ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რაიოლა : “ზლატანის გაფორმება მხოლოდ “ინტერს”,”იუვეს” და “მილანს” შეუძლია”

ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და პოლ პოგბას ერთობლივმა აგენტმა განაცხადა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩის გაფორმება მხოლოდ იმ 3 იტალიურ კლუბს შეუძლია, რომლებშიც ნათამაშები აქვს. “ზლატანთან სამომავლო გეგმებზე საუბარი უკვე დაწყებული მაქვს. 6 თვის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ “მილანი” ბალოტელის გაიფორმებდა, მაგრამ იტალიელების სწორმა პოლიტიკამ “მანჩესტერ სიტის” დათანხმება მოახერხა. ცხადია, რომ “იუვენტუსს” მაღალი დონის მოთამაშე სჭირდება თავდასხმაში, ზლატანი კი მათი წარმატების გარანტიაა. ანაზღაურება? ასეთ დეტალებზე ჯერ არ გადავსულვართ. ვფიქრობ ახლა ზლატანის გაფორმება მხოლოდ “ინტერს”,”იუვეს” და “მილანს” შეუძლია. – აცხადებს მინო რაიოლა. იბრაჰიმოვიჩმა ამ სეზონში 47 მატჩი ჩაატარა, 37 გოლი გაიტანა და 18 ასისტი გააკეთა.

წყარო : Football Italia

76 thoughts on “რაიოლა : “ზლატანის გაფორმება მხოლოდ “ინტერს”,”იუვეს” და “მილანს” შეუძლია”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.