ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : ” სრული სვლით სკუდეტოსკენ ”

ანტონიო კონტეს განცხადებით , ჩემპიონთა ლიგაში განცდილი წარუმატებლობა არანაირად არ აისახება მის კლუბზე შიდა ჩემპიონატში : ” ჩვენს თავდაჯერებულობას პრობლემები არ შექმნია . ნაკლებად ვიზიარებ იმ მოსაზრებას თითქოს ლაციოსთან და მილანთან დაპირისპირებები ყველაზე გამორჩეულია , რადგან თითოეული შეხვედრა სამი ქულისთვის ბრძოლაა “ . განაცხადს მიღმა დარჩნენ კიელინი , ბენდტნერი , ანელკა და ჯიოვინკო : ” არანაირი იერარქია არ სუფევს კლუბში . უბრალოდ არჩევანს საუკეთესოებზე ვაჩერებ ანუ იმ ფეხბურთელებზე , რომლებიც ყველაზე უკეთ არიან ამ წამისთვის მზად . რთული დაპირისპირება გველის ასევე რთულ არენაზე . არ დაგვავიწყდეს , რომ ” ლაციო ” საკმაოდ შორს გავიდა ევროთასებზე . სწორედ მათ დაგვამარცხეს იტალიის თასის ნახევარფინალში , ასე რომ ჩვენი კლუბები ერთმანეთს წლევანდელ სეზონში ყველაზე მეტჯერ დაუპირისპირდნენ . მილანი – ნაპოლი ? არ ვაქცევთ ყურადღებას მეტოქეების ასპარეზობას და კონცენტრაციას მხოლოდ საკუთარზე ვახდენთ . სწორედ ამაშია ჩვენი ძალა . ისინი ვინც იმარჯვებენ ისტორიას წერენ , დანარჩენები კი უბრალოდ კითხულობენ მას . მაცარის და ალეგრის ადგილზე მე ” Come Back ” – ის იმედი მექნებოდა . დარჩენილ მატჩებში უნდა გაგრძელდეს გამარჯვებების მოპოვება , თუმცა შესაძლოა მეტოქეებსაც დაუცდეთ ფეხი ” .

ორივე კლუბი , რომელიც დღეს საღამოს დაუპირისპირდება ერთმანეთს , გასულ კვირას გამოეთიშა ევრო თასებს . ტურინელები ორი მატჩის ჯამში ” ბაიერნთან ” 0-4 ზე დამარცხდნენ , ხოლო რომაელებმა ფენერბახჩესთან განიცადეს წარუმატებლობა 1-3 .

” წლევანდელ სეზონში ჩვენი მიზანი იყო სკუდეტოს მოპოვება და ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნება . ვფიქრობ იმ გზაზე ვიმყოფებით დღეისათვის , რომლითაც მივაღწევთ საწადელს . რატომ უნდა დავემწუხრებინეთ და გავეტეხეთ ბაიერნთან მარცხს აუცილებლად ? გვესმოდა , რომ 1/4 ფინალში გასვლა უკვე დიდი მიღწევა იყო . საკმაო სამუშაო გავწიეთ წლევანდელ სეზონში და ნამდვილად არ მიჩნდება ის განცდა თუ რატომ უნდა გვეპარებოდეს ეჭვი საკუთარ ძალებში ” .

დილის გაზეთები გადაჭრელებული იყო ინფორმაციით ალექსის სანჩესთან დაკავშირებით …

” ეხლა რომ ვისაუბროთ სატრანსფერო საკითხებზე , ამითი ფეხბურთელებს მივაყენებთ შეურაწყოფას , რომლებიც ყველაფერს აკეთებენ საკუთარი გუნდისთვის . მხოლოდ დღევანდელზე მსურს კონცენტრირების მოხდენა . ვიმარჯვებთ როგორც ერთი მთლიანი და ვმარცხდებით , როგორც ერთი მთლიანი . იმედი მაქვს გულშემატკივრები სათანადო დონეზე დააფასებენ ჩვენს მიერ გაწეულ შრომას ” .

