სილვა : ” არავინ იცის რა გადაწყვეტილებას მიიღებს იბრა ”
10Sport – თან საუბარში , მილანის ექს ცენტრალურმა მცველმა ტიაგო სილვამ ზლატან იბრაჰიმოვიჩზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა , რომ იგი დარჩება პარიზში : ” კარგად ვიცნობ ზლატანს , მას მუდამ გამარჯვებები სწყურია და ყველაფერს აკეთებს დასახული მიზნის მისაღწევად . საკუთარ საბრძოლო სულისკვეთებას გუნდსაც უზიარებს , რითაც დადებითი შედეგის მიღწევა უკვე ყველას გვიადვილდება . იმედი მაქვს , რომ იგი კარიერას ჩვენთან განაგრძობს , რადგან პარიზელებს ძლიერი კლუბის შექმნა სურთ , ასეთ შემთხვევაში კი შვედი აუცილებელი წინაპირობაა უმაღლესი მიზნებისთვის საბრძოლველად . ჯერ ჯერობით არ მისაუბრია პირადად და რეალურად არც არავინ იცის დარჩენა სურს თუ წასვლა აქვს გადაწყვეტილი ” .
წყარო : Tuttojuve
აუ რა გველის ამ ზაფხულს ათასნაირი ჭორები იმედგაცრუება და რავი კიდე რა
მე მაინც მგონია რო ანიელი წყვიტავს მანდ ყველაფერს,კი ბაზარი არაა მაროტასაც ბევრი ეთქმის მარა დარწმუნებული ვარ მთავარი სიტყვა ანიელისაა და ყველაფერს ეგ წყვიტავს საბოლოოდ!
დაიწყება სატრანსფერო სეზონი და დაიწყებენ, იუვეში იბრა მოდისო, ან სუარესი. ეგენი თუ არა იოვეტიჩი 99% ტურენელიაო. ამ ჭორებით და ოცნებებით გაგვატარებინებენ მთელ ზაფხულს და ბოლოს შეგვრჩება ისევ ლორენტე და + ვინმე ვადაგასული “ტოპ” ფორვარდი. რომლის მოძებნაც მაროტას არ უჭირს ხოლმე.
არც მთლად ეგრეა საქმე. კონტეს აზრიც ბევრს წყვეტს თან იბრას თუ შეხვდა და როგორც ამბობენ შეხვდა, ბოსების ბმხარდაჭერის გარეშე არ გააკეთებდა, და იბრასაც დაარწმუნებდა მისი გადმოსვლის სისწორეში, მე ჩემი მოსაზრებები მაქ ვან პერსის თაობაზეც, მაროტა შეატანხმა პირადი კონტრაქტი მე არ შემითანხმებია ალბატ კონტემ დაიხია ბოლოს უკან ასე ვფიქრობ. თუ არ უნდოდათ პირად კონტრაქტს რატომ უთანხმებდნენ, თუ ფასი არ იცოდნენ?