კონტე : ” სრული სვლით სკუდეტოსკენ ”
ანტონიო კონტეს განცხადებით , ჩემპიონთა ლიგაში განცდილი წარუმატებლობა არანაირად არ აისახება მის კლუბზე შიდა ჩემპიონატში : ” ჩვენს თავდაჯერებულობას პრობლემები არ შექმნია . ნაკლებად ვიზიარებ იმ მოსაზრებას თითქოს ლაციოსთან და მილანთან დაპირისპირებები ყველაზე გამორჩეულია , რადგან თითოეული შეხვედრა სამი ქულისთვის ბრძოლაა “ . განაცხადს მიღმა დარჩნენ კიელინი , ბენდტნერი , ანელკა და ჯიოვინკო : ” არანაირი იერარქია არ სუფევს კლუბში . უბრალოდ არჩევანს საუკეთესოებზე ვაჩერებ ანუ იმ ფეხბურთელებზე , რომლებიც ყველაზე უკეთ არიან ამ წამისთვის მზად . რთული დაპირისპირება გველის ასევე რთულ არენაზე . არ დაგვავიწყდეს , რომ ” ლაციო ” საკმაოდ შორს გავიდა ევროთასებზე . სწორედ მათ დაგვამარცხეს იტალიის თასის ნახევარფინალში , ასე რომ ჩვენი კლუბები ერთმანეთს წლევანდელ სეზონში ყველაზე მეტჯერ დაუპირისპირდნენ . მილანი – ნაპოლი ? არ ვაქცევთ ყურადღებას მეტოქეების ასპარეზობას და კონცენტრაციას მხოლოდ საკუთარზე ვახდენთ . სწორედ ამაშია ჩვენი ძალა . ისინი ვინც იმარჯვებენ ისტორიას წერენ , დანარჩენები კი უბრალოდ კითხულობენ მას . მაცარის და ალეგრის ადგილზე მე ” Come Back ” – ის იმედი მექნებოდა . დარჩენილ მატჩებში უნდა გაგრძელდეს გამარჯვებების მოპოვება , თუმცა შესაძლოა მეტოქეებსაც დაუცდეთ ფეხი ” .
ორივე კლუბი , რომელიც დღეს საღამოს დაუპირისპირდება ერთმანეთს , გასულ კვირას გამოეთიშა ევრო თასებს . ტურინელები ორი მატჩის ჯამში ” ბაიერნთან ” 0-4 ზე დამარცხდნენ , ხოლო რომაელებმა ფენერბახჩესთან განიცადეს წარუმატებლობა 1-3 .
” წლევანდელ სეზონში ჩვენი მიზანი იყო სკუდეტოს მოპოვება და ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნება . ვფიქრობ იმ გზაზე ვიმყოფებით დღეისათვის , რომლითაც მივაღწევთ საწადელს . რატომ უნდა დავემწუხრებინეთ და გავეტეხეთ ბაიერნთან მარცხს აუცილებლად ? გვესმოდა , რომ 1/4 ფინალში გასვლა უკვე დიდი მიღწევა იყო . საკმაო სამუშაო გავწიეთ წლევანდელ სეზონში და ნამდვილად არ მიჩნდება ის განცდა თუ რატომ უნდა გვეპარებოდეს ეჭვი საკუთარ ძალებში ” .
დილის გაზეთები გადაჭრელებული იყო ინფორმაციით ალექსის სანჩესთან დაკავშირებით …
” ეხლა რომ ვისაუბროთ სატრანსფერო საკითხებზე , ამითი ფეხბურთელებს მივაყენებთ შეურაწყოფას , რომლებიც ყველაფერს აკეთებენ საკუთარი გუნდისთვის . მხოლოდ დღევანდელზე მსურს კონცენტრირების მოხდენა . ვიმარჯვებთ როგორც ერთი მთლიანი და ვმარცხდებით , როგორც ერთი მთლიანი . იმედი მაქვს გულშემატკივრები სათანადო დონეზე დააფასებენ ჩვენს მიერ გაწეულ შრომას ” .
წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი
ესეც ლინკი ბრატცი
ვინ მეთანხმებით რომ 4-3-3 უნდა გადავიდეს გუნდი ტუნდაც მირკო(პეპე) და სება(მარკიზიო) ფლანგებზე და კვალი(მატრი) ან ანელკა წინ.თუნდაც ამ სეზონის დარჩენილ შეხვედრებში .
+1
ყველა კაი რაარი თუიცი პირველი მნიშვნელოვანი წაგების მერე რაღაცა რო შეცვალა
ყველაზე ცუდი რაარი თუ იცით? ვუჩინიჩს ისევ რო ათამაშებს
:D:D:D:D რას ამბობ პესკარა ამოისვა მაგ კაცმა :D:D:D:D:D
ALEX_JIJI_NEDVED
კიელინი ამ წუთში ოპტიმალურ ფორმაში არაა როცა არი ფორმაში ერთერთი საუკეთესოა
რამოდენიმე შეცდომებს უშვებს მარა იმ შეცდომებსაც რაღაცნაირად უშვებს რა სუფტა იუვენტინოა ნამდვილი მებრძოლია, ჯიჯის ღირსეულად შეცვლის როგორც კაპიტანი
ოფიციალური თუა ეგ სასტავი კაია. აი უკვე ცოტა მიბრუნდება მაგ კაცისკენ გული. რაღაცის შეცვლის დასაწყებად თუ ეს მარცხი გვჭირდებოდა ღირდა
შეეძლო დარჩენილიყო მაგრამ კაია რო მაინც თამაშობს. პეხბურთს მაინც ანახებს ბრაკონიერებს:D:D მაგრამ დაბრუნდება და დაბრუნდება თან რას დაბრუნდებააააააააააა, მწვრთნელი ალექსა ჩემი ოცნება:))) მე 98 წლიდან ვბალეშიკობ ალექსას , იუვეს და იტალიას.ისე სუ იუვეს ფანი მეგონა თავი მაგრამ 3-4 წელია მივხვდი რო ალექსა იყო ჩემთვის ყველაფერი. 2006 -ის მუნდიალზე მივხვდი მაგას, პენლის დასარტყმელად რო მივიდა მეთქი ოგონდ ამან არ გამაზოს და სულ წაუგიათ ამათი დე….დაც მეთქი:)) იუვე და იტალიაც მიყვარს არ გამკიცხოთ :D:D:D:დ
1juve კაი კამანდაა ოღონ კვალი მინდა მეორე ტაიმშიკვალი იმენა შენ შემაყვარე
მეორე ტაიმიდან შემოვა ალბათ მირკო კიდე ერთ ჩვეულ თამაშს ჩაატარებს