ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა : ” გვსურს დაუმარცხებელი მოდელი შევქმნათ ”

ჯუზეპე მაროტამ დაამშვიდა ბიანკონერის გულშემატკივარი და განაცხადა , რომ პოლ პოგბა , არტურო ვიდალი და ანტონიო კონტე არ დატოვებენ კლუბს , თუმცა რაც შეეხება სატრანსფერო ფანჯარას , ბიანკონერი მაინც და მაინც ასტრონომიულ თანხებს არ დახარჯავს . Juventus Channel- თან საუბარში ” იუვენტუსის ” გენერალურმა დირექტორმა სხვა საინტერესო თემებთან ერთად , პრიმავერას გამარჯვებაზეც ისაუბრა …

” ეს გახლავთ კულმინაცია და ის ეპიზოდი რასაც საფუძველი სამი წლის წინ ჩაეყარა . ყოველი ჩვენთაგანი უზომოდ ამაყი და ბედნიერია მიღწეული წარმატებით “.

” ჩვენს განკარგულებაში 78 ფეხბურთელი ირიცხება იტალიაში და მის ფარგლებს გარეთ – მათი ნახევარი იუვეს სრულფასოვანი წევრია , ხოლო მეორე ნახევარი თანამფლობელობაში იმყოფება . სერია ბ-ში 18 ფეხბურთელი გვეკუთვნის , ხოლო სერია ა-ში ისეთი ნიჭიერი მოთამაშეები ამაგრებენ ჩვენს რიგებს როგორებიც არიან მანოლო გაბიადინი და ჩირო იმობილე . სეზონის დასრულებისთანავე დავსხდებით მაგიდასთან და გავარკვევთ მათ მომავალს . სწორედ მაშინ გადაწყდება , რომელი მათგანი დაბრუნდება ტურინში “.

” ტურინში 2010 წელს ანდრეა ანიელის სურვილის შემდეგ მოვედი . იგი ბიანკონერის დიდი გულშემატკივარი გახლავთ , რომელმაც საკუთარი კლუბისთვის ბევრი რამ გააკეთა . არსებობს მხოლოდ გამარჯვებული ფსიქოლოგიის მქონე კლუბი , ხოლო დამარცხებული გამქრალია დღის სინათლიდან . ანტონიოს გუნდში მოყვანით კი ბევრი რამ დავამტკიცეთ , ანდრეას სურდა კლუბს სათადარიგოთა სკამზე ყოფილი ფეხბურთელი და კაპიტანი ჰყოლოდა ” .

” უკანასკნელი სამი წლის მანძილზე 30-მდე ფეხბურთელმა გაიარა ჩვენს ხელში , იყო შეცდომები მაგრამ გადავწყვიტეთ გვერწმუნა კონტეში , რომელსაც ძლიერი სამწვრთნელო მახასიათებლები გააჩნია , რითაც ის დღეისათვის უდაოდ გამორჩეულ ფიგურად ითვლება საფეხბურთო სამყაროში ” .

” კონტეს კლუბთან იდეალური ურთიერთობა გააჩნია . ის არა ერთი წლის განმავლობაში იქნება ბიანკონერის თავკაცი , რადგან მიზნები რომელთა განხორციელება ჩვენ გვსურს რეალურად დიდია  ” .

ჯუზეპემ ასევე იმ იუვენტინოებზე ისაუბრა , რომელთა მიმართაც სხვადასხვა ევროპული გრანდები გამოთქვამენ ინტერეს …

” პოგბა ? მხოლოდ მე არ მიმუშავია მის საქმეზე . ჩემს უკან პარატიჩი , როსი და კერუბინო დგანან . მას მოქმედი კონტრაქტი გააჩნია ჩვენთან და ფრანგი ორი აზრი არაა გუნდის მომავალია . პოლი უკვე ეხლა ასპარეზობს ტოპ კლუბში . მისი გასხვისება არც კი განიხილება . ვიდალი კი კლუბის კიდევ ერთი ჭკვიანური სვლა იყო . ანტონიომ მასში ის პოტენციალი რაც იყო კიდევ უფრო მრავლის მომცველი გახადა და სულ სხვა ეტაპზე აიყვანა . ჩვენი სურვილია შევინარჩუნოთ იგი . იუვე არ შეელევა საკუთარ ლიდერებს , რადგან მიზნები როგორც უკვე ითქვა უმაღლესია ” .

