ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ხვალ ” იუვენტუსი ” ახალ ფორმას წარადგენს

იტალიური მასმედიის საშუალებების მტკიცებით , ტურინის ” იუვენტუსი ” უკვე ხვალ წარადგენს ახალ ფორმას , რომლითაც იტალიის მოქმედი ჩემპიონი 2013/14 სეზონში იასპარეზებს . ვარაუდობენ , რომ ახალ მაისურებზე არ იქნება წარწერა 31 sul campo (31 მოედანზე ) . გასულ სეზონში , ბიანკონერიმ უარი თქვა ვარსკვლავებზე და მხოლოდ ზემოთხსენებული წარწერით შემოიფარგლა ( 30 მოედანზე ) . საშინაო მაისური როგორც ტრადიციულად არის ხოლმე იქნება შავ თეთრი , რომელსაც ამერიკული კომპანია Nike დაამზადებს , თუმცა ცენტრალური ადგილი იქნება შავი და არა თეთრი . ჟურნალისტები მიუთითებენ , რომ ხვალ შეიძლება რაიმე სიურპრიზს ჰქონდეს ადგილი , მაგრამ ოფიციალური პირებიდან ამას ჯერ ჯერობით არავინ ადასტურებს . რაც შეეხება კლუბის და Nike – ს გადაწყვეტილებას ასე ადრე წარუდგინონ საზოგადეობას ახალი მაისურები , ეს არანაირ ეჭვს არ ბადებს , რადგან ბოლო პერიოდში მაისურების გაყიდვის რიცხვმა მნიშვნელოვნად მოიმატა და ” იუვენტუსი ” გეგმავს უკვე უახლოესი დღეებიდან დაიწყოს ფორმების გაყიდვა . აქვე მეორე ფორმასთან დაკავშირებითაც უნდა ითქვას , რომ ის იქნება ყვითელი ფერის , ხოლო მესამე სარეზერვო დღევანდელი შავი .

წყარო : Football Italia, Calciomercato

46 thoughts on “ხვალ ” იუვენტუსი ” ახალ ფორმას წარადგენს

  1. იუვეს რასინგის 20 წლის ფეხბურთელი უნდაო და ნეტა იყიდონ ვირტო ასე ქვია თავდამსხმელია, მაგარი კაცი ჩანს

  2. რა გახდა ეს ჯოვინკო, წელს ჯოვინკოს გატანილი გადამწყვეტი გოლი ან მისი რაღაც განსაკუთრებული თამაში შემახსენეთ, 3-0მერე მაგარია. მას რომ შანსი მიეცა არავის არ მისცემია არ არის იუვეს დონე და მოკალით? პარმას დონეს ვერ გაცდა ადრე დელპიეროს გამო ვერ იხსნებაო წელს?(სამწუხაროდ არ თამაშობს დელპიერო) იუვეს გაზრდილობაზე თუ ლაპარაკობთ, დი ჩელიე არ გაზარდაიუვემ?ისე ჯოვინკოს მიერ პარმაში იუვეზე ნალაპარაკევი ხომ არ გავიწყდებათ ( მკვახე სიტყვებით იხსენებდა იუვეს)?

    1. ჯოვინკომ მილანთან გაიტანა წელს გადამწყვეტი გოლი /თან ძაან ლამაზი / მაგრამ კარგი იქნება თუ იოვეტიჩს ჩაიგდებენ ხელში და მის ტრანსფერში შეიძლება ჯოვინკოს გამოყენება … ჯოვინკო ალბათ უფრო დაბალი კლასის გუნდში უკეთესად იასპარეზებს

      1. მილანთან? რომელი? მართლა არ მახსოვს. 1 თამაში წავაგეთ და მეორე ვიდალის პენლით არ მოვიგეთ?

          1. გამახსენდა ძლივს 1 თამაში კარგია მაინც რაღაც რომ გააკეთა, სირცხვილია იუვეში თავდასხმელის რომ სეზონში 1 თამაშს რომ ძლივს იხსენებ, ისე ფაქტია იუვე 2და მეტი ბურთით რომ იგებს მერე მგელი და მგელზე მგელი ხდება :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool:

  3. რაც შეეხება კავანს. არ მგონია ეს რეალური იყოს, რადგან ნაპოლი იუვეს არ გააძლიერებს. აი თუ მართლა ვუჩინიჩი უნდათ, კი ბატონო წაათრიონ და ჩვენ მის ნაცვლად ჯეკო-სუარესი-სანჩესი-იბრას ამათგან 1-ს მაინც მოვიყვანთ!!!

    ჯოვინკო-ლორენტე-მატრი-ჯეკო-კვალიარელა

    აი ეს მინდა მე…

    მატრი-კვალიზე მაგარ ზამენას ვერ ვნახავთ ვერსად!
    აი ჯოვინკო-ლორენტე + ჯეკო-იბრა-სუარესი-იგუაინი თუ ვინც იქნება ითამაშებენ სისტემატიურად ძირითადში.

  4. ikajuve1011

    ძმა სება ძირითადის კაცი იყო წელს იუვენტუსში. თუ არ ათამაშებდა კონტე, ეს იმიტომ, რომ ასვენებდა და არა იმიტომ რომ სხვას ამჯობინებდა.

    ჯერ არ ვიცით როგორ დაკომპლექტდება თავდასხმა, თორე დარწმუნებული იყავით, რომ სებას სკამის ხეხვა არანაირად არ მოუწევს.

