მარკიზიო – ტურინული დერბის ” პროფესიონალი ”
მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 6 გატანილი ბურთია და სამი აქედან ” ტორინოს ” კარში . როდესაც საუბარი დერბის ეხება , უმჯობესია კონსულტაცია კლაუდიო მარკიზიოსთან გაიაროთ , რომელიც ამ საქმის ნამდვილი პროფესიონალია : ” ნამდვილად ასეა , ტორინოს მაისური იღბლიანია ჩემთვის . უპირველეს ყოვლისა კი მოხარული ვარ მოპოვებული სამი ქულით , რომელმაც კიდევ უფრო მეტად მიგვაახლოვა სკუდეტოს . მოგვეცა შანსი , საკუთარი გულშემატკივარის თვალწინ აღვნიშნოთ მორიგი დიდი ტიტული , მიუხედავად აიმისა , რომ მეტოქედ ” პალერმო ” გვერგო , რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის და ქულებს ჰაერივით საჭიროებს . სხვათაშორის იუვე არენაზე გამართული პირველი დაპირისპირება ტორინოს წინააღმდეგ , იდენტური სცენარით მიმდინარეობდა , ანუ ჩვენ მაშინაც გაგვიჭირდა ანგარიშის გახსნა . თუმცა , უდრეკი ხასაითის და გამარჯვებისკენ დაუფარავი სწრაფვის გამო ისევე როგორც პირველ წრეში , ეხლაც გამარჯვებას ” იუვენტუსსმა ” მიაღწია ” .
წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი
მარკოზიოოო!

არა ეს პატარა სუსტ გუნდებთან ძაააან