ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფორმალობა , რომელიც მალე 31 გახდება …

სეზონი ჯერ არ დასრულებულა და ფეხბურთელები მაინც თავს იკავებენ სკუდეტოზე საუბრისგან , თუმცა გარკვეული სახით უკვე ეხლავე , რომ შევაფასოთ სეზონი , ფაქტია ბიანკონერის ტიფოზერია კმაყოფილი იქნება . თუმცა , ისიც უნდა ვთქვათ , რომ ჩემპიონის ბედი მილანთან შეხვედრამდეც კი გადაწყვეტილი იყო . მიუხედავად იმისა რომ გუნდი უშანსოდ დამარცხდა მიუნჰენის ” ბაიერნთან ” , ” იუვენტუსი ” აგრძელებს პროგრესს რაც თვალში საცემია ნებისმიერი ადამიანისთვის . რეალურად ხომ ცოტახნის წინ ვერავინ წარმოიდგენდა იმას , რომ ბიანკონერის თავგადასავალი ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე ასე დიდხანს გაგრძელდებოდა ? მარცხის შემდეგ ვისაც არ ეზარებოდა ყველა კონტეს ადანაშაულებდა , რომლის მხრიდან არანაირი ისტერია არ დაფიქსირებულა . იგი უბრალოდ ესტუმრა იტალიის დედაქალაქს და ადგილობრივი ლიდერი ” ლაციო ” ყოველგვარი ზედმეტი დაძაბულობის და ნერვიულობის გარეშე , ახალი ტაქტიკური სქემით დააჩოქა . 3-5-1-1 ეს ანტონიოს ახალი მოდულია , სადაც წინა ხაზში ვუჩინიჩთან ერთად მარკიზიოა გამწესებული . დუეტი ბრწყინვალედ კომბინირებდა და შედეგად მორიგი სამი ქულა აქტივში ….

” არანაირი მნიშვნელობა არა აქვს , რამდენი ფორვარდით იწყებ მატჩს , მთავარი ისაა თუ რამდენი ფეხბურთელი იღებს მონაწილეობას შემტევ კომბინაციაში ” – გახსოვთ ალბათ ეს სიტყვები , რომელიც კონტემ ლაციოსთან მატჩისშემდგომ პრესსკონფერენციაზე განაცხადა : ” მარკიზიო დიდებული იყო , ის უსიტყვოდ უგებდა მირკოს . სასიამოვნოა პლიუს ისეთი კარგი მოთამაშის გამოყენება როგორიც პოგბაა , რომელსაც ვერ ვაძლევდი ვერანაირად სათამაშო დროს სეზონის სტარტზე , ამისი არანაირი საშუალება არ მქონდა ” .

ჯერი მომდევნო მატჩზე დადგა , სადაც მეტოქე არც მეტი არც ნაკლები მილანი იყო . სქემა რომელიც წინა შეხვედრაში იყო გამოყენებული დადებითი შედეგის გარანტი ამჯერად ნამდვილად ვერ იქნებოდა , მაგრამ კონტემ არჩევანი მაინც მასსზე შეაჩერა . ოღონდ … თუ რომაელებთან ბიანკონერი გაცილებით აგრესიულ სტილში ასპარეზობდა , როსონერისთან სურათი სხვაგვარი იყო . ნაკლებად ლამაზი , რიგ ეპიზოდებში მოსაწყენიც კი , სამაგიეროდ პრაგმატიზმი მილანს მხოლოდ ის შანსი დაუტოვა რომ შორიდან დამუქრებოდა ჯანლუიჯი ბუფონის კარს . ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ ამ ყოველივეში , რომ ამას საკუთარი თვალით ის ადამიანები უყურებდნენ ვინც რამდენიმე დღის წინ სასტიკად აკრტიკებდნენ კონტეს და იძახდნენ , რომ თითქოს იგი ტაქტიკური კუთხით მოიკოჭლებდა . საპირისპიროდ ახალგაზრდა სპეციალისტმა ახალი მიმართულება მისცა გუნდს , ფეხბურთელებს მეტი ფუნქციები დაუმატა , გამოიცადა სხვადასხვა კავშირები ზონებს შორის . მაგრამ ერთი პრობლემა მაინც თვალში საცემია და ეს უკვე ზაფხულში აუცილებლად უნდა გამოსწორდეს . მაღალ კვლაიფიციური მოთამაშეები კონკრეტულ პოზიციებზე .

