ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბარძალი : ” ჩემპიონთა ლიგა ? წარმატებული სეზონი იყო ”

მიუხედავად მარცხისა მიუნჰენის ” ბაიერნთან ” , ანდრეა ბარძალის მიაჩნია , რომ ტურინული თავგდასავალი ჩემპიონთა ლიგის ტურნირში წარმატებული იყო : ” ვფიქრობ დავიმსახურეთ შეფასება 10 ქულიანი სისტემიდან რვა . სწორედ ამ შეფასებას მივცემდი პირადად მე ბრძოლის და უდრეკი ხასიათის გამოვლენისთვის . ადამიანები საუბრობენ ჩვენს ორ მარცხზე , მაგრამ რატომღაც ავიწყდებათ ის ფაქტი რომ დაგვიპირისპირდა აშენებული გუნდი – ნამდვილი საბრძოლო გემი . გერმანელები დღეისათვის ერთ ერთი საუკეთესონი არიან ევროპაში და მათ რიგებში ექსტრა კლასის მოთამაშეები ირიცხებიან “ . ანდრეას სატრანსფერო საკითხებზეც ჰკითხეს , რაზეც მან შემდეგი კომენტარი გააკეთა : ” ამ კითხვაზე ნამდვილად არ ვიცი ჩემგან რა პასუხს ელით , რადგან ფეხბურთელის დამატება არ დამატებაზე ხელმძღვანელობამ უნდა იფიქროს . ჩვენი ამოცანაა გავიდეთ მოედანზე და მაქსიმალურად დავიხარჯოთ საკუთარი კლუბისთვის და გულშემატკივრისთვის ” .

წყარო : Football-italia

4 thoughts on “ბარძალი : ” ჩემპიონთა ლიგა ? წარმატებული სეზონი იყო ”

  1. ისე წელს იუვე ცოტათი გააუმჯობესებდა არა ტავის ბიუჯეტს? მემგონი წლევანდელი სეზონი მომგენიანი იქნება იუვესთვის ფულის მხრივ მარა საერთო ჯამში მაინც ვალებში ვართ ჯერ ჯერობით :chuvak: 1-2 სეზონი ასე რო გავიდეთ ლიგის ფინალში ნახევარფინალში ან მეოთხედფინალში კლუბი უკვე მოგებაზე წავა და ვალებიც დარცება წარსულს :vashaa:

  2. რომ არა 3 5 2 შეიძლება რაღაც ექნათ
    მაგრამ ლიგის გამოცდილებაც აკლიათ ამათ :forza:
    მშვენიერი გაკვეთილი იყო წლევანდელი ჩემპიონთა ლიგა,მომავალში იმ შეცდომებს გამოასწორებენ რაც დაუშვეს წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე.
    მაგარი ფეხბურთელი გვჭირდება თავდასხმაში :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.