მაროტა : ” სანჩესი , რობენი და სუარესი ? სეზონის ბოლოს დავილაპარაკებთ ”
Sky Sports HD – თან საუბარში ბიანკონერის გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ , ალექსის სანჩესზე , ლუის სუარესზე და კლუბის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა .
ანიელიმ განაცხადა , რომ იტალიური ფეხბურთი ერთგვარი ტრამპლინი გახდა მოთამაშეებისთვის , ხოლო კონტე ამასობაში გუნდის გაუმჯობესებას ითხოვს . საინტერესოა რას ფიქრობს ამ ყოველივეზე კლუბის გენერალური დირექტორი …
” ვფიქრობ ორივე ჭკვიანური და რაც მთავარია რეალური მიდგომაა საქმესთან . ერთის მხრივ იტალიური ფეხბურთი მწვავე კრიზისშია , მეორეს მხრივ კი ” იუვენტუსსმა ” აუცილებლად უნდა გააგრძელოს სრულყოფილებისკენ სწრაფვა . ოპტიმისტურად უნდა ვიყოთ განწყობილი მომავლის მიმართ და რაც მთავარია ჩვენთვის მაქსიმუმი არ უნდა არსებობდეს , პირიქით პროგრესირება უსასრულოა და ეს განცდა ყველამ უნდა გავითავისოთ ” .
გუშინდელ ( ინტერვიუ ტორინოსთან მატჩამდეა ჩაწერილი ) პრესსკონფერენციაზე , კონტემ სუარესის თაობაზე ისაუბრა …
” ვფიქრობ მან მაგალითად ძლიერი ფეხბურთელი მოიყვანა , რომელმაც უკვე დაარეკლამა საკუთარი თავი . ეპიზოდი რომელსაც გასულ კვირას ჰქონდა ადგილი , სრულებითაც არ გვაინტერესებს , უფრო მეტიც არ დავმალავ , რომ მის მიმართ სიმპატიებით ვართ განწყობილნი . მაგრამ ჯერ ამისი დრო არ დამდგარა , აუცილებელია კონცენტრაციის მოხდენა ჩემპიონატის დასკვნით ნაწილზე . პლიუს ამასთან პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ხელთარსებულ შემადგენლობას , რომელიც დიდებულად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას . ჩემპიონატის დასრულების შემდგომ უკვე დავსხდებით მწვრთნელთან და აქციონერებთან ერთად და გადავწყვეტთ თუ რას ნიშნავს ჩვენთვის სიტყვა ” გაუმჯობესება ” – ეს არის სიტყვა , რომელმაც ტრანსფორმაცია უნდა განიცადოს რაღაც უფრო მნიშვნელოვანში ” .
სანჩესი და რობენი სატრანსფერო ბაზარზე იმყოფებიან ?
” ორ დიდებულ შემსრულებელზე ვსაუბრობთ . არიენი საკუთარ თავში დარწმუნებული პროფესიონალია , რომელიც დღეისათვის ევროპის საუკეთესო კლუბში ასპარეზობს . სანჩეს რაც შეეხება , მის ნაცვლად კატალონიელებმა მსხვილი თანხა გადიახადეს და ვფიქრობ , ჩილელი მომავალ სეზონსაც კამპ ნოუზე გაატარებს . თუმცა , ძალზედ სასიამოვნოა როცა ასეთ სახელებს ” იუვენტუსს ” უკავშირებენ , მაგრამ სიმართლე გითხრათ ჯერ ჯერობით იმაზე მეტს ვერაფერს გეტყვით , რომ აღფრთოვანებული ვარ ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელებისგან ” .
წყარო : Sky Sports HD
დე შილიო, ბლინდი, სუარესი, ნასრი, ვერატი ლიაიჩი ან დამიაო + იმობილე, აპელტე, ბელტრამე
და გავუშვათ
რუბინიო, დე ჩელიე, ჯაკერინი, პადოინი, მატრი, ჯოვინკო, კვალი მირკოდან ერთერთი და ეგ არის აი მერე მართლა კარგი კოლექტივი შეიკვრება.
კაი რა გავკარი იბრა სანჰეს მე სუარესი მოიყვანე აუ რა მევასება ეგ იგროკი რა რამდენი ხანია ტვინს რო მაგაია და მოერგება მაგი და ლორენტე ერტმანეტსაც და ჯუვესაც
აბა რა აგენსაც სუარესი უნდატ მიდი მაროტა დიტრიე ტორემ ყბიტ გიტრევ მერე მე
100%

აუ ეს რა როჟაა, ამისი გამოცანებით და ქარაგმებით ლაპარაკი ამოვიდა ყელში, ერთ ჩესნ სიტყვას არ იტყვის გამაგიჟა რაა

მე მაგალითად პატოს მოვიყვანდი ძაან მაგარია
სუარესმა საკუთარ თავზე უნდა იმუშავოს და პირობა დადოს, რომ მოედანზე ასე არ მოიქცევა … ძალიან კარგად მოერგება იუვეს .. ყოველ შემთხვევაში ძილს მაინც არ მისცემს თავს ვუჩინიჩის მსგავსად
მაროტა მიდი ერთი გამახარე და სუა კავანის ტრანსფერი დადე რა ან იბრა სანჩესი მეტი არაა ჩემი მტერი ეგ გააკეთო
ერთ-ერთი მაინც მოიყვანე მაგაზეც თამახმა ვარ 
სუარესი !!!!!!!
მოაშორეთ ეს კაციჭამია. ფალცაო მინდა ფალკაოოოოოოოოოო…
მაგაზე მაგარი დგეს არავინაა მაგ პოზიციაზე

სუარესიც მაგარია ძაან და კავანი-იბრაჰიმოვიჩიც,მაგრამ მე ყველაზე მეტად სუარესის პარტნიორი მინდა,დანიელ სტარიჯი,აი მე მაგრად მომწონს და აზრზე არ ვარ რატომ გაუშვა ანჩელოტიმ და ის ვადაგასული ესპანელი დატოვა თავის დროზე ჩელსიში,ძალიან ძლიერი ცაცია აქვს და საგოლე პასებსაც კარგად არიგებს…
დიმატეომ გაუშვა სტარიჯი
სუარესი მინდა მე ყველაზე მეტად, ან საუარესი ან არავინ, ოღონდ სუარესის ზამენას კვალიარელა უნდა დარჩეს
სუარესის იმედი მაქ სეზონის სტარტზე ნახევარ წლიანი დისკვალიფიკაცია და ვსიო კვალი სასტავშია
ლივერპულზე რო იძახოდნენ სუარესის გარეშე გუნდი არააო, წავიდა ეგერ და გადაუარა ნიუკასლის წლის საუკეთესო თამაში ითამაშა, ყველა გაიხსნა ის ღორი სუარესი რო არ ყავდათ გვერდით ყველამ თავის თავზე აიღო თამაში, კოუტინომ დაგლიჯა უძლიერესი ფეხბურთელია
სუარესი და რობენი ხო,მარა სანჩესით რატო უნდა აღფრთოვანდე კაცი,მაგაზე უკეთესი გვყავს უკვე,ჯოვინკო

ისე სუარესი ააგდე შენ და ხმას აღარ ამოვიღებ,გავარტყი მერე ყველას იბრათი დაწყებული კავანით დამთავრებული