ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პასკუალინი : ” ჯიოვინკო ტურინში რჩება ”

Radio Sportiva – სთან საუბარში სებასტიან ჯიოვინკოს საფეხბურთო აგენტმა , კლაუდიო პასკუალინიმ საკუთარი კლიენტის მომავალზე ისაუბრა : ” ცალსახად მსურს დავაფიქსირო , რომ სებას ტურინში სურს დარჩენა და უფრო მეტიც , სეზონის ბოლოს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დავიწყებთ საუბარს . ჯიოვინკომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გუნდის წარმატულ ასპარეზობაში . ეხლა კი მისი უმთავრესი მიზანი , გახლავთ საუკეთესო ბომბარდირობა . ყველანი მოუთმენლად ველით მის გამოჯანმრთელებას . ნაპოლი ? ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრს მიაღწიეს . მეორე ადგილი კარგ შანს უტოვებს მაცარის , შეინარჩუნოს საკუთარი ადგილი . ინტერი ? ვფიქრობ , ისინი განაგრძობენ მომავალშიც გაახალგაზრდავების პროცეს. ზდენეკ ზემანი იდეალურად მოერგებოდა ნერიაძურის პროექტს ” .

წყარო : Calcionews24

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

11 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
FeNoMeNo-9
11 years ago

ანიელი, რომ ვიყო დღესვე გავუწყვეტდი კონტრაქტს და ტრანსფერზე დავაყენებდი ამ პატარა შიბლას. ზედ ვუჩინიჩს,მატრის, პეპეს, დე ჩელიეს, პადოინის, ჯაკერინისა და ისლას მივაყოლებდი და ზედმეტი ნაგვისგან გაიწმინდებოდა გუნდი. ჯოვინკო დარჩება მარადმწვანე და პერსპექტიულ “ამომავალ ვარსკვლავად”, რომელიც დიდი ფებხურთელი ვერასდროს ვერ გახდება. სამი შანსი მისცეს, მაგრამ ვერცერთი ვერ გამოიყენა, ასე რომ დროა აიბარგოს ტურინიდან და თავისი კლასის რომელიმე აუტსაიდერ გუნდში იყოს ლიდერი!

Lasha chachava
11 years ago

აუფ გაგვახარა ეხლა ამან?! გააგდეთ და მიაყოლეთ მატრიც ზემოდან!!!

giorgi nefaridz
11 years ago

კარგია კონტემ შეიძლება წყობა შეცვალოს და 4-3-3 გადავიდეს სანჩესი თუ დავითრიეთ და ეს და პეპე მაგრად დაგვჭირდება :forza: :forza:

mishka berianidze
11 years ago

მე რომ ვიყო იუვედან გავუშვებდი
რუბინიო, დე ჩელიე, პეპე, პადოინი, ჯაკერინი, კვალიარელა ან ვუჩინიჩი, მატრი, ჯოვინკო ამათგან დაახლოებით 50-55 მილიონს დავამატებდი 60-70 და სერიოზული შემადგენლობას მოუყრიდი თავს
ასე მაგალითად 120 მილიონად
მცველები: ბლინდი 10 მილიონი, დე შილიო 10
ნახევარ მცველები: ნასრი 15, რობენი 25, ვერატი 15
თავდამსხმელები: სუარესი 35, იბრაჰიმოვიჩი 18
დაახლოებით 10 მილიონის დამატება დასჭირდებათ და ეგ არის
მეკარეები: ბუფონი, სტორარი, ბრანესკუ
მცველები: ბონუჩი, კიელინი, ბარძალი, კასერესი, ასამოა, ლიხშტაინერი, პელუზო, ბლინდი, დე შილიო
ნახევარ მცველები: პირლო, მარკიზიო, ვიდალი, პოგბა, მარონე, ნასრი, ვერატი, რობენი
თავდამსხმელები: ვუჩინიჩი, ლორენტე, სუარესი, იბრაჰიმოვიჩი
მემგონი სერიოზული შემადგენლობა გვეყოლება.

11 years ago

პეპეზე ვერ დაგეთანხმები დანარჩენები ბაზარი არაა.

Di Francesco # 1
11 years ago

ხოდა სება რო შევა ფორმაში აღარ იქნება
აჯობოს ლორენტეს და ითამაშოს მაგანაც, სხვა რამე ხო არ უნდა? თუ არი ცენტრფორვარდა ლორენტეს აჯობოს მერე არ მომინდომოს მეორე ფორვარდი ვარო
მოეთრა და თქვა ცენტრში დამაყენეთ 20 გოლს გავიტანო, ჯერ ის თქვას რატო ვერ გაიტანა და მერე მაგანაც და მისმა ფანებმაც ამბიციას მერე მოუმატეთ
ვუჩინიჩმა რო ვერ გაამართლა ორი აზრი არაა
შენ იტყვი ახლა ვერც სებამ ვერ გაამართლაო, რა შუაშია სება, ემ გუუბნები მირკო ვუჩინიჩის ტრანსფერი არ გაუმართლებელი, იმის მეოთხედი ვერ გააკეთა რასაც ელოდნენ

11 years ago

ჯოვინკომ ხომ გააკეთა რასაც ველოდით,ვაფშე გააკეთა რამე მისი გატანილი გადამწყვეტი გოლი შემახსენეთ, ზატო კარგია 3-0 მერე. ჩემთვის ჯოვინკო მეორე მარტინესია. უჩინიჩი რომ გასაგდებია ბაზარი არაა 100% გეთანხმები. მარა ჯოვინკოზე ბევრად მეტი გააკეთა გუნდისთვის

lasha dolidze
11 years ago

რაღა გვიჭირს,აღარავის მოყვანა აღარაა საჭირო)))))))

Di Francesco # 1
11 years ago

უნდა მოუმატოს და ვუჩინიჩი ღრმა ზამენაზე გაუშვას, ლორენტე რო მოვა კიდე იმან ორი კაცის საქმე უნდა გააკეთოს თუ უნდა იუვეში თამაში და სებას თავისუფლება უნდა მიეცეს მთელ მოედანზე სადაც უნდა იქ უნდა დადგეს
მომავალი წლისთვის ერთი უეწველი რაც ვიცი ჯოვინკო სასტავში უნდა იყოს

11 years ago

უნდა მოუმატოს და ვუჩინიჩი ღრმა ზამენაზე გაუშვას – ვუჩინიჩს ვერცერთი იუვენტუსის ფორვარდი ვერ გაუშვებს ზამენაზე, ფაქტია ყველაზე ძლიერია იუვეს ფორვარდებში დღესდღეობით

11 years ago

ხოდა ძალიან ცუდი თუ რჩება … !!!

| Newsphere by AF themes.
11
0
Would love your thoughts, please comment.x