    1. სასტავის კაცად დაიწყო სეზონი, მერე შედეგსაც უკლო და კონტემ მის დაყენებასაც უკლო

  5. 1juve – არ ვიცი ვინ ლანძღავს სებას და ვის გულისხმობ, მაგრამ მე ვისურვებდი რო ისეთ გუნდში გადასულიყო სადაც სულ ძირითადში იქნება და სრულად გაიხსნება, რაც იუვენტუსში არ უწერია, შენ კი აბრალებ ტრამვას მაგრამ ფაქტია ხან მატრი აგდებდა ძირითადიდან ხან კუალიარელა, ვუჩინიჩი კი უკონკურენტოა ამ სასტავში. ნომერ პირველი ფორვარდი იყო წელს

    1. მატრი როდის იყო სასტავში ის მითხარი? კვალიარელა კიდე როგორ აგდებდა როცა ერთხელ არ უთამაშია მემგონი მეორე ფორვარდად

  6. ikajuve1011
    რეალობაა აბა რაარი? ვინ ამოაგდო ჯოვინკო? მატრიმ თუ კვალიარელამ?
    კონტემ თქვა ზამენის შემტევები ვათამაშეო და ვის გულისხმობდა? ჯოვინკოს თუ მატრის და კვალიარელას?
    ამ გუნდის სასტავის მოთამაშეები ვუჩინიჩი და ჯოვინკოა, რამდენად დამსახურებულად მეორე საკითხია მარა ფაქტია
    გუნდი ყიდულობს ცენტრფორვარდა ანუ ვინ ამოვარდება სასტავიდან? ვუჩინიჩი რომელიც დღეს თამაშობს ცენტრფრვარდზე, სება რა შუაშია თავის საქმეს ხუთიანზე აკეთებს შეტევას ამწვავებს ჯარიმებს და პენლებს იკიდებს საგოლე პასებს აკეთებს 7 გოლი შეაგდო, მეტი რა ქნას? სებას მაშინ მოთხოვეთ მეტი როცა ცენტრფორვადზე ცუდი შედეგი ექნება, როცა ცენტრფორვადზე უფრო პროდუქტიულია ნახევარ მეტრიანი კაცი რა ნამუსით ლანძღავთ?

  7. ikajuve1011
    სტორარი ბოლო 3 თამაში სასტავში იქნება, ანუ ბუფონი ზამენის კაცად ასრულებს სეზონს? :lool:
    ტრამვა ქონდა და მაგის გამო დაჯდა სკამზე

    1. რა შუაშია სტორარი და ბუფონი : DDD გასაგებია ეგ ხუმრობით თქვი, მაგრამ ცოტა რეალობასთან ახლოს მაინც დაგეწერა რამე : DD

  8. ikajuve1011
    მეორე არა მესამე, შეიძლება ზოგჯერ უკან ჩამოდის მარა ვინმე რჩება მის წინ?
    ყოველთვის ცენტრფორვარდად იწყებს თამაშს და ზოგ მომენტში უკან იწევს
    ჯერ ერთი იბრას გარანტიას ვინ გვაძლევს? ან იგუაინის?
    ჯოვინკო ჯერჯერობით რჩება სასტავის კაცათ

  9. სებას წარმატება ყოველთვის გამიხარდება იმიტო რო როგორც გამოჩნდა თავიდანვე სხვანაირად გულიანად დავუწყე გულშემატკივრობა, მაგრამ მე პირადად უფრო მეტს ველოდი ამ სეზონში მისგან, საბოლოოდ ისე ხდება რომ სათადარიგო მოთამაშედ ასრულებს სეზონს, რაც ლოგიკურია.

  10. ikajuve1011
    ვინ დასვა სება ზამენაზე? ტრამვა ქონდა და მიტო არ თამაშობდა
    ლორენტე და იგუაინი კიდე როგორ დასვამს სკამზე? მითუმეტეს იბრა? ორი ცენტრფორვარდით კიარა ერთით აღარ თამაშობენ უკვე
    სება მეორე ფორვარდებში პირველია არც განიხილება მაგის კონკურენტის მოყვანა

    1. იბრას მორე ფორვარდად ევასება თამაში, სად გინახია ეგ ცენტრ ფორვარდად. ყოველთვის უკან დაწეული თამაშობს. ლორენტეს ერთი ადგილი დაკავებული აქვს თავდასხმაში. ერთი თუ კავანი მოვა მაშინ დაერხეა მაგასაც ))

  11. ჯოვინკოს დარჩენას ვინც აძლევთ ხმას ალბად მაგრა არ გევასებათ ეგ ფეხბურთელი, მომავალ წელს უეჭველი სკამისთვს არის განწირული. ლორენტე ხომ ისედაც მოდის, საკმარისია იბრა მოვიდეს, ან იგუანი ან კავანი რო სამუდამოდ სკამი აქვს გარანტირებული იუვეში

    მე კვალის მივეცი ხმა, ზამენიდან მაგრად ერთვება, და როცა საჭიროა მაგრად თამაშობს

    1. აგერ მატრი-კვალი და ვუჩინიჩმა რა მყარად დასვეს სკამზე, და ის ფეხბურთელები რაღას უზავენ მე რომ ჩამოვთვალე

  12. კაია რო ის შავი ფორმა შეინარჩუნეს, მაგრად მევასება ეგ ფორმა. აქ საქართველოში თუ გაიჩითა უეჭველი უნდა ვიყიდო

  13. ისე ზუსტი ჩამონათვალი იცით ვინმემ ჩვენი “ვიცე პრემიერის” :lool: გასაცილებელ თამაშზე ზუსტად ვინები ჩამოდიან? ფრი ზონაში მინდა დავხვდე ალექსას იტალიის მაიკაზე უნდა ვაწერინო სულ ხელი :D თან უნდა ვიწუწუნო ალექსა სადააა ბლიად უნდა ვიძახო სულ :D:D:D

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.