 

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

132 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ALEX_JIJI_NEDVED
11 years ago

კიელინიზეც მაქ ჩემი აზრი მაგრამ თქმის მეშინია:D შარშან დავრეგისტრირდი ერთი კომენტარი დავცერე და სუ ურჯულო მეზახეს.
კარგია, ეგეც ჟილკიანია მაგრამ მუდრეგია. ძაან ბევრ გადამწყვეტ მომენტში შეცდა და დაგვღუპა, მაგრამ ყველა მალდინი ვერ იქნება. ვენაცვალე კიელინის მაინც :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: თან არ მესმის კაცი 5 წლიდან ბურთს აგორებდეს დღეში 22 საათი და ეს ხმალივით იქნევდეს ფეხებს :D:D:D:D კაი კაცი :D:D:D:D მუდრეგაააააააააა:D:D:D

MAXSIMUS
11 years ago

:mrgreen: :kiss:

11 years ago

ამ საკითხში ვთანხმდებით ძმაო. მარა ასეთიც საჭიროა გუნდში მაგრამ ცოტა მეტი ტვინი სჭირდაბა. არც მონტერო იყო ნაკლები. მარა საჭირო დროს რონალდოს ისე ჩაარტყა ფეხში ტრამვაც აკიდა და ბარათიც არ მიუღია. ესეთი ტვინი უნდა ჰქონდეს.

Di Francesco # 1
11 years ago

Buffon; Barzagli, Bonucci, Peluso; Lichtsteiner, Vidal, Pirlo, Pogba, Asamoah; Marchisio; Vucinic.
ოფიციალური

11 years ago

1991 წლიდან ვბალეშჩიკობ იუვეს. მაშინ მარტო ევრო თასებს ვუყურებდი და სარბიელი იყო ჩემთვის ინტერნეტი და თამაშების მიმოხილვა. დელპიერომდე ბაჯო არ მოიცილეს ? რასაც ეხლა დელპიეროზე ამბობთ იმას ვიძახდი ბაჯოზე. მაგრამ დელპიეროს გარეშე იუვესაც უნდა მივეჩვიოთ. ძნელია ჩემნაირებისთვის ,როცა 20წელი შენი გუნდის მტავარი ფიგურა ფაქტიურად ოჯახისწევრივით მყოფი კაცი გუნდიდან მიდის. მაგრამ შეეძლო დარჩენილიყო საკვანძო ტანამდებობაზე გუნდში. მისი გოლები ახლაც მახარებს ასე მგონია იუვე იგებსთქო.

delpieronedved
11 years ago
Reply to 

მე 2006 დან ვარ იუვეს ფანი მაგრამ დლ პიეროს პირადი ფანი ვარ 2003 წლიდან და დელ პიერო რომ წავიდა იუვედან ვიტირე :cry:

MAXSIMUS
11 years ago
Reply to  delpieronedved

ბევრმ იტირა :vaime: :love: :euf: :italy:

11 years ago
Reply to  delpieronedved

ბოლო თამაშის მერე .ძმაკაცმა ცუდად გამეხუმრა დელპიეროზე და ერთად გაზრდილობის მიუხედავად საავადმყოფოში მოხვდა დაჟეჟილობებით.

