მაროტა : ” დიდი მადლობა კონტეს და ფეხბურთელებს ”
” 2010 წელს მოვაწერეთ ხელი კონტრაქტს და იმედი გამოვთქვით , რომ ვიასპარეზებდით ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე მიუნჰენის ” ბაიერნის ” წინააღმდეგ . ვფიქრობ , ” იუვენტუსს ” დაუპირისპირდა ამ ეტაპზე ევროპაში არსებული სამი საუკეთესო კლუბიდან ერთ ერთი . დიდი გამოცდილება მივიღეთ და გვესმის , რომ პროგრესირება აუცილებელია . მერწმუნეთ ვმუშაობთ ამ მიმართულებით . მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ანტონიოს და სრულიად გუნდს . ჩამორჩენა ” ბაიერნთან ” ? სამწუხაროდ არა მარტო მათთან , სრულიად იტალიური ფეხბურთი დღეისათვის არა სახარბიელო პოზიციაზე იმყოფება . თავდაპირველად ქვეყნის ეკონომიური სიტუაციაა გამოსასწორებელი . მიუნჰენელთა შენაძენები ორჯერ ძვირია ვიდრე იუვესი , მილანის და ინტერის . თუმცა , ნაბიჯ ნაბიჯ ჩვენ მოვახერხებთ ძირძველ დონეზე დაბრუნებას “ – განაცხადა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრის შემდგომ ბიანკონერის გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ .
წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი
რასაც წეღან ვიძახდით
რა იქნება იცით ცუდი ? კაი თუ გაყიდეს 8 ფეხბურთელი ვთქვათ მერე ვინ უნდა მოიყვანონ ? თუ ისევ ახლები მოიყვანეს მერე იმათ არ დაჭირდებათ გამოცდილება ?
ამიტომ ლოგიკურად უნდა გაიკრან ხელი ჯიბეზე და იყიდონ: ცენტრში 1, თავდასხმაში კიდევ 2 და მარცხნივ 1. ვსო ეგ არი და ეგ.
დაცვას ხელის ხლება არ ჭირდება არანაირად. მარჯვენა ფლანგსაც არანაირად. პეპე, ვიდალი, კასერესი და ლიხშტაინერი მარჯვნიდან კარგად ერთვებიან. მოკლედ მარცხენა და წინა. ცენტრში მაინცდამაინც არ მოიკლავენ თავს ვიცი თორე პირლოს მაგივრად ვინმე კარგი გაასწორებდა.
უნდა დამწერეა ანუ ჯიბეზე გაიკრან ხელი და გამოცდილები მოიყვანონ რო გამოცდილების დაგროვება არარ დაჭირდეთ
ყველამ ძალიან კარგად ვიცით რო იუვს პრობლემა აქ თავდასხმაში და იმედია ვინმეს მოიყვანენ წესიერს. მგონი დროა კონტემ 3-5-2ის გარდა სხვა ტაქტიკითაც ათამაშოს გუნდი, თუ ეგეთი მშიშარაა რო 4-3-3 ვერ რისკავს მაშინ ათამაშოს 4-4-2ით. 3-5-2 ისეთი ტაქტიკაა რო გუნდები ნელ ნელა უმუღამებენ თუ რა უნდა მოიმოქმედონ იუვეს წინააღმდეგ. ხოდა ერთი რამ ვიცი კიდე დანამდვილებით რო ლიგაზე შეტევით თამაშს თუ არ თამაშობ ლიგის მოგებაზე არც კი უნდა იოცნებო. ჩაკეტილ თამაშს თუ თამაშობ კიდე კონტრატაკებზე უნდა ითამაშო მარა იუვეს კონტრატაკები არ გამოსდიოდა რამდენჯერაც კონტრატაკა წამოიწყეს ბოლოსკენ ტემპს აგდებდნენ რატომღაც რაც ძაან გაუგებარია რატო
იტალიური ფეხბურთი იმ სიტოაციაშია რო დღეს მილანი ინტერი იუვე რომა და კიდე სვები ყველა ერთია, მარტო ერთი გუნდი ვერ შექმნის საერთო ამინდს