” პირლოზე კი რა უნდა ითქვას , გამოჩნდა შანსი და მცირე განხილივის შემდეგ დაუყონებლივ შევუდექით საქმეს . მილანმა და ანდრეამ გადაწყვიტეს სხვადასხვა გზით წასულიყვნენ , მაშინ როდესაც ჩვენ კონტაქტზე გასვლის შემდგომ მალევე გამოვნახეთ საერთო ენა . პირლო ჩემი დროის სიმბოლოა აქ და ეხლა , მას ზურგს არა ერთი დიდი ტიტული უმაგრებს , მიუხედავად იმისა , რომ არცთუ ისე ახალგაზრდაა ” .

” მახსოვს რამდენს გვაკრიტიკებდნენ მისი გაფორმების გამო , მაგრამ როგორც ხედავთ კრიტიკა უსაფუძვლო იყო . პირველი რამდენიმე დღე ვერ ვიძინებდი მისი გაფორმების შემდგომ … ”

” ბარძალი დაუფასებელი იყო ? არ შემიძლია არ დავეთანხმო ამ აზრს , იგი დაუფასებელი იყო მთელი მსოფლიოს მიერ . ვფიქრობ ის საუკეთესო იტალიელი მცველია დღეისათვის ! საკუთარი საქმის ნამდვილი პროფესიონალი და სერიოზული პიროვნება . ბარძალი უდაოდ დიდი ნიჭით დაჯილდოებული მოთამაშეა ” .

ტოპ ფეხბურთელი …

” სიმართლე მდგომარეობს იმაში , რომ კარგი საფეხბურთო შედეგი რთული შესარწყამია ფინანსებთან . უეფა მაქსიმალურად ცდილობს ფინანსური ფეირ პლეით დაწიოს ისედაც უაზროდ გაბერილი სატრანსფერო თანხები , რომელიც კლუბებმა დახარჯეს ბოლო პერიოდში . ასეთი მიდგომის გამო , რამდენიმე მათგანი საერთოდ ქრება . ჩვენი მიზანი ასეთია – პატივი ვცეთ ეკონომიურ სიტუაციას და არ ვთქვათ უარი გამარჯვებებზე , რომელიც ამ კლუბისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ” .

” ჩემპიონთა ლიგა კი მხოლოდ ინვესტიცია არ არის , ეს გახლავთ გეგმის შექმნის ფუნდამენტი . ის ვინც სპორტით არის დაკავებული , ყოველთვის მოქმედებს წინასწარი დაწერილი გეგმით . გვსურს წაუგებელი მოდელი შევქმნათ , რომელიც ყველაფერს მოიგებს ” .

ბავშობის კუმირები ? ვარეზეს პროვინციაში გავიზარდე და როდესაც საფეხბურთო თემებს შეეხო ჩემი ცხოვრება , გადავწყვიტე მილანის და ინტერის წვრთნებს დავსწრებოდი . ყოველთვის მესიმპატიურებოდა ნახევარმცველის ამპლუა – ასე რომ ჩემი კუმირი ერთის მხრივ იყო რივერა და მეორეს მხრივ სუარესი . მაგრამ არ მავიწყდებიან ისეთი ფეხბურთელები როგორებიც იყვნენ სივორი , ჰალესი და დელ სოლი . ეს ჩემი პროტეჟეა . მაგრამ ვერ მოვახერხე გავყოლოდი მათ , რადგან ჩემი კარიერა მალევე დასრულდა ” .

” ფეხბურთელი  , რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ? იცით ასეთ დროს მეკარეს , მცველს და ნახევარმცველს ყველა ივიწყებს და უპირატესობას ფორვარდებს ანიჭებენ . რა თქმა უნდა შემეძლო მედევნებინა და დამეფასებინა პელე , რომლის ასპარეზობის ხილვაც ცოცხლად შევძელი . მაგრამ სიმართლე ითქვას მარადონაზე გენიალური ფეხბურთელი არავინ იყო , მასში იმდენი ემოცია იდო , მისი მოძრაობები კი ხელოვნების ნიმუშია ” .

” როგორია ბეპე მაროტა საფეხბურთო საქმიანობის მიღმა ? ფეხბურთის დამხარებით თავისუფალი დრო ნაკლებად მაქვს . ასე რომ ეს დიდი პატივია ჩემთვის . ერთის მხრივ ფეხბურთისადმი დიდი მადლიერი ვარ , მან ბევრი რამ მომცა და მეორეს მხრივ ეს ჩემი საქმეა . იმას რასაც რამდენიმე წლის მანძილზე მივაღწიე ოცნების ახდენასავით არის . მეორეს მხრივ მომწონს ხელოვნება , ლიტერატურა და კიდევ არა ერთი რამ რაც სიამოვნებას მანიჭებს . სამყარო გვაოცებს გათენებიდან დაღამებამდე და იმედი მაქვს შემდგომ წლებში ავინაზღაურებ იმ ყოველივეს რაც ეხლა გავუშვი ხელიდან ” .

