კიელინი : ” იმედი მაქვს ვითამაშებ როსონერის წინააღმდეგ ”
სიტუაცია ჯორჯო კიელინისთან დაკავშირებით კვლავინდებურად გაურკვეველია . ცენტრალურმა მცველმა ” ბაიერნთან ” მიღებული დაზიანების გამო , ” ლაციოსთან ” შეხვედრა გამოტოვა . სამედიცინო შტაბის პროგნოზით ჯორჯონე მინიმუმ ორი კვირით დაისვენებდა. მაგრამ როგორც ეს ადრე იყო , კიელინის უდიდესი სურვილი აქვს მოედანზე გამოსვლის , რამაც შესაძლოა დააჩქაროს მისი სარეაბილიტაციო პერიოდი . ამიტომ არ არის გამორიცხული აძურის წევრმა მიიღოს მონაწილეობა როსონერისთან დაპირისპირებაში : ” იმედი მაქვს ერთმანეთს კვირას შევხვდებით , რადგან ძალიან დიდი სურვილი მაქვს მილანის წინააღმდეგ ვითამაშო ” . კორესპონდეტნმა ჯორჯო ეკონომიური ფაკულეტეტის ოთახთან შეაჩერა ტურინის უნივერსიტეტში და კითხვაზე მიკრო ეკონომიკის გამოცდა ერჩია თუ რობენთან შეხვედრა , მან უპასუხა : ” არიენი რთული მეტოქეა რა თქმა უნდა , მაგრამ გამოცდაზე მეტად მასთან შეხვედრას ვისურვებდი ” .
წყარო : Tuttosport
კაცი ბეტონი კაცი გორლია მაგრად მიყვარს ეს უროდის სახის მქონე კაცი,
ძალიან ძლიერი მცველია, ჯორჯო ერთადერთი იყო რომელთანაც იბრაჰიმოვიჩს უჭირდა კალჩოში თამაში, ამიტომაცაა მილანის შემადგენლობაში სულ რამდენიმე გოლი აქვს ჩვენს კარში გატანილი..ხისტია, ზოგჯერ ზედმეტადაც )) 3 კაციან დაცვაში გოლებს უკლო, ადრე უფრო გაჰქონდა..
ძლიერი მცველია მაგრამ მეტი არეულობაა ყოველთვის დაცვაში როცა თამაშობს ძალიან ხისტია ზედმეტადაც კი და ძალიან უხეში თამაში მიდის ყოველთVის.
ყველაფერი გაცილებით სუფთად და ზედმეტი არეულობების გარეშე კეთდება როცა არაა