ALEX_JIJI_NEDVED
11 years ago

მაქსიმეს ვენაცვალე კაი კაცი :))

წარმატებები კარგია, არც ვუკარგავ , მე უბრალოდ მომავალში ვიყურები, ესე ლიგაზე არაფრის შანსი არ გვაქ. დავიტანჯე პროსტა ამ ცვლილებებით, არაფერი ახალი, გაიყვანა მატრი შემოიყვანა კუალი, გაიყვანა მირკო შემოიყვანა სება, ააყენა სუფთა სკამიდან ანელკა გადასვა დასვრილზე და ასე.

arseni
11 years ago

ეგ ლიგის საუკეთესო მატჩი იყო .. სამწუხაროდ კიელინიმ 10 კაცით დატოვა ბოლო 20 წუთი იუვე … მაშინდელი ჩელსი ძაან დერსკი გუნდი იყო .. მაშინ ჩელსის ეკუთვნოდა ლიგა .. ფეხბურთის ყველა ჭეშმარიტი ქომაგის თვალში ჩელსი 2009 წლის ლიგის გამარჯვებულია და არა ეგ ბოზი ბარსელონა, რომელიც მსაჯებმა გააათრიეს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით … მართალია იქ ნედვედმა და იაკინტამ საოცარი კომბინაციით გაიტანეს და იუვე თავიდან კარგად ყომარობდა (ისე ჯოვინკოც კარგად ჩაერთო მაგ თამაშში)/ მაგრამ ვფიქრობ კიელინი რომც არ გაეძევებინათ მაინც ჩელსის ეკუთვნოდა გასვლა, მერე რა რომ იუვეს ფანი ვარ .. სადაც სამართალია იქ მიკერძოება არ შეიძლება … ისე იმ ხიშნიკმა ესიენმა ძაან ცუდი… Read more »

delpieronedved
11 years ago

ტირიბოკიზე უკეთესათ მე ვითამაშებ ფეხბურთს სისწრაფეში მაინც ვაჯობებ ტიპი მძორია :lool:

juveboy-leo
11 years ago

ALEX_JIJI_NEDVED
nu delpieros ro kaltebs ar axevda darchio nu eg iasna mag ambavshi magrad gatexa chvenma,,kuk-kontem”:-D is rom zamenebis da taqtikis amochemeba icis egec meore minusi
magram cudia tu kargia swored mas ukavshirdeba es warmatebebi da ver davukargavt
forza j u v e

MAXSIMUS
11 years ago

დელ პიეროს ჩრდილში დგომა ვერ აიტანეს ამ ბზ… და გაუშვეს! ვენაცვალე დელ პიეროს :love:

ALEX_JIJI_NEDVED
11 years ago

ნუ მაშინ თუ უკეთესები უნდა ვიყოთ რო შენიშვნა გავაკეთოთ მოვიყვანოთ ტირიბოკი, მაგაზე უკეთესად ვერ ვთამაშობ ფეხბურთს მე და ვაქებ და ვადიდებ მაშინ:))))

ALEX_JIJI_NEDVED
11 years ago

მადლობა თბილი მიღებისთვის… ვიდალი და ლიხტა რას გვიშველიდნენ მთლიანად მიდგომა იყო არასწორი. პირველ თამაშში რაც მოხდა უნდა გაეთვალისწინებინა. და ზუსტად მაგას ვამბობ თუნდაც მაგ ორი პეხბურთელის არყოფნის ბრალი ყოფილიყო, ხო იცოდა ეგ რო არ ყავდა? გადაეწყო? რო მიაბარა რიბერი პადოინს. ტიპს პოგბაც ვერ შველიდა ბარძალი ეხმარებოდა კიდე. ალექსას ეპოქის დასასრულს რაც შეეხება შეეპარებინა ნელნელა როგორც ბაჯოს შეაპარეს ალექსა. რო მოიშორეს. 1 მილიონის მარტო მაისური იყიდებოდა მაგისი. ანიელის ბრალიცაა, რაგაცის დამტკიცებას ცდილობენ ეს ახალი თაობის ბოსები. ჯოვინკოზე კიდე ვერ შეიგნო რო არაა მეორე თავდამსხმელი ეგ, ბევრად ეფეკტური იქნებოდა ფლანგიდან, და იგივე მირკოზეც. ეხლა ლორენტეს ველოდებით, მე მაგალითად იმედი დიდი არ მაქვს.… Read more »