 

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

14 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
valeri oqropilashvili
11 years ago

:forza: :forza: :forza: :forza:

Di Francesco # 1
11 years ago

Q a s r a
ანელკა მემგონი 99% წავა, ბენტნერს შეიძლება ერთი შანსი კიდე მიცენ, ჩემი აზრით ბევრად მეტი შეუძლია ვიდრე გვანახა
მატრი კვალიამ თვითონ უნდა გამოთქვან წასვლის სურვილი და გააკეთებენ მაგას? ორივე იძახის იუვეში სკამზე ჯდომაც და თვეში ერთხელ თამაშიც გვაკმაყოფილებსო და ანუ კონტრაქტის ბოლომდე დარჩებიან

Di Francesco # 1
11 years ago

ძაან ნუ დაიჯერებთ რო მატრი კვალიარელა ანელკა ბენტნერი წავა, მინიმუმ 2 უეჭველი დარჩება, შეიძლება ბენტნერიც

Giorgi kasrashvili
11 years ago

რას ქვია 2 დარჩება?
არა ძმაო… ანელკა-ბენდტნერი უეჭველი წავა და სანჩესა-იმობილე მოვა მატრი-კვალიარელას ნაცვლად…

ლორენტე-ვუჩინიჩი-ჯოვინკო კი გვყავს და 2 ახალი ფორვარდი დაგვემატება…

ეგ 4 კი წავა

arseni
11 years ago

მაიცა .. იუვე სანჩესში 26 მილიონს იხდისო და 26 ს არც ითხოვენ მასში .. საინტერესოა

Giorgi kasrashvili
11 years ago
Reply to  Dutch

ხოდა კალიარი-ატალანტა-სამპდორია-პალერმოსთან არაფრის მომცემ თამაშებში ათამაშოს…

მილანი-ტორინო ნუ პრინციპული ჯახებია…

Giorgi kasrashvili
11 years ago

ლეალი-სორენსენი-მაზი-ბელტრამე-პადოვანი-იმობილე-გაბიადინი…
ისინი ვინც იუვენტუსს ეკუთვნის და მომავალია გუნდის… :love:

Giorgi kasrashvili
11 years ago
Reply to  Dutch

განაცხადშიც კი არ შეყავს ბელტრამე და ანელკა-ნიკლასი კი უჯენია სკამზე. თან ეხლა 2-ვე დაბრუნდა და არ ინდა, რომ მათზე დრო დაიკარგოს…

ბელტრამე-პადოვანი-იმობილე-გაბიადინი მშვენიერი ბიჭები გვყავს წინ… :forza:

ეხლა ჯოვინკო-ლორენტე-ვუჩინიჩს უნდა დავუმატოთ 2 ფორვარდი და ეგაა…

1 ტოპ ფორვარდი ერთი კი ამ 4-დან… მე იმობილე მინდა თუ არადა ბელტრამე

11 years ago
Reply to  Dutch

+1

Giorgi kasrashvili
11 years ago
Reply to  Dutch

დავით გასაგებია შენი მოსაზრება და გეთანხმები, ოღონდ ეს მატრი-კვალიარელას შემთხვევაშია…

აი ანელკა-ბენტნერს კი დრო არ უნდე მიეცეს, მათი დრო მეტად ბელტრამეს გამოადგება…

Giorgi kasrashvili
11 years ago

ერთს ვიტყვი და მოდი ეს თემა წამოვჭრათ ეხლა და ვისაუბროთ…

რატომ უნდა ითამაშოს დარჩენილ 6 ტურში მატრი-კვალიარელა-ბენტნერმა-ანელკამ, როცა 4-ვე წასასვლელადაა გამზადებული? კი ბატონო ითამაშონ გუნდს სხვა კადრი არ ყავს, მაგრამ იმენა ბენტნერი-ანელკას ნაცვლად ეგ დრო ბელტრამეს მიეცეს არ ჯობია? რატომ უნდა ვკარგოთ დრო 33წლის ანელკას მოფხიზლებაზე და ბენტნერის ფორმის აღდგენაზე, რომელიც მიდის ისედაც!!!
აი ამას ვერ ვხვდები და ვისაუბროთ ამაზე.
,,თუ რატომ არ აძლევენ დროს ბელტრამეეეეეს???

| Newsphere by AF themes.
14
0
Would love your thoughts, please comment.x