ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

3-5-1-1 თუ 3-5-2 ?

დღეს ტურინის ” იუვენტუსის ” ფეხბურთელებს არა ჩვეულებრივი ამინდი დახვდათ ვინოვოს საწვრთნელ ბაზაზე – მზე რომელიც მთელს მოედანს ანათებდა +23 გრადუსი . წვრთნები თბილისის დროით 14:30 დაიწყო . პოლ პოგბამ გულშემატკივრებთან სამახსოვრო სურათების გადაღება  და ავტოგრაფების დარიგებაც მოასწრო . ნიკალას ბედნტნერი კი , რომელიც პრაქტიკულად ბოლომდე გამოჯანმრთელდა , მეგობარ გოგონასთან ერთად ესტუმრა ვინოვოს . კვირის დაპირისპირებისთვის მომზადება მაქსიმალური კონცენტრაციით მიმდინარეობს . ანტონიომ უნდა გადაწყვიტოს ითამაშებს თუ არა ისევ 3-5-1-1 სქემით , თუ დაუბრუნდება 3-5-2 მოდულს . Sky Sport – ის მტკიცებით კონტეს განკარგულებაში ნიკოლა ანელკაც უნდა დაბრუნდეს . ვინოვოზე ვარჯიშობდნენ ასევე პრიმავერას მოთამაშეებიც , რომლებმაც გუშინ იტალიის თასის მოპოვება მოახერხეს .

წყარო : TuttoJuve

6 thoughts on “3-5-1-1 თუ 3-5-2 ?

  1. აუცილებლად 3-5-1-1. იმდღესაც ვატრაკებდი რესურსების მაქსიმალურად გამოყენება უნდა ისწავლოს მეთქი რაც ლაციოსთან გამოუვიდა, არ შეიძლება ეხლა პოგბა გეჯდეს სკამზე და მატრი დაფარფატებდეს მინდორზე. ხუთასჯერ უფრო ეფექტურები იყვნენ პოგბაც და ცლაუდიოც, დუეტიც მშვენიერი იყო, ჯერჯერობიტ ეგრე უნდა გააგრძელოს

  2. 3-5-1-1 მინდა ლიგაზეც ეგრე უნდა გამოსულიყო.როცა არც თუ ისე ძლიერი თავდასხმა გვყავს ნახ მცველები უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად.ლაციოსთან გამოჩნდა რამდენი რეალური მომენტი იქმნებოდა და კომბინაციები თამაშდებოდა უაზრო ჩაწოდებები არ იყო როცა აღარ იციან ხოლმე რა ქნან.მირკო-მარკიზიო კაი იყო :forza:

  3. აუ ლიგაზე არ ათამაშა ანელკა და ეხლა მოუნდა დაბრუნება ამ ტუპიაკს :blin:
    ამ ბენდტნერს არ უტყდება მაინც რო არ თამაშობს და დაგულაობს ვინოვოზე.
    რარაც ამ ბოლო დროს გამაღიზიანებელი ინფორმაციებია იტალიიიდან.
    დასწყევლოს ეშმაკმა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.