11 years ago

ხალხის გაშვებას რომ ვამბობთ იაკინტა ხომ წავიდა. ასე ადვილი არაა გაშვება. მერე მის მეოთხედ ფასად ტუ გაიყიდება? თავის დროზე რომ სხვა ეყიდად ეგ იმ ანდაზას გავს ბებიაჩემს … რომ ქონოდა ბაბუა იქნებოდაო

juveboy-leo
11 years ago

ALEX_JIJI_NEDVED
rogori konte ? eg rame axalia? tu fsevdonimi:-D
ara jigar kontes ambavshi ver dagetanxmebi
aba vin iyo sauketeso ferara?ranieri? tu pensioneri del neri
zedized meshvide adgils ro vxexavdit da vbuqsaobdit
is rom baieinma gamogvagdo amashi kontes brali dzalian mcirea,ubralod tavs zemot dzala araa xom gagigia . . . uigbloba uklasoba gamoucdeloba dz bevri mizezi iyo imisa ro rekordmeisters gamovegdet
kontem amogvqacha im chaobidan sadac viyavit chadziruli mas unda vumadlodet dges rom pirvelze vart da zedized meore skudetos vumiznebt. . .

ALEX_JIJI_NEDVED
11 years ago
Reply to  juveboy-leo

კუკ-კონტე ანუ კუკი კონტე :D:რა ფერარა რა დელნერი?:) ხო დავცერე ფერარაზე რა აზრისაც ვიყავი, იმაზეც დავწერე ბაიერნთან თამაშის მერე ლაპარაკობო დაიწყებენმეთქი, ბაიერნთან წაგებაზე არ ვარ გაბრაზებული, არარეალური იყო ამ რესურსით მაგათთან მოგება, მე მთლიან აზროვნებას ვგულისხმობ ამ კაცის , არ მითქვამს საშინელია მეთქი, მე ვთქვი სერია ა-ს ვერ გაცდებათქო:)რანიელის რაც შეეხება მე ყველაზე მეტად მაგ კაცის მადლობელი ვარ—- აი ვინ გამოიყენა ალექსა, და მუდრეგი კიელინი რო არა ალბათ ჩელსისაც გავცდებოდით. გახსოვთ ჩელსისთან რა ტაქტიკით დაიწყო? ტიპი თავიდანვე შეაჯდა 3 თავდამსხმელით. არ მესმის იმ ხალხის ვინც რანიელის აძაგებს

arseni
11 years ago

სამწუხაროდ ასეა .. ანელკას თავის გამოჩენის შანსი არ მისცემია ../ ყველასგან მოძულებული ბენტნერი რამდენი ხანი არ გამოჰყავდა მერე რამოდნეიმე თამნაში მისცეს და უცებ მოთხოვეს “რომარიო გამხდარიყო” … ჯერ ჯოვინკო პასებს არ აძლევდა (ეგ პატარა მაკაკა ეგა, თასიდან რომ გამოგვიგდო იუვე) .. მერე კაცი დაშავდა და ვსიოო …// ასევევ იყო 2010 წელს – დიეგოს დაბრალდა ყველაფერი // გეგონება დიეგოს ბრალი ყოფილიყო ის სისულელეები რასაც დაცვის ხაზი სჩადიოდა მთელი სეზონი … (სამწუხაროდ მაშინ კანავარომაც აურია) … ნაბიჭვარმა დელ ნერიმ მოსამზადებელი სეზონიოს მერე ხოტბა შეასხა დიეგოს და ტერზეგეს და მგონი ორივე ერთად გაუშვა მერე .. // მერე იყო კონტემ კრასიჩი რომ ჩასვა )და… Read more »

11 years ago
Reply to  arseni

გეთანხმები ჯოვინკოზე მეტი ბენტნერიც არის და ანელკა. მაგრამ ტუნდაც აქ ამ საიტზე ჯოვინკოს გაშვება 90% არ უნდა. იუვენტინოაო. დავიჯერო დელპიეროზე მეტი? ან დიჩელიეზე მეტი. დიჩელიეს ყველა აგდებს. თუმცა ტრამვამდე ასამოებზე ნაკლები რით იყო.

