კონტე : ” ტიტულს კიდევ შვიდი ქულა გვაშორებს ”
“ მორიგი ნაბიჯი გადავდგით და მივუახლოვდით სკუდეტოს , მაგრამ მათემატიკური კუთხით კიდევ შვიდი ქულა გვაშორებს ტიტულს “ . ეს გახლავთ ანტონიოს პრაგმატიზმი , ადამიანის რომელმაც იცის თუ რამდენი შეიძლება დაუჯდეს კლუბს , ეხლა რომ მოდუნდეს . მთელი მატჩის მანძილზე იგი დაუღლელად ხელმძღვანელობდა კლუბს : ” ჩვენს წინააღმდეგ ძლიერი კლუბი ასპარეზობდა და საკმარისი იყო ერთი შეცდომა დაგვეშვა , ყველაფერი თავდაყირა დადგებოდა . ვინც იცის ფეხბურთი , ესმის რომ ასეთ მატჩებში მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო ” .
” ამ მატჩის წინ ბევრი საუბრობდა , რომ ნახევარმცველების დასვენებაა აუცილებელი , რომ ისინი გადაიღალნენ , მაგრამ როგორც ხედავთ დღეს თითოეულ მათგანს მივეცი საშუალება პირველივე წუთებიდან ჩართულიყვნენ შეხვედრაში . მნიშვნელოვანი არ არის ფორვარდების რაოდენობა მოედანზე , მნიშვნელოვანია თუ რამდენი ფეხბურთელი იღებს მონაწილეობას შემტევ ოპერაციებში . კლაუდიო და მირკო შესანიშნავად კომბინირებენ . მარკიზიომ ბრწყინვალედ შეითავსა ახალი ფუნქცია , მოქმედებდა წინა ხაზში ეფექტურად მაშინ როდესაც ვუჩინიჩი ზონებს შორის ასპარეზობდა . ხელიდან გაშვებული შანსი ? იმ ეპიზოდში გული თუ არ დამარტყავდა არ მეგონა , მაგრამ მარკიზიომ საბოლოო ჯამში ისე კარგად იასპარეზა , რომ ვპატიობ ამას ” .
” ბაიერნი ? დეპრესიაში ყოფნისთვის ვერანაირ საბაბს ვერ ვხედავთ , რადგან ევროპის რვა საუკეთესო კლუბს შორის ვიმყოფებით და ეს შესანიშნავია . გასული წლიდან მოყოლებული ვლიდერობთ კალჩოში და როცა გუნდი ასე ფეერიულად ასპარეზობს და მაინც დეპრესიაში უნდა ჩავარდეს ბაიერნთან მარცხის გამო , მაშინ საფეხბურთო სამყაროში არაფერი გამეგება ” .
წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი
მგონი კონტემ მიაგნო მარკიზიოს ადგილი თუ სად უნდა ათამაშოს
მილანტანაც ეგრე თუ ვითამაშეთ ჩათვალეთ მაშინ რო ერთი თავდამსხმელის ყიდვას არ ვაპირებთ და ისიც იქნება ნანდო
ნუ კუალი მატრის დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ გაწეული სამუშაოსთვის და დავემშვიდობოთ 100%

2ტურში ჩემპიონები გავხდებით
ჯერ ამბობთ კვალიარელა უეჭველი უნდა ეთამასებინა ბაიერთანო.. თუ არადა გავლანძღავთო, ეხლა ამბობთ ამ ტაკტიკით უნდა ეთამაშაო, ანუ კუალიარელა სკამზე უნდა კოფილიყო ლოგიკურად..

მოდით აცალეთ კაცს მუშაობა, თორე თქვენ ყოველთვის უკმაყოფილო იქნებით
მე კვალიარელას ძირითადში დაყენება არასოდეს მომითხოვია და 3-5-1-1 შესაძლო ტაქტიკაზე სტატია მე დავდე მაშინ…
მე მირკო ვუჩინიჩი მიმაჩნია ამ იუვეს საუკეთესო შემტევი, ალბათ იუვესდა სამწუხაროდ
ეხ კონტე კონტე, დაგეყენებინა ეგ სასტავი მიუნხენში, ერთი თავდამსხმელით, და ხომ არ წააგებდი 2:0
მარკიზიო უნივერსალია,კიდევ მოუმატებს!
ბაზარი არაა,3-5-2-ით არ უნდა ეთამაშა ბავარიასთან,განმეორებითში მითუმეტეს3-5-1-1 მა მაგრა გაასწორა!
ეგ ტაქტიკა იყო საჭირო ბავარიასთან, ნეტა იქ გაგერისკა ანტონიო რა და მიუნჰენში გვეთამაშა მასე. ნუ რაც მოხდა იმას აჯობებდა.
პირლო, პოგბა, ვიდალი, მარკიზიო, ვუჩინიჩი