რა მიზეზით ასწია თავდასხმაში კონტემ მარკიზიო და დაუეყნა იგი გვერდით ვუჩინიჩს ? მწვრთნელმა გადაწყვიტა გუნდისთვის პროდუქტიულად გამოეყენებინა ჩერნოგორიელის თვისება იასპარეზოს ჭკვიანურად ბურთის გარეშე და შეუქმნას მომენტები პარტნიორებს – მაგალითად ენერგიულ მარკიზიოს . ამ ყოველივემ კი დატოვა შეგრძნება , თითქოს კლუბი სერიოზულად განიხილავს ტოპ მოთამაშის მოყვანას . ზუსტად ასეთი სტილისას , სწრაფს და აგრესიულს , რადგან მირკო ვუჩინიჩი გახლავთ მოთამაშე რომელიც ასპარეზობს ფლანგისკენ ახლოს და დაჯილდოებულია  ” ცრუ 9 ნომრით ” . თითქოს ყურადღება მასსზეა და ამ დროს მირკო პარტნიორს უთმობს ასპარეზს ან ჭკვიანური გადაცემით , ანაც მოძრაობით . ერთი სიტყვით ვუჩინიჩს დუეტში აუცილებლად ესაჭიროება მაღალი კალიბრის მქონე ფორვარდი .

იმ შემთხვევაში თუ კონტე მართლაც ფიქრობს ამავე სტილში ვუჩინიჩის გამოყენებას , როდესაც ჩერგნოგორიელი მაქსიმალურად ეფექტურია კლუბისთვის , მაშინ მაროტამ უარი უნდა თქვას ისეთი ფეხბურთელების ყიდვაზე როგორებიც არიან იბრაჰიმოვიჩი , კავანი და ჯეკო . ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგი ტიპის მოთამაშეებზე : სუარესი , ტევესი და სანჩესი . ალექსის სანჩეს ზუსტად იმ მახასიათებლების შემატება ძალუძს იუვენტუსისთვის , რაც ასე აკლდათ ტურინელებს .

მწვრთნელის მიერ 4-3-3 -ის გამოყენებამ უნდა აიძულოს მაროტა ყურადღება სწორედ ჩილელზე შეაჩეროს . ამისთვის კი კლუბის აქციონერებს მოუწევთ საფულის მნიშვნელოვნად გახსნა და ინვესტირების განხორციელება .

კლუბი უკვე მზადაა ფერნანდო ლორენტეს მისაღებად , რომლის ასპარეზობა დიდწილად ნახევარმცველების წარმატებულ თამაშზეა დამოკიდებული . თუ ანტონიო მოახერხებს უახლოეს პერიოდში , შემტევი ნახევარმცველის და რამდენიმე პროდუქტიული გარემარბის შეძენას , არა ისეთებისას როგორებიც ეხლა არიან კლუბში , მაშინ ბიანკონერის თავკაცი საკმაოდ მრისხანე კლუბს შექმნის . იუვენტუსსმა უკვე ეხლა დაანახა მთელს მსოფლიოს რომ მზადაა გრანდებთან საბრძოლველად , ამიტომ ჭკვიანური სატრანსფერო სვლების შემთხვევაში , კონტე გაცილებით ღირებულს მიაღწევს ევროპაში .

