პირლო : “სავარაუდოდ მუნდიალის მერე ნაკრებში აღარ ვიქნები”
“იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების წამყვანი ნახევარმცველი ანდრეა პირლო თვლის, რომ მუნდიალის შემდეგ იტალიის ნაკრებს გამოემშვიდობება და სანაკრებო კარიერას დაასრულებს. ანდრეა არ ამბობს იმას, რომ იტალია მოთამაშეს აღარ გამოიძახებს, ის თვლის, რომ მისი ადგილი 2014 წლის შემდეგ ახლაგაზრდებს უნდა დაუთმოს და რომც გამოიძახონ ნაკრებში აღარ წავა. “სავარაუდოდ მუნდიალის მერე ნაკრებში აღარ ვიქნები… ვფიქრობ, 2014 წელს იტალიის ნაკრებში ბოლო თამაში მექნება. ნაკრებში უდიდესი გამოცდილება მივიღე, იმის ბედნიერებაც მქონდა, რომ გავმხდარიყავი მსოფლიო ჩემპიონი… 2014 წლის მერე ნაკრებში აღარ ვითამაშებ, რომც გამომიძახონ, ჩემს ადგილს ახალგაზრდებს დავუთმობ. ვფიქრობ ვერატი ჩემს ადგილზე ისე იდგება, რომ იტალია ჩემი სახით დანაკლისსაც ვერ იგრძნობს. იტალიას უდიდესი პერსპეკტივა აქვს მოიგოს მუნდიალი 2014, რადგან მათ ისეთი ნიჭიერი ახალგაზრდები ჰყავთ როგორებიც არიან : მარიო ბალოტელი, ლუკა მარონე, სტეფან ელ შაარავი, ანდრეა პოლი, მარკო ვერატი, მატია დი შილიო, მატია პერინი, ნიკოლა ლეალი, ალბერტო მაზი, ჩირო იმობილე, მანოლო გაბიადინი, ლორენცო ინსინე, დანიელე რუგანი, მატია დესტრო და სხვა…”-ციტირებს პირლოს სიტყვებს Goal.
წყარო : Goal
გენიოსი ხარ ანდრეა, დგება მომენტი როცა ნაკრებზე გიწეს უარის თქმა )) იმედია გამოჩნდება ფეხბურთელი რომელიც ნაწილობრივ მაინც შეავსებს შენით გამოწვეულ სიცარიელეს..
ვერატი შAეავსებს მაგ სიცარიელეს.. ტყუილად არ ადარებენ, მაგარი ჩუვაკია
ჰა,ჰა! ეს ცოტა ვერ არის ტო. ეხლა უკვე გიჭირს თამაში და ეგ საერთოდ ათარ უნდა გეთქვა!
რაღა პირლოს მიერ შესრულებული 50 მეტრიანი ზუსტი გადაცემა და რაღა ეს კომენტარი : ))) ყველაფერი იუველირული სუზუსტით და შორ დისტანციაზე თქვა