ბარძალი : ” ჩემპიონთა ლიგა ? წარმატებული სეზონი იყო ”
მიუხედავად მარცხისა მიუნჰენის ” ბაიერნთან ” , ანდრეა ბარძალის მიაჩნია , რომ ტურინული თავგდასავალი ჩემპიონთა ლიგის ტურნირში წარმატებული იყო : ” ვფიქრობ დავიმსახურეთ შეფასება 10 ქულიანი სისტემიდან რვა . სწორედ ამ შეფასებას მივცემდი პირადად მე ბრძოლის და უდრეკი ხასიათის გამოვლენისთვის . ადამიანები საუბრობენ ჩვენს ორ მარცხზე , მაგრამ რატომღაც ავიწყდებათ ის ფაქტი რომ დაგვიპირისპირდა აშენებული გუნდი – ნამდვილი საბრძოლო გემი . გერმანელები დღეისათვის ერთ ერთი საუკეთესონი არიან ევროპაში და მათ რიგებში ექსტრა კლასის მოთამაშეები ირიცხებიან “ . ანდრეას სატრანსფერო საკითხებზეც ჰკითხეს , რაზეც მან შემდეგი კომენტარი გააკეთა : ” ამ კითხვაზე ნამდვილად არ ვიცი ჩემგან რა პასუხს ელით , რადგან ფეხბურთელის დამატება არ დამატებაზე ხელმძღვანელობამ უნდა იფიქროს . ჩვენი ამოცანაა გავიდეთ მოედანზე და მაქსიმალურად დავიხარჯოთ საკუთარი კლუბისთვის და გულშემატკივრისთვის ” .
წყარო : Football-italia
იმ აშენებულ გუნდში ვინც თამაშობს ორი ხელეი და ორი ფეხი არ აქვს მარა სირები ხართ
როგორ?
ისე წელს იუვე ცოტათი გააუმჯობესებდა არა ტავის ბიუჯეტს? მემგონი წლევანდელი სეზონი მომგენიანი იქნება იუვესთვის ფულის მხრივ მარა საერთო ჯამში მაინც ვალებში ვართ ჯერ ჯერობით 1-2 სეზონი ასე რო გავიდეთ ლიგის ფინალში ნახევარფინალში ან მეოთხედფინალში კლუბი უკვე მოგებაზე წავა და ვალებიც დარცება წარსულს
რომ არა 3 5 2 შეიძლება რაღაც ექნათ
მაგრამ ლიგის გამოცდილებაც აკლიათ ამათ
მშვენიერი გაკვეთილი იყო წლევანდელი ჩემპიონთა ლიგა,მომავალში იმ შეცდომებს გამოასწორებენ რაც დაუშვეს წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე.
მაგარი ფეხბურთელი გვჭირდება თავდასხმაში