მარინო : ” ისლა უნდა დარჩეს ტურინში ”
პასკუალე მარინო , მაურისიო ისლას დიდ თაყვანისმცემლად რჩება , მიუხედავად იმისა , რომ ჩილელ ლეგიონერს არ მისდის საქმეები იდეალურად ტურინში . ნახევარმცველი გასულ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში აიყვანა არენდით ჯუზეპე მაროტამ , თუმცა ვერაფრით ვერ შესძლო ძირითად შემადგენლობაში ფეხის მოკიდება : ” მას საკმაოდ სერიოზული ტრავმა ჰქონდა და ბუნებრივია გარკვეული პერიოდი დაჭირდება ძალების აღსადგენად . ამისთვის კი საჭიროა 90 წუთი მოედანზე ყოფნა , მაგრამ ისეთ კლუბში როგორიც ” იუვენტუსია ” ასეთ შანს იშვიათადა მოგცემენ თუ ფორმის პიკზე არ იმყოფები . მაგრამ , თუ ის დარჩება კონტესთან და კლუბთან ერთად წინასასეზონო შეკრებას გაივლის , მაშინ დარწმუნებული ვარ ყოველი თქვენთაგანი იმ ისლას იხილავთ , რომელიც ფრიულიზე ასპარეზობდა . მაურისიო დიდებული მოთამაშეა და უბრალოდ არ შეიძლება ერთ დღეს გაიღვიძო და ფეხბურთის თამაში დაგავიწყდეს ” .
წყარო : Football Italia
ისე ერთს კარგს აკეთებენ ეგ მერდები ჩვენგან განსხვავებით,ძალიან ბევრ ახალგაზრდას აძლევენ თავის გამოჩენის შანსს…
ძაან მაგარი თამაშია ინტერი-რომა,ვისიამოვნე….ისე ტომაზო როკი ეტყობა სტრამაჩიონის ბიძაა თორე რა პონტში ათამაშებს სულ ვერ ვხვდები :D :D
ინტერი საავადმყოფოდ როა ქცეული მაგიტოა სასტავში
ტომაზო როკის შვილიშვილები ესწრებიან თამაშს და რა პონტია ზამენაზე ხო არ დატოვებს
საცოდავი ინტერი
ინტერი-რომა პირველი თამაში როგორ მორჩა თასზე??
2-1 მოიგო რომამ
გომესი ძაან მაგარი ფორვარდია, გუშინ ზამენიდან რა ჰეთრიქი შეასრულა
მე მჯერა რო ეს კარგად ათამაშდება მართლა რტულია ისეტი ტრამვის შემდეგ ასე უცებ ფორმის აღდგენა
ისლას შანსს რო მიცემენ და ვთქვათ გამოიყენა მერე რა მოხდება?
არც შანსს მიცემენ და ფიზიკურად ვერ გამოიყენებს იმიტორო ათასჯერ უკეთესი კონკურენტი ყავს
ის მოხდება რომ გდძელი სათადარიგო სკამი გვეყოლება . და პესკარა ,ჯენოებთან თამაშით ძირითადებს არ დატვირთავს. უფრო ოპტიმალურ ფორმაში იქნება გუნდი ევროთასებზე. თორემ მეეჭვება ძირითადის ფეხბურთელად ჩამოყალიბდე.
ყოველ შემთხვევაში დარჩენილ თამაშებში შანსი უნდა მისცეს ისლას ჯაკერინს , ბელტრამეს ,ანელკას დაბენტნერასც. მე უფრო პრიმავერას ბიჭები მირჩევნია რომ წამოწიოს წინა პლამზე ამ 6 ტურში ,გამოცდილებას მაინც მიიღებენ, სერია ა-ს მტვერს ჩაყლაპენ. რაც სამომავლოდ წაადგება გუნდს.