხავი მარტინესი დაჯდა …

” არ მიყვარს სატრანსფერო საქმიანობის შესახებ კომენტარების გაკეთება . უბრალოდ გერმანელებმა რამდენიმე წლიანი პერიოდი გაიარეს ამ მწვერვალისთვის რომ მიეღწია , ‘” იუვენტუსი ” კი ამ კუთხით ჯერ კიდევ ახალგაზრდაა . მერწმუნეთ მალე იხილავთ მწვერვალზე მყოფ ” იუვენტუსს ” “.

საკმარისი იქნება კი იბრაჰიმოვიჩის და სუარესის გაფორმება , ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად ?

” კონტემაც და ხელმძღვანელობამაც კარგად იცის რა ესაჭიროება კლუბს და ამიტომ ჩემი რჩევა ამ მხრივ აუცილებელი არაა . ისინი მუშაობენ იმისთვის , რომ იტალიაში გაიმყარონ ჩემპიონის სტატუსი და განვითარდნენ ევროპის მაშტაბით ” .

კონტესთვის სკუდეტო საუკეთესო მიზანია …

” ვეთანხმები ანტონიოს . სტატუსის დამტკიცება და ახალი ციკლის დაწყება ყოველთვის რთულია . ევროპული მწვრვალის დასაპყრობად აუცილებელია შიდა ჩემპიონატში დომინირებდე ” .

დადის ხმები თითქოს რეალს და ჩელსის სურთ მისი გადმობირება …

” სიმართლე გითხრათ წარმოდგენა არ მაქვს ანტონიოს თავში რა ხდება . პირადი მოსაზრებაა , რომ ტურინში იგი კიდევ დიდხანს დარჩება ” .

 

წყარო : Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

44 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
nika maminashvili
11 years ago

3-5-2 ———————ბუფონი————————————-ბარძალი——–ბონუჩი———-კიელინი———————————პადონი——————–პელუსო———————–პოგბა——-პირლო———–მარკიზიო——————————–ქუალიარელა————ვუჩინიჩი——————– მოგვწონს არ მოგვწონს კონტე მაინც ასე იტამაშებს

Luka Makharashvili
11 years ago

ნეტა ეგრე არ ითამაშოს :juvee: :forza: :lool: :lool: :chuvak: :juventus: :euf: :oops: :kenwvla: :juventus: :juvee: :forza:

FeNoMeNo-9
11 years ago

1juve 101% გეთანხმები ძმა. სასტიკად ვერ ვიტან მაგ კანიბალ და უდედამო…ლეს ურუგვაელს. კი მაღალი კლასის იგროკია, მაგრამ არც ისეთი, მსოფლიოში საუკეთესო როგორც მასზე წერენ. სულ რომ უფასოდ ვყიდულობდეთ, მისი ჩათლახი პიროვნებიდან გამომდინარე მაინც არ ვისურვებდი სუარესის ტურინში თამაშს!

gela kulikovi
11 years ago
Reply to  FeNoMeNo-9

აბა სჰენ რა გინდა მესი ან რონალდო იყიდონ რატოა ჰატლახი ჰვენ ვინც გვყავს იგენს სიმულიანტობაც არ სჰეუდზლიატ ბოლოს და ბოლოს კაცი სჰეტევას იწყებს ასრულებს დრიბლინგი აკ სირბილიც იცის ბოლომდე ბრდზოლობს და სიმულიანტიც არის ხასიატი კი აკვს მასეტი მარა ჰვენტან ჰკუაზე მოვა რატო არა ერტერტი საუკეტესო პრემიერ ლიგასჰი რო 26 გოლს სჰეაგდებ და ტან ისეტი გუნდიდან როგორიც ლივერპულია უკვე ბევრს ნისჰნავს და იტალიასჰი უპრო მეტს გაიტანს სჰენი ნატკვამიტ ჯოვინკო ჯობია არა ან მატრი ან ტუნდაც ვუჰინიჰი გუნდსჰი გასაჰერებელი მარტო კვალიარელა არის და მეტი არავინ რამდენიც არ უნდა ილაპარაკო სუარესი მაინც მაგარია რაც არ უნდა ტკვა კაი მაგას ტავი რო დავანებოტ იმასაც… Read more »

rossoneri
11 years ago

იუვეე მიყვარხარ მილანთან ერთად <3 წარმატებები ხვალ დაახიეთ ბურთი მან ნა ბო ზ რებს !!!!!!!

arseni
11 years ago

აგუეროზე 5 მილიონი არ დაამატაეს ამ სულელებმა .. გუშინ იმენა ჩაუდოო მანიუს დაცვას .. ჩაუდო რა სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ … თან (0)2 მეწერა პორტოსთან ერთად …

Di Francesco # 1
11 years ago

ჯოვინკო განაცხადში ვერ მოხვდა

Di Francesco # 1
11 years ago

MAQSIME
პეპეს შემცვლელად ერთს, აბა თუ მიხვდები :chuvak:

MAXSIMUS
11 years ago

მჭედლიძე?

Di Francesco # 1
11 years ago
Reply to  MAXSIMUS

არა პეპე და მჭედლიძე რა შუაშია?

Di Francesco # 1
11 years ago

კობახიძე

Di Francesco # 1
11 years ago

კაი რა სუარესის საბლატაო სადაა, გუშინ გამიკვირდა რატო არ გალახა ჯერარდმა ჯერ ჯარიმებს აღარ არტყმევიებს და მერე მეორე თავის თავი გონია ყველაფერი პასს არ აკეთებს მოკლედ ლივერპულმა თუ უნდა მოიგოს უნდა რო მაგითი მოიგოს და ისე ფეხებზე კიდია

| Newsphere by AF themes.
44
0
Would love your thoughts, please comment.x