კამორანესი :”იუვენტუსის” გაწვრთნა მსურს”
“იუვენტუსის” ყოფილი იტალიელი ნახევარმცველი თავის ყოფილ კლუბზე საუბრობს და აცხადებს, რომ ტურინული გრანდის გაწვრთნა სურს. კამორანეზი 2002 წლიდან 2010 წლამდე გამოდიოდა “იუვენტუსში”, მან ამ დროის განმავლობაში 224 მატჩი ჩაატარა და ნაკრების და კლუბის წამყვანი ფიგურა იყო. “სეზონის ბოლოს მწვრთნელობის ლიცენზიას ავიღებ, თავდაპირველად არგენტინაში ვცდი ბედს. თავს წარმოვიდგენ “იუვენტუსის” სათადარიგო სკამზე შარვალ-კოსტუმში. თუ მწვრთნელის კარიერა კარგად წამივიდა აუცილებლად ვეცდები “იუვენტუსის” მწვრთნელი გავხდე.”-ციტირებს მაურო კამორანეზის სიტყვებს Calcionews24.
წყარო : Calcionews24
თუ ოდესმე კონტემ წასვლა გადაწყვიტა რატომაც არა, ძალიან მაგარი იუვენტინოა მაურო, სულით გულით ბიანკონერო

იყო დრო ამის ნაირი ძლიერი მარჯვენა ფლანგელი არ დაიარებოდა მიწაზე
მაგარო კაც იყო მაურო, ისე ზოგერთები რომ წერენ აქ კატანიებიდან და სიენებიდან მოყავთ ხალხიო,მაურო ვერონადან მოვიდა იუვეში
მაგარი კაცია ესაც ნაღდი იუვენტინო იყო, ბოლომდა დებდა თავს თამაშში და შეეძლო მატჩის ბედის გადაწყვეტა, წარმატებები მაურო