arseni
11 years ago
Reply to 

დე ჩელიე ძაან კარგი მარცხენა ფლანგელია .. (პალადინოს მაგონებს, რომელიც მალევე დაიკარგა) სამწუხაროდ ხშირად ტრამვირებულია / მაგრამ ის უიღბლო პერიოდი გაივლის … კარგი იქნება თუ არ გაისვრიან სადმე ვოლფსბურგში ან უნტეხახუინგში …

arseni
11 years ago
Reply to 

კვადვო ასამოას რაც შეეხება ისევე როგორც ისლა ის ცენტრალური ზონის ფეხბურთელია და არა მკვეთრად ფლანგის

ALEX_JIJI_NEDVED
11 years ago

იმან წმინდოს ვინც დაიმსახურებს, და მერე გაუშვან 4 და მოიყვანონ 1 ნორმალური, ერთიც ახალგაზრდულიდან დაიხმაროს. მანკანა ვისაც გყავთ ყველა მიხვდებით ერთი ხარისხიანი და ძვირიანი ნაწილის ყიდვა სჯობს იაფიანის ყიდვას იმიტო რო მაინც 4-ის ყიდვა მოგიწევს. ანელკას ჯერ არ უთამაშია და რითი დაიმსახურა ხეხვა. ან რა პრინციპი აქვს თავდასხმის არჩევის? ვინც ბოლო თამაშში გაიტანს ის იწყებს შემდეგს? გაიტანს კუალიარელა == დაიწყება ვსიო შევიდა ფორმაში ეგაა ეგ დააყენე, მერე შემდეგს ძირითადში დაიწყებს, ვერ გაიტანს დაიწყება ფუუ მოაშორე და ეგეთები. კონტეც ეგრე აკეთებს

11 years ago

ისე ნუ ვიზამთ რომ ყველაფერი კონტეს დავაბრალოთ. მარზკიზიომ დაგლიჯა ბაიერნთან ,პირლომ თუ ვიდალმა 19 წლის პოგბა უკეთესი იყო ყველაზე. ალექსა ჩვენც გვიყვარს. ბენტნერის ნაცვლად ალექსა რომ ყოფილიყო სათადარიგო სკამზე გამიხარდებოდა. არამგონია კონტეზე მეტი აქ მყოფები რომელიმე ვიყოთ. ბაიერნთან 1 -ლი ცაგების შემდეგ ჩვენც ასე ვფიქრობდით და ეხლაც ვფიქრობთ რომ სხვა ტაქტიკით უნდა ეთამაშა. თუმცა კონტეს 0 გამოყვანის უფლება არავის გვაქ. მინიმუმ მასზე მეტი უნდა ვიცოდეთ რომ გავაარჩაკოთ.

delpieronedved
11 years ago

ALEX_JIJI_NEDVED მოგელალმები კეთილი იყოს შენი მობრძანება ნაწილობრივ გეთანხმები მაგრამ კონტე იყო ლეგენდარული ფეხბურთელი და უფრო მაგარი მწვრთვნელი ბაიერნთან დაუშვა შეცდომები მაგრა ორი ძირითადის კაცი აკლდა და ასეთ ძლიერი ბაიენს ეთმაშებოდა ალექსა უნდა დაეტოვებინათ მაგრამ ეგ ანიელის ინიციატივა იყო რო გაუშვეს

Di Francesco # 1
11 years ago

ALEX_JIJI_NEDVED
დელპიეროს ეპოქის დასრულება დააჩქარა უბრალოდ კონტემ, ეგონა ვინმე სხვა აიღებდა ლიდერობას ხელში მარა არ გაამართლა, სებას რო გაებრწყინებია იუვეში მერე ყველა იტყოდა რო რა მაგარი ყოფილა კონტე ალექსა კი გაწირა მარა გუნდმა მოიგოო
არაუშავს კონტე მაინც მოარტყამ ერთ კაი თავდამსხმელს

