ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“რეალს” პოგბა მოუნდა

ცნობილია, რომ ფლორენტინო პერესი ტალანტების ყიდვას აპირებს, მისი უმთავრესი მიზანი პოლ პოგბაა. ტურინის “იუვენტუსის” 20 წლის ნახევარმცველმა კლუბების დაინტერესება მას შემდეგ გამოიწვია რაც თავისი სისწრაფე, ტექნიკური და ფიზიკური მონაცემები უჩვენა მსოფლიოს, ასევე მას აქვს “კალჩოში” ერთ-ერთი საუკეთესო დარტყმა. ცნობილია, რომ ფლორენტინო პერესი უკვე შეხვდა პოგბას, მაგრამ პოგბასგან ცივი უარი მიიღო. სავარაუდოდ მადრიდელები ტურინლებს პოგბას სანაცვლოდ 15-20 მილიონს შესთავაზებენ. პოგბა კი ბევრი შემოთავაზების მიუხედავად რამდენჯერმე გამოვიდა და თქვა, რომ “იუვენტუსი” უზომოდ შეუყვარდა.

წყარო : Sky Sports Italia

68 thoughts on ““რეალს” პოგბა მოუნდა

  1. ის თავდამსხმელი მევასებოდა მანიუში რო იყო მაკედა, არ ჩანდა ცუდი ახალგაზრდა უბრალოდ პრაქტიკა არ ქონდა, ჯუზეპე როსიც კარგი იყო ვილიარეალში მერე რატომღაც დაიკარგა, ისე მაგარი საწყენია ბობო ვიერის, ინძაგის, რობი ბაჯოს, ბეპე სინიორის ქვეყანაში თავდამსხმელი საძებარი იყოს, რა თაობა იყო 90-იანელები მთლიანად არა მარტო იტალიაში, ყველა ნაკრებს და გუნდს სრული ვარსკვლავური სემადგენლობა ყავდა

  2. ჩემი აზრით რაც შეიძლება მეტი იტალიელი გუნდში, რაც ყოველთვის ახასიათებდა იუვეს და ყველაფერი გამოსწორდება, ოღონდ კარგად უნდა შეარჩიონ გასაყიდებიც და საყიდელებიც

  3. იბრას მოსვლა რავი .. რეალური იქნება მაშინ თუ საფრანგეთში ის ცნობილი კანონი ამოქმედდება / იბრა თუ მოვა ცენტრფორვარდი მატრი 100 000%-ით წავა (ანელკა და ბენტნერი წასულებივით არიან უკვე) და კარგი იქნება თუ მას იოვეტიჩის ტრანსფერისთვის გამოიყენებენ … იბრაჰიმოვიჩი-იოვეტიჩი უძლიერესი დუეტი იქნება (მათ უკან ვიდალი-მარკიზიო (პოგბა) – პირლო) წარმოიდგინეთ რა არის, ფლანგებზე კვადვო და ლიჰტშტაინერი … მაგრამ ლორენტეც ხომ ცენტრფორვარდია იბრას გუნდში ყოფნის პირობებში არცერთ ფორვარდს არა აქვს ძირითადში მკოხვედრის გარანტია … ბურუსითაა მოცული ბევრი რამ

  4. 15-20 მილიონი პოგბას სანაცვლოდ ?? ნამუსი არა აქვს ამ შეჩვენებულ პერესს ..?? მაგრამ ესპანელებს ნამუსი როდის ჰქონდათ რო …

  5. პოგბა არ ბებიამისისა პერესს . // ალბათ ბასკი ჩაბი ალონსოს წასვლა რეალურია და შემცვლელს ეძებენ //…

    1. პირველი ცნობა იყო, რომ იბრაჰიმოვიჩის დაბრუნება გადაწყვეტილიაო და ანჩელოტიც ხელს არ უშლისო…

      მე-2 ცნობით კი ანჩელოტიმ ვერატი-იბრა შესთავაზა იუვეს, ვიდალის ნაცვლად…

      აი რაც შენ თქვი ძმა ეგ სასიხარულო ამბავია, მიდიოდა ბაზარი, უბრალოდ 12მლს გადამხდელი იუვე არ არის და ხელფასის შემცირებაზე იყო მხოლოდ პრობლემა და ალბათ შეთანხმდნენ ხელფასსზე… 7-8მილიონამდე თუ დააწევიებდნენ თორე მეტს იუვე ვერ გადაუხდის. თან 31წლისაა იბრა უკვე…

      იბრაჰიმოვიჩი-ლორენტე-ჯოვინკო-ვუჩინიჩი საკმარისია რა და მართლა დავისვენებთ ამ პრობლემიდან. ანელკა-ბენდტნერი-მატრი-კვალიარელა წავა და ამ ბოლო 2-ში მინიმუმ 17-20მილიონამდე გავარტყამთ და ან დაცვის ცენტრში იყიდონ ვინმე, ან პოლი იყიდონ. ნუ ვერატი ვაააბშე დაგვხატავს რა… :forza: :forza: :forza:

  6. პოგბა იუვეს ვარსკვლავი უნდა გახდეს იმაზე უფრო კაშკაშა იქნება ვიდრე მარკიზიოა..მარკიზიო კარგი ნახევარმცველია გუნდის ერთგული..მარა პოგბა ტალანტია

  7. ეს თუ გაუშვეს ესეიგი იუვე ისევ დასუსტებისკენ მიდის და ტყვილად გვექნება რამისიმედი ესეც და ვიდალიც აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ :forza:

  8. Q a s r a
    არ მგონია სანჩესი რო მოვიდეს, ახლა დაიწყებს მარტოა ლორენტე ხო ვიყიდეთო მაგარიაო და რაღაცეებს, რიცი იქნებდა მართლა გაამართლოს პასის მიცემები გვყავს და თუ მოერგო სერია ა_ს ლორენტე გოლის გატანა კი იცის

    ————————მარკიზიო——–ჯოვინკო————-

    ——————————–ლორენტე——————–

    ეს შეტავაც არ იქნება ცუდი

  9. თორნიკე და ქასრა,თქვენი ნომრები,ან facebook-ი დამიტოვეთ და რომ ჩამოვალ გნახავთ,ხშირად მიწევს ქუთაისში და თამაშებსაც ვუყუროთ ერთად…

    1. 4-3-3 თუ აირჩია კონტემ კარგი იქნება…

      —————-ბუფონი

      ლიხშტაინერი-ბარძალი–ბონუჩი–კიელინი

      ვიდალი———-პირლო———-მარკიზიო

      სანჩესი———ლორენტე———-ჯოვინკო

    1. არა,თერჯოლიდან ვარ ძმა,მაგრამ თბილისში ვარ ახლა,დიდი ხანია რა,აქეთ ვსწავლობდი და სამსახურიც აქ მაქვს ახლა,ისე სკოლა ქუთაისში დავამთავრე,ქუთაისი ჩემი დედულია…

    1. ფაცეზე ვნახა პადოინის ფოტო რამ დაგაყენებია და კბილებით რომ იცავდი კომენტარებში, რაიყო ნუგო მთვრალი იყავი გუშინ?
      თუ რამე აზიური მოწიე?
      თუ კილკა ჭამე ვადაგასული? :lool: :lool: :lool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.