ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანიელი : ” მსურს კალჩო ისევ ისეთი საუკეთესო იყოს , როგორც უწინ ”

ანდრეა ანიელი – ორი სიტყვა , რომელიც წარმატების გარანტია . მან მიაღწია მიზანს და დააბრუნა გამარჯვებების გზაზე ტურინული გრანდი – ორი ზედიზედ მოპოვებული სკუდეტო , რომელიც მისი პერსონალური გადაწყვეტილების შემდეგ იქნა სისრულეში მოყვანილი , როდესაც სათადარიგოთა სკამზე მწვრთნელი ადგილი ანტონიო კონტეს უბოძა : ” ერთი სკუდეტოს მოპოვება რთულია ბუნებრივია , მაგრამ როდესაც ამას ზედიზედ მეორედ მიაღწევ გაცილებით პრობლემატურია . ბედისწერა ისევე როგორც ადამიანების ცხოვრებაში , ფეხბურთშიც დიდ როლს თამაშობს . მაგრამ იღბალი იმათ მხარესაა ვინც შრომისყვარეა და საკუთარი საქმის ერთგულია . დღევანდელ დღეს წარმატებისთვის ბევრი რამ არის საჭირო : ტექნიკური მახასიათებლები , გულშემატკივრები , უნარი მოიზიდო მსხვილი ინვესტორები , მასმედიაზე დიდი გავლენა , ფინანსური რესურსი და ინვესტიციები ( არა კაპრიზებისთვის ) და რაც ყველაზე მთავარია , სწორად დაგეგმილი პროგრამა ” .

ასეთ ღირშესანიშნავ დღესაც კი ანდრეა ანიელის არ ავიწყდება ის გლობალური პრობლემები რაც იტალიურ სპორტში არსებობს …

” მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველა ცდილობდა ერთმანეთისთვის გადაებრალებინა ის პრობლემები რასაც ვაწყდებით . ამასობაში კი უკლებლივ ყველა ფრონტზე დიდ წარუმატებლობებს განვიცდით და ვთმობდით პოზიციებს , რაც უმალ ისახებოდა რეიტინგებზე . ჩვენს არენებს შეხედეთ , ბოლო წლებია იმის მაგივრად რომ დასწრება გაიზარდოს , ის უფრო და უფრო ცარიელდება , ჩვენ კი ამასობაში 10 წელია ვმსჯელობთ სპორტული კომპლექსების აშენება არ აშენებაზე . საერთაშორისო ბრენდი იტალიური კალჩო არა პოპულარული ხდება , რადგანაც აქ არ არსებობს საკუთარი რესურსის თავდაცვის სისტემა . ჩვენი სპორტული სასამართლო ყოველთვის გაყოფილია და ეს თვალშისაცემია ყველასათვის . 1981 წელს მიღებული დადგენილებები , აუცილებლად საჭიროებს გადახედვებს . პრიმავერის ჩემპიონატის შემდეგ , ახალგაზრდები გაურკვევლობაში არიან დიდი ხნის მანძილზე , რადგან აქ არ არსებობს მეორე გუნდის სისტემა ! კურიოზია რომ ამ მხრივ ერთადერთი ქვეყანა ვართ ! 

” ახალი საუკუნის დაწყებამდე იტალიური ფეხბურთი საუკეთესოდ ითვლებოდა კონტინენტზე , ის ფლაგმანი იყო მსოფლიო ფეხბურთის ! უამრავი ტიფოზი , გრანდიოზული მატჩები , სუპერ გუნდები ! ეხლა კი საზღვარგარეთ იცით რა რთულია სერია ა-ს პირდაპირი მატჩების ტრანსლიაციის ყურება ? ანალოგიურ სიტუაციაში მყოფმა ესპანელებმა და გერმანელებმა დღეისათვის მნიშვნელოვნად გაგვასწრეს . ჩემი თაობა გაიზარდა ლოზუნგით ” მსოფლიოში საუკეთესო ლიგა  ” და მსურს ამ ლოზუნგით ჩემი შვილიც იზრდებოდეს ” .