 

წყარო : Forza Italian Football

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

16 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
11 years ago

დარწმუნდა აქ ზოგ ზოგიერთი მოქილიკე ვის შეხვდა იუვე 1/4 ფინალში? რომ ვწერდი აქ მიუნჰენელთა ზე გუნდობაზე, განახებს ბარსა რაცაა ბაიერნიო… მემგონი იქეთ განახათ ბავარიამ რაცაა… ასე რომ დემაგოგია კონტეს და იუვეს სისუტეზე და რატო ვერ მოუგო ამ იუვემ ამ ბაიერნს პასუხი გაცემულია…
PS. იუვეს სიძლიერეზე ამავე პერიოდში ინტერის და ლაციოს გასვლაზე და მილანის შინ დამარცხებაა…

valeri tokhadze
11 years ago

კაი იყო ბარსა რო გაფარჩაკდა იუვეს ფეხბურთელებისთვის ფსიქოლოგიურად იმიტომ რომ უფრო ირწმუნებენ ძალებს და მიხვდებიან რომ მარტო ბაიერნი გვჯობდა წელს :forza:

arseni
11 years ago

ჰოოო .. აწი შეგვიძლია იუვეს ფანებს თავი დავიმშვიდოთ // პრაქტიკაში გამოჩნდა ვისთან გვქონდა საქმე …

lasha naxucrishvili
11 years ago

:lool:

lasha naxucrishvili
11 years ago

სუპერ ვარსკვლავებით ახსავსე ბარსელონაც ვერ უგებს ბაიერნს :chuvak:

lasha naxucrishvili
11 years ago

ეგრეთწოდებული შეუჩერებელი მესი გააქრეს რასაც ქვია

McCa1N
11 years ago

კვალიმ ლიჟბი კარში დავარტყაო და დალშე ყვეაფერი კიდია, მაგ პონტში მირჩევნია მირკო რო გუნდზე მუშაობს და დიდ სივრცეებს უქმნის პარტნიორებს + პლიუს მაგარი ჟილკიანია – სულ იგინება სხვა თუ არაფერი :D :D :D :D :D

MAXSIMUS
11 years ago

იუვე :juventus:

MAXSIMUS
11 years ago

მირკო მოაშორონ რა ტო ან ვინმე მაგარი მგელი დაითრიონ და ეს შეცვლებზე

11 years ago
Reply to  MAXSIMUS

+100 ტოპ ფეხბურთელების კაი ზამენა იქნება. პესკარებთან და ჯენოებთან სათამაშოდ.

MAXSIMUS
11 years ago

31!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! :forza: :juventus: :juvee: :italy:

11 years ago

4-4-2 მაინც გადასულიყო მე-2 ტაიმში.

d a v i d
11 years ago

….ერთი სიტყვით ვუჩინიჩს დუეტში აუცილებლად ესაჭიროება მაღალი კალიბრის მქონე ფორვარდი .

აჰა ესეც მე ვარ? :chuvak: კუალი კუალი რო დაგიჩემებიათ არ არის ეგ მაღალი კალიბრის (კლასის) მოტამაშე :chuvak: მოკლედ მაგარი დაძაბული სატრანსფერო ციებ-ცხელებები გველის ზაფხულში :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool:

irakli28
11 years ago
Reply to  d a v i d

არც ვუჩინიჩია ტოპ კლასი, კვალი მაგას მაინც ათწილად მირჩევნია

d a v i d
11 years ago
Reply to  irakli28

არა ტოპიათქვა არც მე ვამბობ მარა ჩვენ თავდასხმაში ყველაზე მოაზროვნეა და ყველა ამას აღნიშნავს.. მე მირკო მირჩევნია შენ კუალი აქ უკვე გემოვნების საკითხია :davliot:

11 years ago
Reply to  d a v i d

სხვას რომ ჯობია არ ნიშნავს რომ იუვეს დონის არის განსაკუთრებით გამოჩნდა მილანთან. რაღაც მისი რაიმე გონივრული პასით შექმნილი მომენტი არ მაგონდება. ლაციოს ვისაც არ დაეზარა ყველამ მოუგო ევროპიდან გამოგდების მერე. ლაციოსთან თამაში საზომად ვერ გამოდგება. ფილანის დაცვა სახელიღაა , სასაცილოა გრანდების დაცვასთან ,იმათმაც კი მიაჩმორეს ჩვენი ,,ტოპ-ფორვარდი”

| Newsphere by AF themes.
16
0
Would love your thoughts, please comment.x