ALEX_JIJI_NEDVED
11 years ago

არ მჯერა მართლა ეგ სასტავი დააყენა?:D:D მგონი მიწვდა ჩემი კომენტარი :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

Di Francesco # 1
11 years ago

6 თავდამსხმელი გვყავს 2 თამაშობს, ამ შემთხვევაში მირკო და სება და თქვენ იძახით რო დანარჩენი ოთხი სკამის საწმენდათაა მოსული, რა მნიშვნელობა აქ ანელკა ითამაშებს თუ ვუჩინიჩი მაინც დანარჩენ ოთხზე იტყით რო სკამის საწმენდათ მოიყვანეს
6 თავდამსხმელს ხო არ ათამაშებს ყველა თამაშში?

ALEX_JIJI_NEDVED
11 years ago

შეიძლება მაგ მხრივ ცოტას ვაჭარბებ, და ეგოისტურად ვფიქრობ ( იმიტო რო გულის სიღრმეში ალექსას თამაშის ყურება მერჩივნა სკუდეტოს მოგებას)მაგრამ სხვა ვერაფრით ვხსნი ალექსას წასვლას და მატრის ან თუნდაც კვალის დატოვებას

Di Francesco # 1
11 years ago

d a v i d
Buffon; Barzagli, Bonucci, Peluso; Lichtsteiner, Vidal, Pirlo, Pogba, Asamoah; Marchisio; Vucinic.

ALEX_JIJI_NEDVED
11 years ago

ან რატო მოიყვანეს ტილო არ ქონდათ სკამის საწმენდი? ჩვენ გვგონია რო რაგაცას ვაშენებთ არადა ადრენალინის ხარჯზე ვფაფხურობთ. მე როგორც იუვენტინოს მინდა რო ჩემმა გუნდმა ყოველთვის მოგებაზე ითამაშს და არა არ წაგებაზე

Di Francesco # 1
11 years ago

ALEX_JIJI_NEDVED
კაი რა რა ბოღმა, ერთმანეთსი გვერდიგვერდ თამაშობდნენ წლებია, შენ იგივეს ლაპარაკობ რო მაგალითად ჯიჯის მერე კაპიტანი კიელინი რო გახდება მარკიზიო დაიბოღმება? ასეთი რამე ფეხბურთში და მითუმეტეს იუვეში არ ხდება, კონტეს კაპიტნის სმკლაური კიარა კილომეტრიამი ლენტა რო ქონოდა ტანზე შემოხვეული მაინც ვერ იქნებოდა დელპიეროზე მეტი როგორც ფეხბურთელი

ALEX_JIJI_NEDVED
11 years ago

აბა ეგ ორი გოლი თუ მაგდენი ღირს ალექსას ლაციოსთან გატანილი გოლით კი უნდა დაეტოვებინათ ერთი წელი ცვენი ბებერი, მაგრამ ამან ვერ გაუძლო ამ კუკ-კონტემ. გახსოვთ ზიდანის ინტერვიუ? იმიტო ცამოვედი იუვედან რო ვიცოდი ყოველთვის ალექსას უკან ვიდგებოდიო, ამან ვერ გააცნობიერა და ვერ შეეგუა მაგას. სამაგიეროდ გვყავს კოჭლი ბენტნერი, მუდრეგი მატრი და ცისკარა კუალიარელა. რატო არ უნდა მისცე ამხელა გამოცდილების კაცს ერთი შანსი? ანელკაზე ვანბობ? მატრის ვერ აჯობებს? არ მჯერა

arseni
11 years ago

კი მართალია .. აქამდე უნდა გამოეყენებინა ანელკას დონის და კლასის (ხაზგასმით – დონის და კლასის) ფორვარდი .. რომელიც არც ისე ბებერია ჯერჯერობით .. 33 წლის //