” ორი მოპოვებული სკუდეტოს შემდგომ , ჩვენი არენის ნახვა ერთი სიამოვნებაა , მაგრამ მინდა გავახსენო ყველას ერთი რამ ,სპორტის ეს სახეობა ასაქმეს 10 მილიონ ადამიანს ქვეყნის მაშტაბით , იხდის კოლოსალურ საშემოსავლო თანხას ყოველწიურად . ეს გახლავთ იტალიის სიმდიდრე და შემოსავლის ერთ ერთი წარმატებული წყარო , რომელიც ეტაპობრივად კვდება უუნარობის გამო ” .

” მოდით ერთ მარტივ კითხვას გავცეთ პასუხი : გვსურს გავუწიოთ კონკურენცია ლა ლიგას , ბუნდეს ლიგას და პრემიერ ლიგას თუ ვცდილობთ მაქსიმალურად დაბალ დონეზე დავიდეთ და მოვწყდეთ მათ ? ხშირად ამბობენ , რომ ფეხბურთი ქვეყნის სარკეა . ქვე ტექსტი ასეთია : იტალიური ფეხბურთი ყოველთვის საუკეთესო იყო და ხალხს ის განსაკუთრებულად უყვარს ! ” .

 

წყარო : TuttoJuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giorgi gogiberidze
11 years ago

გილოცავთ31-ე ჩემპიონობას იუვეს ფანებო, მაგარი გუნდი გყავთ

11 years ago

JUVENTUS-10 “ნერვებს მიშლის ეს 31 სკუდეტო. წაგართვეს და ე.ი ღირსი იყავი და არ უნდა ითვლებოდეს ეგენი.” შენ თვლი რომ იუვე ღირსი იყო რომ წაართვეს და თანაც ინტერს გადაცეს ერთ-ერთი? მაშინ ასე გეტყვი: ბუფონი, კანავარო, ტურამი, ძამბროტა, ემერსონი, ვიეირა, კამორანეზი, ნედვედი, დელპიერო, ზლატანი, ტრეზეგე, მუტუ და ა.შ. და + კაპელო და ამ ხალხს სჭირდებოდა შენი აზრით თამაშების ჩაწყობა ლეჩესთან, ტრევიზოსთან, მესინასთან და ა.შ.? იუვე სწორედ იმიტომ დაძირეს რომ თამაშებს არ აწყობდა ისე, როგორც იტალიელ მაფიოზებს აწყობდათ და მათ ჭკუაზე არ დადიოდა… ფაქტიურად გუნდი სუსტ გუნდთან არ ტეხავდა თამაშს (ისევე როგორც წელს კონტეს იუვე). გარდა ამისა, კარგა ხანი პერსპექტივაც არ ქონდა სხვა… Read more »

arseni
11 years ago

მჯერა რომ 100%-ით მართალია ანიელი .. სამწუხაროდ იტალიური ფეხბურთის ბოსები ანტი პატრიოტები არიან (ამის შესახებ 2010 წელს განაცხადა მიშელ პლატინიმ როდესაც იტალიის ნაკრების წარმუტაებლობა დააპროგნოზა მუნდიალის დაწყებამდე და განაცხადა რომ იტალიური ფეხბურთის ბოსები ლაპარაკის მეტს არაფერს არ აკეთებენო)… ესპანეთში პირიქითაა და შედეგიც სახეზეა

levani gordadze
11 years ago

მართალს ამბობს ეს კაცი მაგრამ ერთი ან ორი კაცი ამ პრობლემას ვერ მოერევა :bicho:

JUVENTUS-10
11 years ago

სანამ იუვენტუსი ოფიციალურად არ დაიკერავს 3 ვარსკვლავს და არ აიღებს ოცდამეათე სკუდეტოს ფორმას არ ვიყიდი :/ :D
1 წელი მომიწევს კიდე :D
აუ არადა მეგონა წელს უკვე 30 იქნებოდა ოფიციალურად და გვეღირსებდა 3 ვარსკვლავი.

ნერვებს მიშლის ეს 31 სკუდეტო. წაგართვეს და ე.ი ღირსი იყავი და არ უნდა ითვლებოდეს ეგენი. არის ოფიციალურად 29 უკვე ? ხოდა 29 იყოს. ნერვებისმომშლელი პლაკატებია რა.

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x