ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კარერას და ალესიოს პრესსკონფერენცია

” იუვენტუსმა ” უკვე მოიპოვა 31 სკუდეტო , თუმცა სეზონის საბოლოოდ დასრულებამდე კიდევ რამდენიმე მატჩია დარჩენილი . დღევანდელ პრესკონფერენციაზე ანტონიო კონტე დამსახრებულად იქნა განთავისუფლებული და მის ნაცვლად პრესის წარმომადგენლებს მასიმო კარერა და ანჟელო ალესიო შეხვდნენ , რომლებიც კონტეს დისკვალიფიკაციის დროს ხელმძღვანელობდნენ კლუბს სათადარიგოთა სკამიდან : ” ეს მხოლოდ ფორმარულად , რადგან წვრთნების დროს გუნდს ანტონიო კონტე ხელმძღვანელობდა , ეხებოდა ეს ტაქტიკურ თუ სხვა სახის საკითხებს , იგივე ცვლილებებს მატჩის მსვლელობისას . დამატებით აპლოდისმენტებს ბუნებრივია ფეხბურთელები იმსახურებენ , რომლებიც ვაჟკაცურად შეხვდნენ ყველა სირთულეს და ისეთი განცდით გააგრძელეს ასპარეზობა თითქოს კონტე სარბენ ბილიკებთან იდგა . რაც აუცილებელი იყო ჩვენი მხრიდან , გვეხელმძღვანელა დროებით ” იუვენტუსისთვის ” , ვფიქრობ პირნათლად შევასრულეთ “ .

” ყველაზე დაძაბული მატჩი ნაპოლის წინააღმდეგ გამოდგა “ – იხსენებს ალესიო . ” ეს იყო პირველი დაპირისპირება კონტეს შეცვლის პერიოდში , რადგან რამდენიმე თვის მანძილზე თავადაც დისკვალიფიცირებული გახლდით . მახსოვს რაოდენ რთული მატჩი გამოდგა და რა ფასი ჰქონდა გამარჯვებას ” .

” ანტონიოსთან ეს უკვე მესამე სეზონია და ერთად ჩვენ ბევრი რამ გვინახავს და მიგვიღწევია . მოვახერხეთ სიენის აღზევება უმაღლეს დივიზიონში და ტურინელებთან ერთად ორი სკუდეტოს მოპოვება . ის აბსოლიტური ლიდერია და მასთან ერთად ყოფნა დიდი პატივია . მისი დამხმარე ვარ და სწორედ ეს არის ჩემთვის საინტერესო და არა სხვა რაიმე ” . 

” ჩვენ ერთი გუნდი ვართ “ – აგრძელებს მასიმო კარერა : ” ანტონიოც , ალესიოც და მეც იუვენტუსის ღირსებას ვიცავდით და იყო პერიოდი , როდესაც ერთ სეზონში ხდებოდა ეს ყოველივე . ამიტომ კარგად გვესმის თუ რა ფასად მიიღწევა გამარჯვება . დღევანდელი გადმოსახედიდან გამომდინარე , პროექტი კარგად მიიწევს წინ და ჭირდება ტემპის კიდევ უფრო მომატება , რომ კლასი უფრო მეტად გაიზარდოს . ანტონიოს საქმე შეუფასებელია , მან ყველაფერი ჩადო გუნდში . წვრთნების პერიოდში ბუნებრივია ჩვენც ვცდილობთ ფეხბურთელებს საჭირო რჩევები მივცეთ საკუთარი მახასიათებლების გასაუმჯობესებლად . თუმცა , უმთავრესი სიტყვა სწორედ ანტონიოზეა ” .

ორი სკუდეტოს შემდგომ , მიზნები კიდევ უფრო მატულობს …

” პროექტი გასულ წელს დაიწყო სკუდეტოს ტრიუმფით და მომდევნო წელს ლიდერობა კიდევ უფრო განმტკიცდა ” – აცხადებს ალესიო : ” ევროპაში კი აუცილებელია მორიგი ნაბიჯის გადადგმა . მცირე დრო აუცილებელია , პლიუს ახალი მენტალიტეტი და ცოტაოდენი ცვლილებები . გუნდი გადაიღალა ? სიმართლე გითხრათ ასეთი არაფერი შემიმჩნევია ” .

” არამგონია ეს რეალობა იყოს , რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სკუდეტოს მოპოვებას ვერ მოვახერხებდით სამი ტურით ადრე “ – ეთანხმება ალესიოს კარერა , რომელიც უკანასკნელ მატჩებისთვის მოტივირებას ამაღლებს , რადგან იუვემ ახალი რეკორდები დაამყაროს : ” იმ შემთხვევაში თუ მივაღწევთ ამას , ისტორიაში კიდევ ერთი სასიამოვნო ციფრები ჩაიწერება . თუ შევძელბთ იმის დამტკიცებას , რომ ვიმსახურებთ ამ ყოველივეს ” .

” მიზანი არის ის , რომ გავიმარჯვოთ თითოეულ მატჩში ” – ასრულებს ალესიო : ” რვა გამარჯვება ვიზეიმეთ ზედიზედ და ვეცდებით გავაგრძელოთ ტრიუმფალური გზა , რომელიც ადვილი ნამდვილად არ იქნება ” .

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
11 years ago

ძაან მაგარი მწვრთვნელები გვყავს, ალესიო მაგარია

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x