ლიპი : ” მსურს რეალური ” იუვენტუსი ” ვიხილო ”
” გუანჩჟოუ ევერგრანდის ” მთავარმა მწვრთნელმა ლეგენდარულმა მარჩელო ლიპიმ ინტერვიუ მისცა ტურინულ გამომცემლობა Tuttosport – ს . ბიანკონერის ექს თავკაცმა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრაზე ისაუბრა ” იუვენტუსსა ” და ” ბაიერნს ” შორის …
იხილეთ პირველი დაპირისპირება ?
” სამწუხაროდ სამშაბათს ღამით ვერ მოვახერხე პირდაპირ ეთერში ხილვა , მაგრამ მეორე დილით გამორჩეული ეპიზოდები და გოლები ვიხილე ” .
თქვენ გერმანული კლუბების სპეციალისტი ბრძანდებით …
” დიახ , ისევე როგორც ტურინში ასევე აძურის რიგებში ყოფნისას ხშირად მწყალობდა ბედი , მაგრამ ეს ალბათ სრულიად იტალიურ კლუბებზე უნდა ითქვას ბუნდეს წარმომადგენლების წინააღმდეგ . იუვესთან ერთად დორტმუნდის ბორუსიაზე რამდენიმე გამარჯვება მოვიპოვე , მაგრამ შემდგომ იყო ერთი გადამწყვეტი რომელშიდაც დავმარცხდით 1996 წელს . ეს უსაშინლესი შეხვედრა იყო , მაგრამ ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული , რომ ოთხი ფინალიდან მხოლოდ ერთში მოვახერხე წარმატების მოპოვება ” .
რა წარმოდგენა შეგექმნათ ” ბაიერნზე ” ?
” ვიხილე დიდებული და მომენტებში შეუჩერებელი მანქანა , რომელსაც სიმართლე გითხრათ არ გავუკვირვებივარ . ადრეც აღმინიშნავს , რომ ჰაინკეს სერიოზული კლუბი ეჭირა ხელთ . ვფიქრომ ამ მომენტისთვის ისინი ერთ დონეზე იმყოფებიან ” ბარსელონასთან ” და ” რეალთან ” .
” იუვენტუსსზე ” რას იტყვით ?
” მეოთხედ ფინალურ მატჩში სტუმრად რომ გულს უშვებს პირველივე წამებზე , უცნაური იმაში რომ დამარცხდე საერთო ჯამში არაფერია . არ ვაკნინებ ” ბაიერნის ” ძალას , მაგრამ მიუნჰენში რეალურ ” იუვენტუსს ” არ უასპარეზია . პირველებმა ეს ფეხბურთელებმა თავადვე გაიგეს , რომლებიც აჩრდილებს ჰგავდნენ . წარმოდგენა არ მაქვს მოახერხებენ თუ არა ისინი ჩამორჩენის აღმოფხვრას , მაგრამ ოთხშაბათს ” იუვენტუსი ” დაუმტკიცებს ” ბაიერნს ” და ყველას , რომ არ არის ის რაც მიუნჰენში იყო ” .
როგორი შანსები აქვს გუნდს 2-0 -ის შემდეგ ?
” პროცენტულად არ მსურს ვისაუბრო ამ თემაზე , მაგრამ 2-0 -ის აღმოფხვრა რეალურია . რეზულტატი ბევრ რამეზეა დამოკიდებული , მაგალითად მოახერხებს თუ არა კონტეს კრებული პირველივე წუთებზე ანგარიშის გახსნას , მაშინ დაპირისპირება გარკვეული სცენარით წარიმართება . თავად კი სხვა იმედი გამაჩნია , თუ გუნდი აჩვენებს იმას რაც რეალურად შეუძლია , მაშინ შეუძლებელი არაფერი იქნება ” .
შესაძლოა პირველი მატჩის შედეგზე ვუჩინიჩის არ ყოფნამაც იმოქმედა …
” მარტო ვუჩინიჩი კი არა – სრულიად ” იუვენტუსი ” აკლდა ამ შეხვედრას ” .
დამატებითი კოზირი – პოგბა …
” ორი აზრი არაა – ძალზედ მესიმპატიურება ეს ბიჭი , რომელსაც ცივ სისხლიანობა გააჩნია , მაღალი საშემსრულებლო კლასი და მოედნის საოცარი ხედვა . დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა სწრაფმა პროგრესმა ტურინში ” .
რა გახდება წარმატების მიღწევის გასაღები ?
” სიტუაცია და სურვილი ტურინელთა მხრიდან , რომ დირიჟირობოდნენ მატჩს და საკუთარი წესებს აწესებდნენ ” .
ბეკენბაუერის განცხადებამ , იუვენტუსსზე დადებითად იმოქმედა და კიდევ უფრო დამუხტა საბრძოლველად …
