ლორენტე : ” პატივს ვცემ მწვრთნელის გადაწყვეტილებას ”
ბიანკონერის ფორვარდი ფერნანდო ლორენტე , რომელიც სეზონის ბოლომდე კვლავინდებურად ბილბაოს საკუთრებად რჩება , აცხადებს რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მაინც მაქსიმალურად დაიხარჯება ესპანური კლუბისთვის : ” იცით , საკმაოდ რთულია ისეთ პირობებში ყოფნა , როდესაც სათადარიგოთა სკამზე ატარებ მთელ დროს . მიუხედავად ყველაფრისა , პატივს ვცემ ბიელსას გადაწყვეტილებას , იგი მთავარი მწვრთნელია და ეს მისი არჩევანია . ერთადერთი რისი გაკეთებაც შემიძლია , წვრთნების დროს მაქსიმალურად დახარჯვაა “ . გასული კვირა იმ უიშვიათესი შემთხვევიდან იყო , როდესაც ნანდო მოედანზე გამოჩნდა . მაგრამ მან გოლის გატანა და ანგარიშის გათანაბრება მოახერხა დეპორტივოსთან დაპირისპირებისას : ” ამ მატჩში მონაწილეობის მიღება ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა . მოხარული ვარ , რომ გუნდს დახმარების ხელი გავუწოდე . ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის , რომ 100 % -ით ვიყო მზად ნებისმიერი შეხვედრისთვის ” .
წყარო : Football-Italia
ერთი შეკითხვა მაქვს.. ლორენტე ჯობია თუ მანჟუკიჩი?? ან ლორენტე თუ გომესი???
ჩემი აზრით ლორენტე არცერთს არ ჩამირჩება, ბევრს ასპეკტში უკეთესიც კი არის
მანზუკიჩი ორივეს ჯობია
რაც მაგან იმუშავა და იმოძრავა და გაგვაწვალა ჩვენ რავი რა,მაგარი ყოფილა,არ მეგონა ეგეთი
ორივეს ჯობია,ოღონდ ჩემი აზრით რათქმა უნდა
მაგრად გამოგვადგება ეს, მოკლედ კუალის და მატრის ბედი გადაწყვეტილია უკვე თუ მისით არ წავლენ მაშIნ იაკინტას ბედს გაიზიარებენ
ასე რო ჯობია თავს უშველონ
ანელკა,ბენტოზე აღარ ვსაუბრობ მაგენს იუვეს ფეხბურთელებად არც ვთლიდი
ნუ ნიკლასზე მქონდა პატარა იმედი მარა წეიღო წყალმა 
მივესალმები ამ ტრანსფერს ბიელსამ მაგარი მიქარა ამას 10-წუთზე მეტ შანს რო არ აძლევდა, დაყენა ძირითათში და შეაგდო და ქონდა კიდევ საგოლე მომენტები,დასწრებაზე ძან მაგარია თავით თამაშზე ხო აღარა ლაპარაკი
შეაფასეთ თავს როგორ ხმარობს დეპორთან
http://www.dailymotion.com/video/xz73ul_deportivo-1-1-athletic-bilbao_sport?start=0#.UXfTn70spiU
იბრა უნდათო და ეგ თუ მოვიდა ცოდოა ეს
100% მომენტებს არ მაზავს თავზე ხო ძაან მაგარია + უფასოდ მოყავთ რა არ მოგწონთ? თუ ეს რო მოვა გაბიადინი იმობილეების მოყვანის შანსი ქრება ? ანელკები ბენტნერები და მატრისნაირი ჟანგიანი ჯართები დაახვევენ და მაგათი ადგილიც მოიძებნება იუვეში.
კვალი რო არ წავა ვიცი და მატრიმ შეიძლება თვითონ მოინდომის წასვლა, ლორენტე ყველაზე მეტად მატრის კონკურენტია მეტი ცენტრფორვარდი არც გვყავს, კვალიარელა ლორენტესზამენა იაქნება და დანარჩენ ორ ადგილს ისინი გაინაწილებენ წეღან ვინც ჩამოვთვალე
დათკა
რო მოვა მალევე გახდება 29_ის
თებერვალში აქვს დაბადების დღე )) ამ წელიწადში ნამდვილად არ გახდება და როცა იქნება კი გახდება მართალი ხარ ) წლოვანება ვაფშე არაფერ შუაშია ისედაც ) ნედვედიც ეგრე იყო რომ მოვიდა . ნამდვილად არ არის დაბალი დონის და ჩემი აზრით სკეპტიკურად არ უნდა ვუყურებდეთ . იმობილეს და გაბიადინის რაც შეეხებათ , ითამაშონ ერთი სეზონი კიდევ სერია ა-ში და ვნახოთ რა იქნება .
არა ცუდი არაა ბოლობოლო ესპანეთის ნაკრების წევრია, უბრალოდ აქამდე არუნდა შემორჩენილიყო ბილბაოში, მარა რა იცი იქნება იუვეს ელოდებოდა და ახლა გახდეს ვარსკვლავი
საკმაოდ მაღალი დონის ფორვარდია ) ბენდტნერთან დიდი პატივისცემის და მიუხედავად , ლორენტე გაცილებით დიდი მაშტაბის არის . ეხლა ვიღაცა დაწერს ბილბაოშიაო და რამე , მაგრამ ვინც აკვირდებოდა ლორენტეს თამაშს დამეთანხმები რომ მეორე სართულზე ტიპი ძალიან მაგრად თამაშობს და მიწაზეც ჩაინიკი არ არის . სუფთა სისხლის ცენტრ ფორვარდია კარგი საგოლე ალღოთი და საკაიფო ფინიშერით . შემსრულებელია იტოგში )
კი მეორე სართულზე ერთერთი საუკეთესო მარა ფეხით ბენტნერი ბევრად ჯობია, უფრო მოძრავიცაა და მოქნილიც
4-3-3_ში კარგად ჩაჯდება მემგონი ფლანგებიდან ჯოვინკო ვუჩინიჩი პეპე და დიამანტი იქნება
ესეც 29 წლის იქნება რო მოვა, უფრო ახალგაზრდა უნდა შეერჩიათ, ეს ვეღარ მოუმატებს აწი, დიდი ალბათობით
გაბიდანი იმობილედან ერთერთი მინდა ცენტრფორვარდად
28 ის
ეს კაი ფორვარდია? ანუ ამის მოყვანა კაი ამბავია? ნუ ბენდტენრის და ანელკას ბედს არ გაუზიარებს იმედია კონტე