arseni
11 years ago

კონტეზე მეც დავწერე ანალოგიური გუშინ წინ .. მიპასუხეს რომ დასაწყისისთვის კარგი შედეგი აქვსო . / ყველას თავისი აზრი აქვს .. ჩვენ მაინც ჩვენს სათქმელს რომ ვწერთ გულია ჭიას ვახარებთო ეგრე გამოდის .. პროსტა საწყენია რომ იუვე საოცრად უკლასოდ (ჟილკის და მორივაციის ამარა) გამოიყურებოდა იმედია ლიგის მომავალ მფლობელ – ბაიერნთან

ALEX_JIJI_NEDVED
11 years ago

კომენტარების წერა ჯერ არ ვიცი და ქვემოდან ზემოთ წაიკითხეთ ეს ჩემი 3 კომენტარი :D

ALEX_JIJI_NEDVED
11 years ago

ალბათ ვიღაც იტყვის ალექსა უკან ვეღარ ჩამოდიოდაო, მაშინ სორენსენი ჯობდა მირკოსაც და მატრისაც დაცვაში, დაეტოვებინა… სუ დაცვაზე რო ფიქრობს მაგიტო გვაზიან, თორე ალექსა 2 მცველს მაინც იტოვებდა უკან. მირკოს რატო უნდა ეპატიოს ძუნძული მოედანზე, აა ხო ვიგაცამ აქ ალექსაზე და ტრეზეგეზე ნაკლები ტექნიკა მაგასაც არ აქვსო, კიკი მართალია, ეუფფ რა გაუტანა პესკარას საგოოოოლლ, აუ რა აიღო თავის თავზე თამაში, შეასრულა რა აუ რა პენალი გაიტანა ეუუუუფფფ, საჯარიმოში რა მოტეხა? უუფფფ მაგარია, ნუ დიდი რონალდო იყო, მერე ნუ ინძაგიც წვალობდა და ეხლა მირკოა გლავნი, ეგაა ვინცაა:D:D:D სასაცილოა მაგათ იმედზე ვართ? რეებს წერთ? რამდენს ვუხდით წელიწადში? 3 ლიმონს? ანუ რა გამოდის ერთ… Read more »

ALEX_JIJI_NEDVED
11 years ago

მივესალმები ყველას… დიდი ხანია ამ საიტზე შიმოვდივარ(3-4 წელია დღეში 9-10 ჯერ) ვკითხულობ სტატიებს და კომენტარებს, მაგრამ არ ვრეგისტრირდებოდი. ეხლა ჩავთვალე რო ჩემი აზრიც უნდა გამომეხატა . ცოტა ისეთი აზრები მაქ შეიძლება ვინმეს მოგზავნილი ვეგონო მაგრამ ყველას ვარწმუნებ რო არანაკლები იუვენტინო ვარ ვიდრე თითოეული თქვენგანი, მეტი თუ არა. ვფიქრობ ვფიქრობ და ვერ გავიგე, მე ვგიჟდები თუ ეს ხალხი ბრმავდება. რა კონტე ხალხო რის კონტე, რა სიტის დაინტერესება, რა ჩელსი, რა მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო მწვრთნელი გამაგიჟებს ეს ხალხი.მართლა ფიქრობს ვინმე რო ეს კუკ-კონტე საუკეთესო მწვრთნელებში ირიცხება?დაიწყებს ბევრი ეხლა აი ბაიერნთან წააგო და მაგიტო ლაპარაკობსო. შარშანაც კი როდესაც წაუგებლად ჩავატარეთ სერია ა ვამბობდი… Read more »

MAXSIMUS
11 years ago

კეთილი იყოს შენი მობრძანება! :up: :davliot: დელპიეროზე ნაღდია! :forza:

| Newsphere by AF themes.
132
0
Would love your thoughts, please comment.x