” ვფიქრობ ამის გარეშედაც მათ საკმაო მიზეზი გააჩნიათ გამარჯვების მოსაპოვებლად . ბეკენბაუერის განცხადება კი სრულიად გაუაზრებელი იყო . მოდით ასე ვთქვათ , ბეკენბაუერმა ისევ აგრძნობინა ჯიჯის თუ რას წარმოადგენს მსოფლიო ფეხბურთისთვის და ეს გერმანელს უნებლიედ მოუვიდა ამასთანავე . ბუფონმა დიპლომატიური პასუხი გასცა და დანარჩენს უკვე მოედანზე ვიხილავთ . ჯიჯის კრიტიკა სისულელეა , იგი უნიკალურია და ასეთად რჩება უკვე 17 წლის მანძილზე . რიბერი , რობეკი , კროოსი , მიულერი , შვაინშტაიგერი … ბაიერნის მრისხანე გუნდი ჰყავთ , რომელიც ორიენტირებულია მომავალზე . მათი თითოეული ზოლი იდეალურად არის დაკომპლექტებული ” .
კონტემ 40 მილიონზე ისაუბრა , რომელიც ხავი მარტინესი დაჯდა …
” არ მიყვარს სატრანსფერო საქმიანობის შესახებ კომენტარების გაკეთება . უბრალოდ გერმანელებმა რამდენიმე წლიანი პერიოდი გაიარეს ამ მწვერვალისთვის რომ მიეღწია , ‘” იუვენტუსი ” კი ამ კუთხით ჯერ კიდევ ახალგაზრდაა . მერწმუნეთ მალე იხილავთ მწვერვალზე მყოფ ” იუვენტუსს ” “.
საკმარისი იქნება კი იბრაჰიმოვიჩის და სუარესის გაფორმება , ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად ?
” კონტემაც და ხელმძღვანელობამაც კარგად იცის რა ესაჭიროება კლუბს და ამიტომ ჩემი რჩევა ამ მხრივ აუცილებელი არაა . ისინი მუშაობენ იმისთვის , რომ იტალიაში გაიმყარონ ჩემპიონის სტატუსი და განვითარდნენ ევროპის მაშტაბით ” .
კონტესთვის სკუდეტო საუკეთესო მიზანია …
” ვეთანხმები ანტონიოს . სტატუსის დამტკიცება და ახალი ციკლის დაწყება ყოველთვის რთულია . ევროპული მწვრვალის დასაპყრობად აუცილებელია შიდა ჩემპიონატში დომინირებდე ” .
დადის ხმები თითქოს რეალს და ჩელსის სურთ მისი გადმობირება …
” სიმართლე გითხრათ წარმოდგენა არ მაქვს ანტონიოს თავში რა ხდება . პირადი მოსაზრებაა , რომ ტურინში იგი კიდევ დიდხანს დარჩება ” .
წყარო : Tuttosport
რომელ ქართველს “გაიმეტებდით” იუვესთვის?;):-):lol:
ყენია
უფროსი ანიელი რა მაგარი კაცი იყო
აუ აქამდე არ მქონდა ნანახი / ძაან მაგარი ვიდეოა
http://www.youtube.com/watch?v=c5agKRoe0hg
მაგარია. პლატინიი
იბრაჰიმოვიჩი და სუარესიო ..?? ორი მამალი ერთ გუნდში რთულ სიტუაციას შექმნი
მოკლედ მაგარი თავდამსხმელი გვინდა რა!
წარმოდგენა არ მაქვს მოახერხებენ თუ არა ისინი ჩამორჩენის აღმოფხვრას , მაგრამ ოთხშაბათს ” იუვენტუსი ” დაუმტკიცებს ” ბაიერნს ” და ყველას , რომ არ არის ის რაც მიუნჰენში იყო ” . ლიპიმ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომელსაც ალბათ ყველა მოაზროვნე იუვეს ქომაგი გაიზიარებს
ტორესი ცარიელი კლასია
იაფათ თუ გაყიდიან უნდა ვიყიდოთ
ჩვენ აქ თბილისში თუ ვხვდებით რომ იაკინტა და ძმანი მისნი არაფრის მაქნისები არიან , რატომ გგონიათ რომ ვინმეს დააბოლებენ და გაყიდიან მილიონებად ? )) კლუბებს პერსპექტიული ფეხბურთელები სურთ და არა ჩამოწერილები ან უკვე შემდგარები .. შემდგარი არა ვარსკვლავები ანუ …
თან მაგარი იაფია…
მგონია რომ ტორესი ათამაშდება იუვეში
ვის ახსოვს.. თორე კიი
ტორესზე ამ ზაფხულს შეიძლებოდა ფიქრი … რატომღაც მჯერა რომ გაამრთლებდა
იუვემ საკუთარ თავს უნდა აჯობოს
კაროჰე სუარესი იყიდეტ რა გამაწამეს აგენმა რა ამხელა კლუბს პული არ აკვს დავიჯერო გაიმეტეტ აგი სამოცი მილიონი და მაგ იტალიას უკვე პირველ წრესჰი გადმოგვცემენ იმენა მაგაი იგროკია რა ამას ვიდზახი აიაკსჰი რო იყო მას სჰემდეგ რა მაგი დამანახეტ ჯუვეს ფორმიტ და მერე გავკარი ყველაპერს სუარესი და ლორენტე ერტად კაი პარა იკნება

