სატრანსფერო ჭორი – ბენზემა,იგუაინი, დი მარია
თუ Corriere dello Sport-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ ტურინის “იუვენტუსი” “რეალ მადრიდის” 3 ფეხბურთელით ინტერესდება, ესენია : ანხელ დი მარია (არგენტინა), ქარიმ ბენზემა (საფრანგეთი) და გონსალო იგუაინი (არგენტინა). ტურინული გრანდი პირველ რიგში ეცდება ფორვარდის გაფორმებას და ამ 3 ფეხბურთელიდან არჩევანის გაკეთება ან გონსალო იგუაინზე მოუწევს, ან ქარიმ ბენზემაზე. ბოლო დროს მადრიდელთა ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა ფრანგი და არგენტინელი მოთამაშეების თამაშით და გადაწყვეტილია, რომ რომელიმე ფორვარდს ბარგის ჩალაგება მოუწევს. ფორვარდისთვის “იუვენტუსი” სავარაუდოდ 20-25 მილიონ ევროს გამოყოფს. რაც შეეხება გარემბარს – ანხელ დი მარია ერთ-ერთი მათგანია, ვისაც “იუვენტუსი” აკვირდება, რობენის და ნანის ჭორების შემდეგ გაჩნდა ახალი ვარიანტი – ანხელ დი მარია. ტურინულ გრანდს ორივე პოზიცია გასაძლიერებელი ჰყავს, გარემბარი და ფორვარდი.
წყარო : Corriere dello Sport
ვიყიდოთ სუარესი, ბენზემა, დი მარია და დიამანტი
გავყიდოთ-მატრი, კუალიარელა, ისლა, პადოინი, დე ჩელიე, პეპე, ვუჩინიჩი;
სავსებით საკმარისია და გუნდი გვეყოლება დავიფრენთ ყველა გუნდს მომავალ ლიგაზე!!
მარად და ყველგან ფორცა იუვეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე!!

მე ამ შემადგენლობას კიდევ დე შილიოს და ნასრის დავამატებდი და გასაყიდებში კი ჯოვინკო, რუბინიო და ჯაკერინისაც მივაყოლებდი.
იგუაინი გაიტანეეეთ!!! მაგას ბუსკეტსა და ვუჩინიჩს ქრონიკულად ვერ ვიტან! ბენზემა იდეალური ვარიანტი იქნება + თუ ზლატანიც მოვიდა. დი მარიამ განაჯვას. რობენზე უნდა ვიჩალიჩოთ. ;)
იყიდეთ დი მარია და ბენზემა

ამებიდან ყველას დი მარია ჯობია
იგუაინი არის ლოქოოოოო არ გვჭირდება,ბენზემა ჯობია !!!!
ამ ვუჩინიჩს კიდე ხმა ვინ მისცა რა საინტერესოა
O M G
მოურინიოს კაი ხანია არ ევასება ბენზემანი ერთი პერიოდი საერთოდ სკამზე ალპობდა გოლების გატანა რო დაიწყო მერე ვითომ დაევასა მარა ეხლა ისევ არ ენდობა
არიქ მაღირსეთ ერთი არგენტინელი გუნდში რა იქნებაა
დი მარია დაითრიეეეთ
სამივე წამოიყვანეთ სამივე, მაგრამ 3 ცარიელი სკამი თუ ექნება გენიოს კონტეს ნეტა, აბა სხვას რას მოუფიქრებს, მამენტ შეიძლება ანელკა და ბენზემა ერთად დასვას ერთ სკამზე და ეგრე დაეტევიან

წინა სტატიებში ვთქვი და ეხლაც ვიტყვი, ბენზემა რომ ვერ თამაშობს ეს მწვრთნელის ბრალია, რატომ არ გიჩნდებათ კითხვა ლიოის მერე ესე როგორ გაბანძდა. პროსტა ამის დამთრევა მაროტა არ არის თორემ დარწმუნდებოდით ბენზემას კლასში
იგუაინი არა!
დი მარია ღირს, ბენზემასნაირი გვყავს ვუჩინიჩი და ვერ ვიტანთ ნახევარი ბალეშჩიკები,
დი მარია მოგწონს და ბენზემა არა?