სუარესი არ წავა ლივერპულიდან და თუ წავიდა თვითონ იმას არ უნდა იუვეში წამოსვლა სიტი ბაიერნი რეალი და კიდე სხვები ურჩევნია
ბოლომდე შეაკვდებიან ბიჭები მჯერა!

ეს რა ეტაპია თუ იცით? შარშან რო თითქმის ჩემპიონები გვეგონა თავი ქულა ქულაში რო იყო მილანთან და მერე 7 ქულით რო ჩამოვრჩით, ხო ყველამ ჩათვალა რო იუვე ვერ იბრძოლებდა? ხოდა ეს 7 ქულიანი ჩამორჩენის ეტაპია ახლა, ამასაც გადავივლით და ლიგას მოვიგებთ

ხვალ ცოტა გაგვიმართლოს რა,დანარჩენი ცვენ ვიცით!!!

” მარტო ვუჩინიჩი კი არა – სრულიად ” იუვენტუსი ” აკლდა ამ შეხვედრას ”
ეგ კარგად თქვა
კონტე რო მოვიდა გუნდში რას იძახოდა? საერთოდ მაგის გამო მიიყვანეს
—————————–ბუფონი————————
ისლა—————-ბარძალი———-ბონუჩი———-კიელინი
————————პირლო——-მარკიზიო—————-
ჯაკერინი————-კვალიარელა——-ვუჩინიჩი———-ასამოა
დავანგრევთ ამ სასატვით ბაიერნს არ მგონია რო ნახევარდაცვაში რამე პრობლემა შეიქმნას ნახევარდაცვის კაი თამაში გასვლაზე გვინდოდა როცა იმათი იყო ბურთი და ახლა ბურთი ჩვენია რაც მთავარია მწვავედ უნდა შევუტიოთ და ბევრი შევუგდოთ
4-3-3 ს ძლიერი ფლანგი ჭირდება და არც ლიხტი გვყავს და პლიუს იდეაში წინა სამეულში კარგად ჩამჯდარი პეპე . ასე რომ მაგ ტაქტიკას აზრი არა აქვს . მარჯვენა შემტევად კუალიარელა ნაღდად არ გამოდგება . არ გვაქვს რესურსი რომ ეგ ტაქტიკა ითამაშონ ეხლა ამ წამისთვის
უეჭველი 2-იანია ბიჭებო იუვე-ბავარია… 3.0 3.3 2.5 აბა ეგ რა კუშია ტო. სახლში ვთამაშობთ და აქაც ფავორიტი ბავარიაა
ადგეს ხო და პადოინი დააყენოს უეჭველი დაკეტავს რიბერის
და 3-5-2 ის გარდა კონტემ ფეხბურთში სხვა რამე იცის ნეტა???
4-3-3 და რისკზე წასვლა ეგაა მთავარი!!!
ვუჩინიჩი—მატრი—კვალიარელა
magas ვამბობ რა ხანია მაგრამ ესმის კონტეს ? არა :D
მაგარი კაცი ხარ ლიპი

დიპლომატიურად განავრცო ) ახალი ვინ რა უნდა თქვას )
მთავარი ისაა , რომ ფეხბურთელებმა ირწმუნონ საკუთარ თავში და ვაჩვენოთ ის ფეხბურთი რაც ვიცით … ასეთ შემთხვევაში ყველა დაინახავს რასაც წარმოვადგენთ
რა ილაპარაკა ეხლა ამან ახალი ?
თქვი რო იუვეს შეუძლია ბაიერნის დამარცხება !
აუ რა შარში ვარ ხვალ სმენაში ვარ ვერ ვუყურებ.. 2 შიც სმენაში ვიყავი და 6 შიც : DDD
რანაირად დამიმთხვიეს რაა